ვიდეოებისაკითხავისაქართველო

Украина мае талант – ქართველები უკრაინულ პროექტში

“ნიჭიერის” პარალელურად, უკრაინაშიც მიმდინარეობს Got Talent-ის ფორმატის პროექტი. პროექტის გუნდი ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო ჩამოსული პრეკასტინგზე. როგორც ჩანს, დიდი მოწონება დაიმსახურეს აქაურმა ნიჭიერებმა და ორი მათგანი უკვე ძალიან წარმატებული კონკურსანტია და ნახევარფინალებიც ელოდებათ. აქედან ერთ-ერთი კი, “ნიჭიერის” პირველი სეზონის მონაწილე, ფინალისტი დათო რობაქიძეა!

უკრაინაში ძალიან დადებითად ხვდებიან ქართველ მონაწილეებს. ორივე კონკურსანტის შემთხვევაში, სცენაზე გამოსვლისას წარმოშობის დასახელების შემდეგ, დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები გაისმა.

პირველი მონაწილე, რომელიც ვიხილეთ და ვიდეო მალე გავრცელდა ინტერნეტში, ირაკლი მარუაშვილია, რომელიც სხვათაშორის, ჯეოსტარშიც იღებდა მონაწილეობას 2009 წელს. მან კასტინგზე შეასრულა სიმღერა “a song for you”, რომელსაც სხვადასხვა დროს, მსოფლიოს წამყვანი ვარსკვლავები ასრულებდნენ. შესაბამისად, ჟიურიმ ეს არჩევანი დიდ სითამამეში ჩაუთვალა მას და უთხრეს, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი!

ახლა რაც შეეხება ჩვენს ფინალისტს, დათო რობაქიძეს, პროდიუსერების თხოვნით, მან ჩვენს კასტინგზე წარმოდგენილი ნომრის ზუსტი ანალოგი ჩაიტანა უკრაინაში

დათოს ნომერმა გაგვაოცა და გაგვამხიარულა პირველ კასტინგზე, ასეთივე ეფექტი მოახდინა იქაურ აუდიტორიაზე! მისი ნომერი შეაფასეს როგორც შოუ, იუმორისტული ნომერი და ილუზიონისტობა ერთად. დათო უკვე ნახევარფინალისთვის ემზადება და ძალიან მოხარულია იმით, რომ ახლა არა მარტო საქართველოშია ცნობილი თავისი საქმიანობით.

წყარო: http://nichieri.ge/ukraina/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close