არქივი

Bleach (გათეთრება)

555fd621630e

გადავწყვიტე დამეწერა ყველასათვის საყვარელ ანიმეზე-Bleach-ზე (ალბათ ბევრმა არ იცოდით, რომ გათეთრება ერქვა ქართულად, მეც ახლა გავიგე :D). გაგრძელებაში ნახავთ ამ ანიმეს შექმნის ისტორიას, მოკლე შინაარსს, ტრეილერებს და ძაან მაგარ ბრძოლის სცენებს.

სერიები შექმნილია და ილუსტრილებულია ტიტე კუბოს მიერ. მანგა პირველად გამოვიდა 2001 წლის აგვისტოში, რა თქმა უნდა იაპონიაში. მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა როგორც მანგა, მრავალი კომპანია დაინტერესდა მის საფუძველზე შეექმნათ ანიმე-სერიალი. როგორც ანიმე-სერიალი გამოუშვა Studio Pierrot-მა.

დღემდე გაყიდულია Bleach-ის 17 მილიონი მანგა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმე-სერიალად ნარუტოსა და სიკვდილის წიგნაკის შემდეგ (რა თქმა უნდა, სიკვდილის წიგნაკი პირველ ადგილზეა :D).

ანიმე არის დაწერილი 15 წლის სტუდენტ კუროსაკი იჩიგოზე,

928e815b6167

რომელიც ხედავს მოჩვენებებს (გიჟი არაა). ერთ დღეს ის შეხვდება რუკიას,

5a5e79409615

სულების შემგროვებელს, რომლის მოვალეობაშიც შედის გაანადგუროს ბოროტი სულები სახელად Hollows (ქართულად ღრმულს ნიშნავს). რუკია შეებრძოლება ერთ-ერთ უძლიერეს Hollow-ს და მძიმედ დაშავდება, ის საკუთარ ძალას დაუტოვებს იჩიგოს, ეს იყო თავის გადარჩენის ერთადერთი გზა. იჩიგოს მოვალეობაა, გააკეთოს ღმერთის საქმე და დაიცვას რუკია.

77adcd545973

5d7fe43ecea0

20c26135d1b9

ესეც ტრეილერები:

ბოდიშით ასეთი მწირი ინფორმაციისთვის, მაგრამ მეტი რომ დამეწერა, მათ ყურების ინტერესს დავუკარგავდი, ამიტომ ვინც ეს ანიმე იცით, უბრალოდ მომიტევეთ.

მსგავსი ამბები

Back to top button