საკითხავისამხედროსასარგებლო

მსოფლიოს საუკეთესო პისტოლეტები (COLT)

91ff21be657f

“”ღმერთმა შექმნა ძლიერი და სუსტი ადამიანები, სემუელ კოლტმა კი ისინი გაათანაბრა”” 

სემუელ კოლტის პირველი დიდი წარმატება 1836 წელს, მის მიერ შექმნილმა, მანამდე წარმოუდგენელმა 5-6 ვაზნიანმა ბარაბანმა განაპირობა. როგორც ვიცი, კოლტმა პირველი ბარაბანი გემ Corvo-ზე მეზღვაურად ყოფნისას ხისგან დაამზადა.
სემუელ კოლტი
5f8d00149645
1936 წელს მისი მდიდარი ბიძის დახმარებით სათავეში ჩაუდგა ქარხანას აშშ-ში ქალაქ პეტერსონში ნიუ-ჯერსის შტატში. მალე მან შექმნა რევოლვერის სამი მოდელი: ჯიბის, ქამრის, ბუდის და ორი სახის თოფი. კოლტის იარაღების ეფექტურობა 1845 წელს ამერიკის არმიის ინდოელებთან ბრძოლამ გამოავლინა. 1846 წელს მექსიკასთან ომის პერიოდში, კოლტმა კაპიტან სემუელ უოლკერისგან მიიღო უფრო ძლიერი რევოლვერის შეკვეთა. მალევე შეიქმნა ახალი მოდელი, რომელსაც კოლტმა უოლკერი დაარქვა.
 უოლკერი
444a90c9d6ef
წონა      : 2.06 კგ
სიგრძე : 39 სმ
ეფექტური დიაპაზონი : 91 მ
სამუელ კოლტი პირველი ამერიკელი მეწარმე იყო, რომელმაც ინგლისში ფილიალი დაარსა. ამ ფაქტმა იმოქმედა მისი პროდუქციის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე. 1855 მისმა პროდუქციამ შეადგინა 5000 ერთეული წელიწადში. ამ დროს სამუელ კოლტი ამერიკის წარმატებულ ბიზნესმენთა ათეულში მოხვდა.
COLT 1903
996900f9209f
წონა : 0.89 კგ
სიგრძე : 197 მმ
COLT Woodsman (ომამდელი მოდელი)
f1bea3cf289f
 COLT Woodsman ed859802d8cf

კონეკტიკუტის შტატის გუბერნატორმა კი მას პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. კოლტმა შექმნა ძვირადღირებული მოდელები, რომლებიც საჩუქრად გადასცა: მეფე ნიკოლაი პირველს, ალექსანდრე მეორეს, რუსეთის მეფეს, ფრედერიკ მეშვიდეს, დანიის მეფეს და შვედეთის მეფე კარლ მეთხუთმეტეს. 1860 წელს, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი დიწყო, მისი პროდუქციით ძირითადად სამხრეთ შტატები მარაგდებოდა. ომის გადამწყვეტ ფაზაში შესვლის პერიოდისთვის კი მხოლოდ სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს ამარაგებდა. 1861 წლისთვის მისმა წლიურმა შემოსავალმა, იმ დროისთვის წარმოუდგენელ ციფრს, 250000$-ს მიაღწია, რაც ჩვენს დროში 3000000$-ს შეადგენს. სემუელ კოლტი გარდაიცვალა 1862 წლის 10 იანვარს 47 წლის ასაკში. 1901 წლამდე კომპანიის საქმიანობას მისი ქვრივი და სხვა ოჯახის წევრეები აკონტროლებდნენ. შემდეგ კომპანია ინვესტორებმა შეისყიდეს. 1867 წელს კომპანია შეუდგა დოქტორ რ.ჯ გენტლინგის ტყვიამფრქვევის წარმოებას. 1873 წელს კი გამოუშვა მსოფლიოში ცნობილი Single Action Army Model 1873, რომელშიც მეტალის პისტონიანი ვაზნები იხმარებოდა.
Single Action Army Model 1873
704719398d8f
აღნიშნული მოდელი ცნობილია როგორც “the gun that won the West”. ამავე დროს კომპანიას  უხდებოდა ფართო ასორტიმენტის ყალიბებისა და მოდელების წარმოება, რადგან მას ჰყავდა ისეთი სერიოზული კონკურენტი, როგორიცაა S&W. ეს კონკურენცია ისეთივე მძაფრი იყო, როგორც რემინგტონისა და ვინჩესტერის. 1891 წლიდან დაიწყნინგის ო კოლტისა და ჯონ მოზეს ბრაუნინგის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც 1911A1  მოდელის შექმნით დაგვირგვინდა. ამ 45mm ყალიბიან  მოდელს  პირველ და მეორე მსოფლიო ომში იყენებდნენ და 2.5 მილიონი  ერთეული დაამზადეს.
Colt 1908 წლის მოდელი
49d5c940abbe

1960 წელს  AR-15 ნახევრად ავტომატური შაშხანის შექმნით დაიწყო ახალი ერა კომპანიის ისტორიაში, რომელიც შემდგომ M16 ავტომატურ შაშხანად ჩამოყალიბდა. ის ისეთივე პოპულარობით სარგებლობს როგორც AK-47. 1995 წელს კოლტის 22LR ყალიბიანი  პისტოლეტი აღიარეს წლის საუკეთესო სპორტულ პისტოლეტად. 1996 წელს კი კომპანიამ შექმნა ისეთი პისტოლეტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით მხოლოდ მეპატრონის ხელში ისვრის.
COLT 1900
0491b2e7bee6 e00f3acbd2f9

პისტოლეტი Colt 1900 კონსტრუქტორმა ჯონ მოზეს ბრაუნინგმა 1897 წელს შექმნა. კომპანიამ Colt’s Patent Firearms Manufacturing Company, რომელთანაც ბრაუნინგი 80-იან წლების დასასრულიდან თანამშრომლობდა, 1898 წელს Colt 1900 პირველი სერიული მოდელები აშშ-ს არმიის ოფიცერთა საბჭოს (US Army Board of Officers) წარუდგინა. ამერიკის არმიის შეიარაღებაში მისაღებად Colt 1900-ს კონკურსში  ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიცაა Mauser K96, Mannlicher M96, Borchardt 1893 და Bergmann 1897 წლის. მაგრამ აშშ არმიის ოფიცერთა საბჭომ ჩათვალა, რომ ამ პისტოლეტს არ ჰქონდა დიდი უპირატესობა იმ დროისთვის აშშ არმიის შეიარაღებაში მყოფ რეფოლვერებთან შედარებით. 1900 წელს განმეორებით გამართულ კონკურსში, სადაც მხოლოდ სამი პისტოლეტი Mauser K96, Mannlicher M96 და Colt 1900 იყო წარმოდგენილი, გამარჯვება Colt 1900 ერგო. მისი შემდგომი ტესტირების, აშშ-ს არმიის ოფიცერთა საბჭოს შენიშვნების და მოთხოვნების გათვალისწინების შედეგად შეიქმნა Colt 1902. Colt 1900 ლულის მოკლე სვლიანი სქემითაა აგებული. ორიგინალურადაა გაკეთებული მისი დამცველი რომელიც უკანა სამიზნის როლსაც ასრულებს, ჩართვის შემთხვევაში ქვევით დაწევით ჩახმახსა და სარტყამ ნემსს შორის დგება. Colt 1900 სიგრძე 225მმ-ია, ლულის სიგრძე 152 მმ-ია. ვაზნების გარეშე მისი წონა 1020 გრამს შეადგენს. მჭიდი 8 ვაზნიანია. მისი მოდიფიცირებული ვარიანტებია Colt 1902, Colt 1903, Colt 1905 და Colt 1907 .

armourer

hunter

მსგავსი ამბები

Back to top button