არქივი

მოსიარულე მიცვალებულები ინდონეზიაში

a2c0f3d80010

მსოფლიოში უხვადაა მეტად უცნაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, თუმცა ის რაზედაც დღეს მინდა გიამბოთ მართლაც დაუჯერებელია. სამხრეთ ინდონეზიაში, ძალიან ლამაზ კუნძულ სულავესზე არის პატარა ქალაქი ტორაჯი სადაც უხსოვარი დროიდან არსებობს შავი მაგიის შოკისმომგვრელი, რთულად დასაჯერებელი რიტუალი. რიტუალი მდგომარეობს იმაში, რომ მიცვალებულები დგებიან და თავად მიდიან სასაფლაოზე. თუმცა ბოლო დროს ეს რიტუალი სულ უფრო ნაკლებად გვხდება.

ტორაია – ეს არის ტომი ინდონეზიაში, რომელიც ცნობილი გახდა მიცვალებულის დაკრძალვის ორიგინალური მეთოდის გამო.

საქმე იმაშია, რომ სასაფლაო მდებარეობს შორს მთებში, ამიტომაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა ჯადოქრებს (შამანებს) , რომლებიც დროებით აცოცხლებენ მკვდრებს . რა თქმა უნდა ამისთვის ჯადოქარი გარკვეულ გასამრჯელს იღებს. ბოლო გზაზე მიცვალებული მიდის დამოუკიდებლად, ხოლო უკან მიყვება ჯადოქარი. არსებობს ერთი პირობა, მკვდარ სხეულს არ უნდა შეეხოს არავინ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაეცემა და ამის შემდეგ ის აღარ ადგება.

b8eb8dab0037

628d8c3245cc

ერთ-ერთი ფოტოგრაფი იხსენებს: “პირველად ჩვენ გაგვეცინა, გვეგონა ჩვენს წინაშე იდგა გაკეთებული ფიტული, მაგრამ როცა ვიგრძენით საშინელი გახრწნილი სხეულის სუნი, ყველა გაშეშდა. მიცვალებული თავს ზანტად აქნევდა, თითქოს ცდილობდა რაღაც ეთქვა , პირს აღებდა მაგრამ, მხოლოდ ხრიალი გამოდიოდა ბაგეებიდან”.

მიუხედავად იმისა , რომ ტორაიას ტომის წევრების უმეტესობა ქრისტიანია, მათში მაინც ღრმადაა შემორჩენილი ძველი რელიგიის ნიშნები. დაკრძალვა ტარდება მეტად პომპეზურ ფორმაში, რომლის დროსაც იკვლება ათობით ხარი, ღორები და ქათმები. უმეტესობას მიართმევენ ხოლმე მთავარ ღმერთს პუანგ მატუას, ხოლო დანარჩენი მოხვდება ხოლმე ქელეხის სუფრაზე.

ტორაიას ტომის წევრების მთავარი საზრუნავი ისაა , რომ დააგროვონ საკმარისი ფული, რათა ის გააცილონ ბოლო გზაზე ღირსეულად, ყველა წესების დაცვით. დაკძალვა საკმაოდ ძვირი ჯდება ამიტომაც ხანდახან გარდაცვლილის სხეული, სიკვდილის შემდეგ რჩება სახლში წლების განმავლობაშიც კი. (პირველ სურათზე ქალი 6 თვის გარდაცლილია) ცხედარს უკეთდება ბალზამირება. ოჯახის სხვა წევრები მას ეპყრობიან პატივისცემით , როგორც “ავადმყოფს” და არა როგორც მიცვალებულს. ელაპარაკებიან, აძლევენ საკვებს. პარალელურად აგროვებენ ფულს დაკრძალვისათვის, რომელსაც უნდა დაესწროს რამდენიმე ასეული ადამიანი. მოდიან მეზობელი სოფლებიდანაც, სტუმრებისთვის აკეთებენ სპეციალურ გადახურულ ვერანდას. საიდანაც უნდა უთვალთვალონ ცერემონიას. სხვათაშორის ტურისტებსაც ააქვთ უფლება დაესწრონ დაკრძალვას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამოსში არ არის შავი და წითელი ფერები. დაკრძალვაზე თქვენ ვერ ნახავთ მომტირალ ან დამწუხრებულ სახეებს, პირიქით ყველა მხიარულობს , ცეკვავს და მღერის. შეიძლება ითქვას, რომ აქ დაკრძალვა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა ტორაიელთა ცხოვრებაში ვიდრე ქორწილი. ტორეელები თვლიან, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხვდება სამოთხეში. ჯოჯოხეთი მათ გაგებაში არ არსებობს.

47cf0df9aad2

ef0af4d5a3e6

ტორაიას ტომის წევრებს იშვიათად მარხავენ მიწაში, ყველაზე ხშირად მათ ათავსებენ კლდეში მოწყობილ განსასვენებელში, ან მთაზე დაკიდებულ ხის კუბოებში. კლდე დაახლოებით 30 მეტრი სიმაღლისაა. კლდეში ღრმულის გაკეთება საკმაოდ რთული საქმეა და ძვირიც უჯდებათ ტორეელებს. ცდილობენ რაც შეიძლება მაღალზე გააკეთონ საფლავი, ვინაიდან სჯერათ, რომ რაც უფრო მაღალზეა მიცვალებული მით უფრო ახლოსაა საიქიოსთან.

8db74c03a845

სასაფლაოსთან ახლოს დგამენ ან კლდეზე გაკეთებულ ბალკონებზე დასვამენ ხისგან გაკეთებულ , ადამიანის ფორმის ნატურალური ზომის ფიგურას -ტაუ ტაუს, მას ჩვეულებრივი ტანსაცმელი აცვია და გამოხატავს გარდაცვლილს. თუ ტანსაცმელი დაძველდება და გაიცვითება მას ახლით შეცვლიან და მას მთელი ცერემონია ახლავს ხოლმე თან. ტაუ ტაუმ უნდა თვალი ადევნოს თავის მემკვიდრეებს სიკვდილის შემდეგ. მისით შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა სქესის იყო გარდაცვლილი. რაც უფრო მიმსგავსებულია ფიგურა ორიგინალთან მით უფრო ძვირი ჯდება იგი, ამიტომ ამის უფლებას თავის თავს მხოლოდ მდიდარი ოჯახები აძლევენ, ხოლო ღარიბებისათვის მთავარია მისახვედრი იყოს რა სქესის იყო მიცვალებული. სამწუხაროდ ბევრი მათგანი იქნა მოპარული, ტურისტებისათვის მიყიდვის მიზნით. ამის გამო ბევრი ამჯობინებს ტაუ ტაუ დატოვოს სახლში.

7f4b502818e5

0ba5e7938f83

6df79546000e

ბალკონები კლდეზე სადაც ზიან ხის ფიგურები

კუბოები მკვდრებით, რომელთათვისაც არ დარჩა ადგილი კლდეში, ჩამოკიდებულია კლდეზე. ისინი მორთულია გეომეტრიული ფორმებით, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ხე დაიწყებს ლპობას გამოჩნდება ხოლმე თეთრი ძვლები. ტომის ზოგიერთი წევრები ეკონომიის მიზნით ოჯახის რამდენიმე წევრს ასაფლავებენ ერთ საფლავში. ბოლოსდაბოლოს გამაგრება ვერ უძლებს სიმძიმეს და ტყდება სხეულების სიმძიმის გამო. მაგრამ რომ ვიმსჯელოთ კლდის ქვევით ჩამოცვენილი ძვლების რაოდენობით, ეს მაინცდამაინც არავის ადარდებს.

ტორაიას ტომის ყველაზე პატარა წევრები დასაფლავებული არიან “ბავშვთა ხეებში”. თუ ბავშვი მოკვდება იქამდე სანამ მას ამოუვა კბილები, დედა მას გაახვევს ზეწარში და მოათავსებს ხეში გაკეთებულ ღრეჩოში. როცა ღარები ხეზე ზრდისას დროთა განმავლობაში დაიწყებს შევსებას, ითვლება , რომ ხემ ბავშვი ჩაყლაპა.

4369e06b3368

ბავშვთა ხე

რა თქმა უნდა ქალაქის მთავარი “ღირშესანიშნაობა” რასაც ტურისტები იზიდავს ეს სასაფლაოა და ლოგიკურია, რომ ქალაქში დგას ამ დამკრძალავი პროცესიის აღმნიშვნელი სკულპტურა, ოთხი კაცი რომელთაც მიჰყავთ მიცვალებული. აი ისიც:

3fbf97de63e8

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button