არქივი

იდიაკანტი – თევზი ურჩხული

e90d81306e08
იდიაკანტის მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს და ისიც მცირერიცხოვანი. ბინადრობის არეალი იშლება წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ ზონებში.

5c3a0dd71c75
მდედრი იდიაკანტი

მდედრი და მამრი იდიაკანტები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან.მდედრს გველის მსგავსი სხეული გააჩნია,სიგრძით 19-48 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 1.5-6.8 სანტიმეტრს არ აღემატება.ზურგზე ფარფლები საკმაოდ დიდი აქვს, ხოლო მუცლის არეში საერთოდ არ გააჩნია.”იდიაკანტს” საშინელი პირი აქვს, რომელიც თითქმის ლაყუჩების ერთ მხრამდე წვდება.კბილები ძალიან ბასრი და სხვადასხვა ზომის აქვს და სწორედ ამიტომ მას პირის დაკეტვა არ შეუძლია.ქვედა ყბაზე აქ წამონაზარდი ულვაშის სახით რომელიც თავზე დიდი ზომისაა.მდედრის კანს სხვადასხვა მანათობელი ჯირკვლები გააჩნია და სწორედ ამის წყალობით იგი სხვადასხვა ფრად ლივლივებს.შეფერილობა ძირითადად მუქი ყავისფერი ან შავია თუმცა როგორც ვთქვი მანათობელი ჯირკვლების მეშვეობით ფერს ხშირად იცვლის.

dac7d6083af2
მამრი იდიაკანტი

მამრი რადიკალურად განსხვავდება მდედრი იდიაკანტისგან.მდედრისგან განსხვავებით ისინი ძალიან პატარები არიან სულ რაღაც 7 სანტიმეტრამდე.ყბებზე საერთოდ არ გააცნიათ კბილები,არც ულვაში და არც ფარფლები.სამაგიეროდ აქვთ თავის მიდამოს 1/3 ზე დიდი მანათობელი ჯირკვალი.მამრ იდიაკანტს კუჭის სისტება დეგრადირებული აქვს და რა უცნაურიც არ უნდა იყოს ისინი საერთოდ არ იკვებებიან.ამ სახეობის ბინადრობის ზონა დაახლოებით 500-2000 მეტრ სიღრმეს შეადგენს.

2fba3727f310

მდედრი დღის განმავლობაში დაახლოებით 1000 მეტრის სიღრმეზე ნადირობს,ხოლო ღამით კი შედარებით მაღლა 200-500 მეტრზე ამოდის.მას თავისი დიდი ყბების და ბასრი კბილების საშუალებით შეუძლია თავის თავზე გაცილებით დიდი თევზის მონადირება.მამრს არ შეუძლია ვერტიკალურად მოძრაობა და ის მთელ დროს სიღრმეში,ფსკერზე ატარებს.ხოლო მისი მანათობელი ჯირკვლის მეშვეობით კი იზიდავს მდედრს.ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნათელია რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აკისრიათ მითუმეტეს რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირას შეადგენს.

d16e679ab135

იდიაკანტის გამრავლება ძირითადად აგვისტო-სექტემბერში ხდება.გააცნიათ განვითარების 5 სტადია.ეს მდედრების შემთხვევაში თორემ მამრებს მხოლოდ 4 სტადია აქვთ და ჩამოყალიბებულ თევზად ქცევას ვერ ასწრებენ მდედრებისგან განსხვავებით.

მსგავსი ამბები

Back to top button