არქივი

ატომი

2Q==

ატომი — მატერიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომელიც შედგება ნუკლონების მკვრივი ცენტრისგან, ხოლო ამ ცენტრს გარს აკრავს უარყოფითად დამუხტული ელექტრონები.
ატომის ნუკლონები შედგება დადებითად დამუხტული პროტონისაგან და ელექტრულად ნეიტრალური ნეიტრონისგან (მხოლოდ წყალბადი-1-ის შემთხვევაში ეს ასე არაა. ის ერთადერთი სტაბილური ნუკლიდია, რომელსაც ნეიტრონები არ აქვს). ატომის ელექტრონები ნუკლონებთან ელექტრომაგნიტური ძალითაა დაკავშირებული. ატომების ჯგუფებს გაერთიანება შეუძლიათ და ამის შედეგად მოლეკულა წარმოიქმნება.

ატომი, რომელიც პროტონებისა და ელექტრონების ერთნაირ ოდენობას შეიცავს, ამ შემთხვევაში ის ელექტრულად ნეიტრალურია, ხოლო თუ მას ელექტრონების ნაკლებობა აქვს, ის დადებითადაა დამუხტული, უარყოფითად კი მეტი ელექტრონების შემთხვევაში. დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ატომი ცნობილია, როგორც იონი. ატომი თავის ბირთვში არსებული პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვის მიხედვითაა კლასიფიცირებული: პროტონების რიცხვი განსაზღვრავს ქიმიურ ელემენტს, ხოლო ნეიტრონების რიცხვი – ელემენტის იზოტოპს.

ატომის სახელი ბერძნული სიტყვიდან ἄτομος-დან მოდის (atomos, განუყოფელი), ἀ (a- “არა”) და τέμνω (ვჭრი), რომელიც ნიშნავს გაუჭრელს, განუყოფელს. ატომზე წარმოდგენა, როგორც მატერიის განუყოფელი კომპონენტი, პირველად წამოჭრეს ინდოელმა და ბერძენმა ფილოსოფოსებმა. 19 საუკუნის დასასრულს და ადრეულ 20-ე საუკუნეში, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს სუბატომური კომპონენტები და სტრუქტურა ატომს შიგნით, რისი დახმარებითაც მათ დაადგინეს, რომ ატომი გაყოფადი იყო.

ატომები უმნიშვნელო ზომის ობიექტები არიან, რომელთაც ძალიან მცირე მასები აქვთ. მათზე დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ინსტუმენტებით, როგორიცაა scanning tunneling microscope. ატომის მასის 99.94% ნუკლონებშია კონცენტრირებული. პროტონსა და ნეიტრონს თითქმის ტოლი მასები აქვთ. თითოეულ ელემენტს სულ ცოტა ერთი იზოტოპი აქვს (არასტაბილური ნუკლონებით), რომელსაც რადიოაქტიური დაშლის გადატანა შეუძლია. ეს შეიძლება გამოვლინდეს ტრანსმუტაციაში (გარდაქმნა), რომელიც პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვს ცვლის ნუკლონებში. ატომებში ჩამაგრებული ელექტრონები სტაბილურ ენერგიულ დონეებს (ან ორბიტალებს) ფლობენ და შეუძლიათ მათ შორის (ენერგიულ დონეებში) გადასვლა ფოტონის შთანთქმით ან გამოსხივებით, რომელიც ენერგიულ სხვაობებს ემთხვევა. ელექტრონები ელემენტის ქიმიურ თვისებებს განსაზღვრავენ და ძლიერი გავლენა აქვთ ატომის მაგნიტურ თვისებებზე.

კომპონენტები

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ატომი თავდაპირველად აღნიშნავდა, რომ მისი გაყოფა შეუძლებელი იყო უფრო პატარა ნაწილაკებად, თანამედროვე მეცნიერულ სამყაროში ატომი სხვადასხვაგვარი სუბატომური ნაწილაკებითაა გაჯერებული. მისი შემადგენელი ნაწილაკები არიან ელექტრონი, პროტონი და ნეიტრონი. თუმცა, წყალბადი-1-ის ატომი ნეიტრონების გარეშეა და წყალბადის დადებით იონს ელექტრონები არ აქვს.

ამ ნაწილაკებს შორის ელექტრონი 9,11×10 -31კგ მასით ყველაზე მსუბუქია. მას უარყოფითი მუხტი აქვს, ხოლო მისი ზომა ისეთი მცირეა, რომ ამჟამინდელი ტექნოლოგიებით მისი პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია. პროტონებს დადებითი მუხტი გააჩნიათ და ელექტრონზე 1836-ჯერ მასიურები არიან – დაახლოებით 1.6726×10−27კგ, თუმცა ეს შეიძლება შემცირდეს ატომში პროტონის მიბმის ენერგიის შეცვლით. ნეიტრონებს ელექტრული მუხტი არ გააჩნიათ და მათი მასა 1839-ჯერ ათემატება ელექტრონისას – 1.6929×10−27კგ. ნეიტრონსა და პროტონს შესადარებელი განზომილებები აქვთ – 2.5×10−15მ-ზე – თუმცა ამ ნაწილაკების “ზედაპირები” მტკიცედ არ არის გარკვეული.

ფიზიკის სტანდარტული მოდელში, ელექტონები ჭეშმარიტი ელემენტარული ნაწილაკები არიან, რომელთაც არანაირი შინაგანი სტრუქტურა არ გააჩნიათ. თუმცა, ორივე ნაწილაკი – პროტონი და ნეიტრონუ გაჯერებულია ნაწილაკებით, რომლებით თავის მხრივ გაჯერებულნი არიან ელემენტარული ნაწილაკებით, სახელად კვარკები. ატომში ორი ტიპის კვარკი არსებობს, თითოს აქვს დანაწევრებული ელექტრული მუხტი. პროტონი შედგება ორი “ზედა კვარკით (თითოს მუხტი არის +2⁄3)” და ერთი “ქვედა კვარკით (მუხტით -1/3).” ნეიტრონები შედგებიან ერთი “ზედა” და ორი “ქვედა კვარკით.” ეს განსხვავებები იწვევს მასისა და მუხტის განსხვავებებს ამ ორ ნაწილაკში.

კვარკები ერთმანეთთან ძლიერი ურთიერთქმედებით არიან დაკავშირებულნი, რომელთა გადამტანები გლიუონები არიან. პროტონები და ნეიტრონები ატომის ბირთვში ერთმანეთთან ბირთვული ძალით არიან დაკავშირებულნი, რომელიც ძლიერი ურთიერთქმედების ნარჩენია. მას ზოგიერთი რამ თვისება განსხვავებული აქვს. გლიუონი იმ ბოზონების ოჯახის წევრია, რომლებიც ფიზიკური ურთიერთქმედებების გადამტანი, მედიატორი ნაწილაკები არიან.                           220px Wpdms physics proton proton chain 1.svg          9k=                      2Q==        9k=2Q==Zimages?q=tbn:ANd9GcRdsqyeBXlaT2YObyD2tCzgvESyZeKsEz2hEC2N7NTVt7182yVDimages?q=tbn:ANd9GcSJq5ek4m6IVck40ZuLPqbfWvws4YqarHaMODlRRwBD0N0ZQjwIygimages?q=tbn:ANd9GcQYqzNHh9Tk7cO UuOn9rWAxX5Scimages?q=tbn:ANd9GcTWX OtJLMWzQcIWqwEfyG1NH7inpDefmP2tVPAyk63umIB0oZXimages?q=tbn:ANd9GcRN1Ekk6QJFEj5mrL3uPOVDWwsc2uBWtr5XXSje3zEe2Xn8UKSf7g
წყარო : http://ka.wikipedia.org

gochaa

i am the best

მსგავსი ამბები

Back to top button