გასართობისაკითხავისასარგებლო

Top 10 საჭმელი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს

da79a04633fe
ჩვენ ყველანი ვყოფილვართ ცუდ ხასიათზე. ზოგიერთი საჭმლის ჭამა ადამიანთა ჯანმრთელობას აუარესებს და ასევე შეიძლება ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. ხოლო როცა ვიტამინებით და მინერალებით სავსე საჭმელს მიირთმევთ, თქვენს ჯანმრთელობასაც არგებთ და კარგ ხასიათზეც მოხვალთ:)

 

10. შვეიცარიული მხალი
8abfa9a63861
ეს კერძი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს. მაგნიუმი საკვებს ნოყიერს ხდის და გარდა ამისა ის არის განუყოფელი ნაწილი იმ ბიოქიმიური რეაქციებისა, რომლებიც ზრდიან ადამიანის ენერგიას. 2009 წელს “Australian and New Zealand Journal of Psychiatry”-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დაადგინეს, რომ მაგნიუმის ნაკლებობა ადამიანის სხეულში იწვევს დეპრესიას.

 

9. ლურჯი კარტოფილი
45b6d307fc38
ეს პროდუქტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მაღაზიებში ძნელი საპოვნელია. თუმცა, ის შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს- ანტოციანინებს. ანტოციანინი უზრუნველყოფს ნეირონთა დაცვას და ასევე იცავს ტვინს ანთებისგან. ლურჯი კარტოფილი ადამიანს იცავს დეპრესიისგან და სკლეროზისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მწყობრ მუშაობას და სხეულს ამარაგებს იოდით.

 

8. ხამანწკები
f3ac8a9cea4d
ხამანწკები შეიცავს ზომაზე დიდი რაოდენობით B12 ვიტამინს, სელენიუმს, იოდს, ცილას და თუთიას. იოდი, სელენიუმი და თუთია ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მოქმედებას. ვიტამინი B12 აძლიერებს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს.

 

7. შავი შოკოლადი
17ede30f8fca
შავ შოკოლადს ადამიანის სხეულისთვის მოაქვს სარგებელი, რაც არ აქვს რძიან და გერმანულ შოკოლადს. შავი შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის მოქმედებას ტვინში და უზრუნველყოფს კონცენტრაციისა და განწყობის მყისიერ მომატებას. მუქი შოკოლადი მოგანიჭებთ ენერგიას და გახდებით უფრო აქტიურნი.

 

6. ბერძნული იოგურტი
60e98b463858
კალციუმი, რომელსაც შეიცავს ბერძნული იოგურტი დიდი რაოდენობით, ეხმარება ადამიანის ტვინს, რომ გამოიმუშავოს ნეიროტრანსმიტერები, რაც თავის მხრივ ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ბერძნული იოგურტი ასევე შეიცავს ნაკლები რაოდენობის ცილას, ვიდრე ჩვეულებრივი იოგურტი.

 

5. სატაცური
b3b76aa238c9
სატაცური შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავას, რაც ასევე ხელს უწყობს ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას.

 

4. თაფლი
fa608503166a
ჯანმრთელობისთვის თაფლი გაცილებით უკეთესია, ვიდრე შაქარი. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით კომფეროლს და ქორცეტინს, რომლებიც ადამიანს ეხმარება თავიდან აიცილოს დეპრესია. თუმცა თაფლი სისხლში შაქრის მაჩვენებელს გაცილებით მეტად ზრდის, ვიდრე შაქარი.

 

3. პომიდორი
68e1addca6ec
ყველა სახის პომიდორი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ლიკოპენი ჰქვია. ლიკოპენი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ზოგადად იცავს თავის ტვინს. ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ პამიდორს შეჭამთ ზეითუნის ზეთთან ერთად. ზეითუნის ზეთი ზრდის სხეულის მიერ ლიკოპენის შეწოვის სიჩქარეს.

 

2. კვერცხი
d82738bc09b1
კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, ვიტამინ B-ს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ცილებს. კვერცხს ადამიანისთვის მარტო ენერგიის მომატება კი არ შეუძლია, მას შეუძლია ადამიანი სხვა პროდუქტებთან შედარებით დიდი ხნის განმავლობაში დაანაყროს.

 

1. ქოქოსი
38ea21855b54
მიუხედავად იმისა, რომ ქოქოსი ხშირად გვხვდება არაჯანსაღ დესერტებში, ის შეიცავს საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს. საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები არის სპეციალური ცხიმები, რომლებიც ზოგადად უზრუნველყოფს ადამიანის კარგ განწყობას და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close