არქივი

მსოფლიოს საუკეთესო პისტოლეტები (BERETTA)

d87e8cf469a6

მინდა ეს პოსტი დავიწყო მსოფლიოში პირველი ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან BERETTA.

აღსანიშნავია, რომ  BERETTA პირველი ცეცხლსასროლი იარაღის კომპანიაა იტალიაში. გვარი Beretta 1526 წელს Mastro Bartolomeo Beretta (1490-1565/68) მეთაურობით იღებს სათავეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში Pietro beretta-მ (1870-1957) გააგრძელა თავის წინაპართა საქმიანობა, რაც ქარხნების რადიკალურ მოდერნიზაციაში გამოიხატა. მოდერნიზაციის პროცესი მისმა შვილებმა ჯუზეპემ (1906-1993) და კარლომ (1908-1984) გააგრძელეს. კომპანიის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იყო ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის და აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. დღესდღეობით უგო გასალი ბერეტასა და მისი შვილების, პიეტოს და ფრანკოს მეთაურობით, თავისი გამოცდილებით, კარგი მენეჯმენტით და მაღალი ტექნოლოგიით კომპანიამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა.

ახალა ნახავთ   BERETTA-ს ფირმის პისტოლეტებს.

1) Beretta 1935 წლის მოდელი
9a72fa2934e9
2) Beretta 1937 წლის მოდელი
dc8963253c93
3) Beretta 84
e35096b75fc0
4) Beretta 87
ca54f3578e3d
5) 96 COMBAT COMBO
a3e59fdf3e50
6) 98 FS TARGET
729ddb7ee2b3
7) G ELIT 2
ab2e77b6d03b
8) 97 TARGET
f49c056aaa89
9) Beretta 92
9d7c2062a56b

 

იმის მიუხედავად, რომ იტალიურ კომპანია  Pietro Beretta Spa-ს სრული უფლება აქვს პრეტენზია იქონიოს მსოფლიოში უძველესი იარაღის მწარმოებელი კომპანიის სახელზე, ის ყველასთვის ცნობილი და პოპულარული მხოლოდ 1985 წლის ამერიკის არმიის შეიარაღებისთვის გამოცხადებულ კონკურსში  Beretta 92 მოდელით გამარჯვების შემდეგ გახდა. 1976 წელს შედარებით  ძველი 1951 წლის მოდელის  Beretta 951-ის ბაზაზე კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პოპულარული პისტოლეტი   Beretta 92. ამ პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობის სქემა დაახლოებით  Walther P38  სქემის იდენტურია. მისი სიგრძე 217 მილიმეტრი, ლულის სიგრძე კი 125 მილიმეტრია. წონა ვაზნების გარეშე 950 გრამს შეადგენს. მჭიდში 15 ცალი  9mm Para ყალიბის მქონე ვაზნაა ჭადრაკისებურად განლაგებული. გთავაზობთ  Beretta 92 მოდელის მოდიფიკაციების  ჩამონათვალს მათი გამოშვების მიხედვით: Beretta 92S,  Beretta 92SB, Beretta 92SB-C, Beretta 92SB-C type M, Beretta 92F, Beretta 92FS, Beretta 92 FS Brigadier, Beretta 92FS Elite, Beretta 92FS Centurion, Beretta 92D, Beretta 92G, Beretta 96, Beretta 98.

Beretta 92 მოდელის მოდიფიკაციები :

1) 92 D
84409eda932d
2) 92 BILLENNIUM
b3cd1bca400e
3) 92 COMPACT
a695a8f2d999
4) FS 22LR PRACTICE KIT
17a1f0eab012

 

Beretta 93R

1973 წელს გამოშვებული ბერეტას მოდელი 93R განკუთვნილია  სატარებლად და გამოსაყენებლად, როგორც 9mm Para ყალიბიანი ავტომატური პისტოლეტი, თუმცა მას შეუძლია სროლა სამ-სამი ჯერითაც. მისი ჩარჩოს წინა მხარეს, ლულის ქვევით, დამონტაჟებულია სპეციალური სახელური, რომელიც ხელს უწყობს მიზანში უფრო ზუსტ სროლას და იარაღის მყარად დაჭერას.ჯერითი სროლისას ორივე სახელური იხმარება და თუ დროში შეზღუდული არ ხართ, უმჯობესია მისი დასაკეცი კონდახიც გამოიყენოთ, ვინაიდან მხარზე  კონდახის მიბჯენა უფრო ზუსტად სროლის საშუალებას მოგცემთ. პისტოლეტის ჩარჩო 92 მოდელის თითქმის ანალოგიურია.  მეტალის დასაკეცი კონდახი თავისუფლად მაგრდება სახელურის უკანა მახარეს ისე, რომ მჭიდთან შეხება არა აქვს.მჭიდი 20 ვაზნიანია, თუმცა შესაძლებელია 92 მოდელის სტანდარტული  15 ვაზნიანი მჭიდის გამოყენებაც.

Beretta 93R
41c0ffd5e00f

8283cd4d7261

 

21 BOBCAT INOX
63b94874b491
950 JETFIRE
c16b136f1355
3032 TOMCAT
40c8d0700293
3032 TOMCAT INOX 
3066a988fcb9
3032 TOMCAT TITANIUM
bc2b2c9b5bef
კაომპანი  Beretta-ს მიერ წარმოდგენილი ამ პისტოლეტების სერია, მათი გაბარიტებიდან გამომდინარე, სპეციალურად შეუმჩნევლად ტარებისთვისაა შექმნილი. ისინი  7.65mm, 6.35mm ან 22 LR ყალიბის მქონე ვარიანტებით იწარმოება.  Beretta 3032-ის სიგრძე  125მმ, ლულის სიგრძე  კი 61 მმ. მჭიდის ტევადობა ყალიბზეა დამოკიდებული და 7 ან 8 ვაზნას შეადგენს. აღნიშნული პისტოლეტების სერიიდან ყველაზე პატარა მოდელია   Beretta 950, რომლის სირგძეც 120მმ და ლულის სიგრძე  კი 60მმ. ასევე იწარმოება მოდელი   Beretta Tomcat Titanium, ის ტიტანისგანაა დამზადებული და მეტალისგან დამზადებულ მოდელზე 40%-ით მსუბუქია.

 

Beretta Cougar 8000
d331260fe18a
Beretta Cougar 8000-ს წარმოება 90-იან წლებში დაიწყო.ამ მოდელის განსაკუთრებულობას მბრუნავი ლულა წარმოადგენს. საკეტზე ორივე მხრიდან მექანიკური დამცველია განთავსებული, რომელიც ჩახმახის უსაფრთხო დაშვების როლსაც ასრულებს. პისტოლეტ Beretta Cougar 8000-ის წონა ვაზნების გარეშე 908 გ, სიგრძე 180მმ, ლულის სიგრძე კი 92 მმ-ია. მჭიდში 15 ვაზნა ჭადრაკისებურად არის განლაგებული.

Cugar 8000 სერიის სხვადასხვა ყალიბიანი ვარიანტების გარდა, გამოდის კომპაქტური მოდელი Cougar 8000 MINI, რომლის წონაც 140 გრანით, ხოლო სახელური 25 მილიმეტრით არის დაპატარავებული. აღნიშნულ პისტოლეტში, როგორც სტანდარტული, ასევე დამოკლებული მჭიდი იხმარება.

Mini Cougar Inox
0586b150987a
Mini Cougar
9377f295527b

 

Beretta 9000
5e1dc62ceb69
კომპაქტური და საკმაოდ მძლავრი Beretta 9000 ამ კომპანიის პირველი მოდელია პოლიმერის ჩარჩოთი. ის ლულის მოკლე სვლიანი სისტემით არის აგებული. ვერსია F ჩარჩოს ორივე  მხარეს მექანიკური დამცველი აქვს, ვერსია D კი არა. ყველა 9000 სერიის მოდელს ააქვს შიდა დამცველი, რომელიც ფუნქციონირებას მხოლოდ სასხლეტის ბოლომდე გამოკვრის შემთხვევაში წყვეტს. პისტოლეტ Beretta 9000-ის წონა ვაზნების გარეშე 730 ან 780 გრამს შეადგენს, ეს ყალიბზეა დამოკიდებული. სიგრძე 168 მმ-ია. მჭიდში 12 (9mm Para) ან 10(40S&W) ყალიბიანი ვაზნაა ჭადრაკისებურად განლაგებული.

9000 S TYPE F
c183985b68ba
9000 S TYPE D
5a625358c22c
სულ ეს იყო   Beretta-ს შესახებ. შემდეგში შემოგთავაზებთ ყველაფერს Browning- ის შესახებ.

P.S ჩემი პირველი პოსტია.

armourer

hunter

მსგავსი ამბები

Back to top button