არქივი

10 ყველაზე მძლავრი კომპიუტერი მსოფლიოში

b25b9cc504ed

ყველას აინტერესებს თუ რომელია ყველა დროის ყველაზე მძლავრი კომპიუტერი. აქედან გამომდინარე დღევანდელი ჩემი პოსტი ამ თემას მივუძღვენი. ვფიქრობ მოგეწონებათ.

 

 

1.Cray-1

8f45c30cb90f

Cray-1 იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი, რომელიც დამონტაჟდა Los Alamos-ის ეროვნულ ლაბორატორიში 1976 წელს. Cray-1 შეეძლო 160 მილიონი ოპერაციის შესრულება წამში. პირველი მოდელი Cray-1(Cray-1A) იწონიდა 5,5 ტონას.

2.Cray-2

47f1803b96c1

Cray-2 გამოიგონეს 1985 წელს. 1985-1989 წლებში ამ კოპიუტერს ამერიკაში “მსოფლიოს უსწრაფესი სუპერკომპიუტერი”-ს სახელი მიანიჭეს. Cray-2 ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებში გამოიყენებოდა.

3.Connection Machine-5 (CM-5)

5497f2324669

Connection Machine-5 (CM-5) გამოიგონეს 1991 წელს ხოლო ერთი წლის შემდეგ 1992 წელს მას “მსოფლიოს უსწრაფესი სუპერკომპიუტერი”-ს გვირგვინი დაადგეს. ეს “სუპერ კომპიუტერი” წარმატებით გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტისა და სიმბოლური დამუშავების სფეროში.

4.Fujitsu Numerical Wind Tunnel

88983906606b

ცნობილია როგორც “Numerical Wind Tunnel”. დამზადდა Fujitsu და იაპონიის ეროვნული აერონავტიკის ლაბორატორიაში. მანქანა გამოიყენებოდა ქარის მიმართულების და ასევე ამინდის პროგნოზების კვლევაში.

5.ASCI Red

f17640965d7d

უსწრაფესი კომპიუტერი 1997 წლის ივნისიდან 2000 წლის ივნისამდე. ASCI Red-ი გახდა Intel Corp-ის და Sandia Labs-ის თანამშრომლობის მიზეზი.

6. ASCI White

2c3cdc1a8212

ASCI White-ის IBM სიტემამ შეცვალა ASCI Red და ჩამოართვა მას უსწრაფესი კომპიუტერის სახელი 2000 წელს. ორი წლის მანძილზე წარმატებით იკავებდა პირველ ადგის მსოფლიოს უსწრაფეს კომპიუტერებს შორის. ეს იყო კომპიუტერი, რომელსაც შეეძლო 12.3 ტრილიონი ოპერაციის შესრულება წამში.

7.The Earth Simulator

4bc20ee4013c

“The Earth Simulator”-ი შეიქმნა იაპონიის ატომური ენერგიის კვლევითი ინსტიტუტის და იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის მიერ. Earth Simulator-ი იყო მსოფლიოს უსწრაფესი სუპერ კომპიუტერი 2002 წლიდან 2004 წლამდე.

8.Blue Gene/L

fa9fd4793cff

ოთხი წლის განმავლობაში 2004 წლიდან 2008 წლამდე იყო პირველ ადგილზე მსოფლიოს სუპერ კომპიუტერებს შორის. ამჟამად კი “Blue Gene/L”-ი მეშვიდე ადგილზეა. მას 478,2 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია წამში.

9.IBM Roadrunner

9992bc0d7c9b

“IBM Roadrunner” იკურთხა № 1 სუპერ კომპიუტერად 2008 წლოს ივნისში. მან შეძლო 1,042 ტრილიონი ოპერაციის შესრულება წამში. ამჟამად სუპერკომპიუტერი მდებარეობს “Los Alamos”-ის ეროვნულ ლაბორატორიაში.

10.Jaguar

b0e542e21a74

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერ კომპიუტერი 2009 წლის “TOP500 supercomputer” სიის მიხედვით. მისი ქარხნული სახელია Cray XT5, მაგრამ მას “Jaguar”-ის სახელით იცნობენ. მას შეუძლია შეასრულოს 1 კუატრილიონზე მეტი ოპერაციის შესრულება წამში.

pshaveli

ubralod pshaveli

მსგავსი ამბები

Back to top button