საკითხავისურათებიუცნაური

ანდროგენები (16+)

cdf90c5b73b4
ანდროგენები ანდროგენული ჰორმონები ან ტესტოიდები – კრებითი სახელწოდებაა იმ ბუნებრივი ნაერთების რომლებიც უზრუნველყოფენ მამაკაცის სასქესო სისტემის განვითარებას ჩამოყალიბებას ფუნქციონირებას და შენარჩუნებას ანდროგენულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით.
ანდროგენები აღმოაჩინეს 1936 წელს და მათ ასევე უწოდებენ ანაბოლურ სტეროიდებს. ანდროგენები წინამორბედები არიან ყველა ესტროგენის(ქალის სასქესო ჰორმონების). მტავარი და ყველაზე კარგად შესწავლილი ანდროგენი არის ტესტოსტერონი.

ანდროგენების ტიპები:

ტესტოსტერონი- ყველაზე მთავარი ანდროგენია სინთეზირდება სათესლეებში საკვერცხეებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში.
დიჰიდროეპიანდროსტერონი სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში ქოლესტერინისგან. დიჰიდროეპიანდროსტერონი ძირითადი პრეკურსორია ესტროგენებისთვის. დიჰიდროეპიანდროსტერონს აგრეთვე ეძახიან დიჰიდროიზოანდროსტერონს და დიჰიდროანდროსტერონსს.
ანდროსტენდიონი სინთეზირდება სათესლეებში, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, საკერცხეებში ანდროსტენდიონი მალევე გარდაიქმნება ტესტოსტერონად და სხვა ანდროგენებად. ისინი აგრეთვე ესტრონის.ანდროსტენდიონის გამოყენებას ბანი დაედო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, კულტურისტებში და სპორტის სხვა სახეობებში გამოყენებისთვის.
ანდროსტენდიოლი – სტეროიდი მეტაბოლიტია, რომელიც მნიშვნელოვან რეგულატორულ ფუნქციას ასრულებს გონადოტროპინისთვის.დიჰიდროტესტოსტერონი ტესტოსტერონის მეტაბოლიტია და ყველაზე ძლიერი ანდროგენია. მისი ანდროგენის რეცეპტორებზე მოქმედება ყველა სხვა ანდროგენთან შედარებით უფრო გამოხატული და ძლიერია. სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში და აგრეთვე პერიფერიულ ქსოვილებში ანუ ცხიმოვან ქსოვილში.

ანდროგენების ფუნქციები:

ემბრიოგენეზში 4-დან 6 კვირამდე გამოხატულია ანდროგენების მოქმედება ნაყოფზე. ანდროგენები ახდენენ გენიტალიების ვირილიზაციას, სათესლეების და პროსტატის ფორმირებას.
პრეპუბრეტატულ ასაკში- ამ დროს ანდროგენების მოქმედება მკვეთრად გამოხატული არ არის, თუმცა ბავშვობის დასასრულის და მომწიფების პერიოდის დაწყებისთვის ანდროგენების გამოხატული მოქმედების შედეგია: ზრდასრულის ტიპის კანის სუნი, იზრდება კანის ცხიმიანობა, სხეულზე თმები,ფერიმჭამელები,თმიანობა ბოქვენის მიდამოში, იღლიის თმიანობა, ზრდის პიკი 13-17 წლის ასაკშია, აჩქარებს ძვლების მომწიფებას, თმიანობა სახეზე.
პუბერტატულ ასაკში – იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლები, ფალოსის (პენისის) გაზრდა, კლიტორომეგალია (გოგონებში), ზრდის ლიბიდოს და ერექციის სიხშირეს, თმიანობა ვრცელდება ბარძაყებზე და ჭიპის გარშემო, გამოხატული ხდება სახეზე თმიანობა, პირველადი თმები გარდაიქმნება ტერმინალურ თმებად(უფრო უხეში და სქელი), თხემის ნაწილში თმიანობის შემცირება (ანდროგენული ალოპეცია), ფეხებზე თმიანობა, მკერდზე თმიანობა, იღლიაში თმიანობა, სახეზე კანქვეშა ცხიმი მცირდება, იზრდება კუნთების მასა და ძალა,იზრდება ყბის ძვლები, ნიკაპი, წარბები, ცხვირი, იზრდება მხრები სიგანეში, ხორციელდება ძვლების ეპიფიზების დახურვა.ამ ფაქტს ანდროგენები არაპირდაპირ განაპირობებენ, ძირითადად ამას ესტრადიოლი განაპირობებს.

93cf033004ef

ზრდასრულებში – ანდროგენების მოქმედება მეტად გამოხატულია მამაკაცებში ვიდრე ქალებში, თუმცა ქალების შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის მოქმედებას, განასკუთრებით პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

ტესტოსტერონი უზრუნველყოფს სათესლეებში სპერმატოგენეზს, ის სერტოლის უჯრედებში ააქტივებს გენებს, რომლებიც აკოდირებს სპერმატოგონიის დიფერენცირების პროცესს. მონაწილეობს ჰორმონული რეგულაციის პროცესებში (ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ღერძი), უზრუნველყოფს მენტალურ და ფიზიკურ ენერგიას, ინარჩუნებს კუნთების ტროპიზმს, ტესტოსტერონი აძლიერებს თრომბოციტების აგრეგაციას, უზრუნველყოფს ლიბიდოს, პენისის/კლიტორის ერექციის სიხშირეს. მნიშვნელობა ენიჭება ტესტოსტერონს კარდიოვასკულარული მდგომარეობის თვალსაზრისითაც, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნება ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და ხელს უშლის ვისცერალური ცხიმების ჩალაგებას, შესაბამისად გარკვეულ წილად ახდენს ათეროსკლეროზის და მისგან გამოწვეული დაავადებების პრევენციას.ანდროგენები და ემოციები- ანდროგენების(ტესტოსტერონის) მამაკაცის სისხლში მცირდება, მაშინ როცა ის შეყვარებულია. ხოლო ქალის შემთხვევაში საპირისპიროდ ხდება , მისი დონე იმატებს. სავარაუდოა, რომ ტესტოსტერონის ასეთი ცვლილება ამცირებს სქესებს შორის ქცევაში სხვაობას. ეაკულაციის შემდეგ (კოიტუსის შედეგად) , მამაკაცის სპერმასთან ერთად გამოიყოფა ტესტოსტერონი და ენდორფინები რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ქალის საშვილოსნოს ყელზე ხვდება, ეს იწვევს ქალში ტესტოსტერონის, ენდორფინების და ოქსიტოცინის პიკურ მატებას. იდეურად მსგავსი პროცესი ხდება მამაკაცებშიც, ორგაზმის შემდეგ ოქსიტოცინი იწყებს მატებას და, სავარაუდოა, რომ ეს ჰორმონული მდგომარეობა იწვევს ზრუნვის , სიყვარულის განცდას, მამაკაცებში მამობივი ზრუნვის შეგრძნებას.
ტესტოსტერონის დონე განსაზღვრავს რისკის მატარებელი ფინანსური გადაწყვეტილებების სიხშირეს.ტესტოსტერონი მამაკაცების შემთხვევაში მათ უფრო მეტ ეგოიზმს ანიჭებს.
მას შემდეგ რაც კაცები ხდებიან მამები მათი ტესტოსტერონის დონე იკლებს, რათა მშობლიური ზრუნვის განცდა ჰქონდეთ უფრო მაღალი.
ტესტოსტერონი და თავის ტვინი – ტესტოსტერონი იწვევს მთელ სხეულში ცვლილებებს(მამაკაცებს უფრო დიდი შინაგანი ორგანოები აქვთ:გული, ფილტვები, ღვიძლი და ასე შემდეგ.თუმცა მისი მოქმედება თავის ტვინზე მეტად მნიშვნელოვანია. განსხვავებაა მამაკაცის და ქალის თავის ტვინებს შორისაც. საშუალოდ მამაკაცის ტვინის მიელინური ბოჭკოების საერთო სიგრძე 176 000 კმ-ია, მაშინ როცა ქალი ბოჭკოების საერთო სიგრძე 149 000 მკ-ია, თუმცა ქალს უფრო მეტი დენდრიტული კავშირები აქვს თავის ტვინში ნეირონებს შორის, ვიდრე მამაკაცს.ითვლება, რომ აზროვნება, ცნობიერება მეხსიერება მკვეთრად არის დამოკიდებული ტესტოსტერონზე. ამის ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ტესტოსტერონის ხმარება დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტურობაში.

16c5d25ef56a

ტესტოსტერონის მაღალი დონე განაპირობებს აგრესიულ ქცევას ადამიანში. თუმცა მისი დაბალი დონეც შეიძლება იყოს ამის მიზეზი. იმ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ ჰიპოგონადიზმი და მათი ჰიპოანდროგენია კომპენსირებულია ჩანაცვლებით თერაპიით, მათ ქცევაში არ გამოიხატება აგრესია, ხოლო ის მამაკაცები რომელთაც აქვთ არაკომპენსირებული ჰიპოანდროგენია უფრო მეტად აგრესიულები არიან ვიდრე ნორმალური მამაკაცები. შესაბამისად ნორმალური ტესტოსტერონის დონე აუცილებელია მენტალური „კარგად-ყოფნისთვის“. ნორმაში ასაკთან ერთად მცირდება ტესტოსტერონის დონეც, ზოგჯერ ეს მოვლენა ალცჰაიმერი დაავადების წინაპირობაც ხდება .

ტესტოსტერონს და აგრესიას შორის პოზიტიური კორელაცია დადგენილია. ანუ ადამიანებში ტესტოსტერონის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს მათ აგრესიულ ქცევას.

ტესტოსტერონის დონეებს შორის და სასქესო ჰორმონთან შემაკავშირებელი გლობულინის დონის სხვაობები დადგენილია ეთნიკურად განსხვავებულ პოპულაციებში.

წყარო: geosexmd.com

68081ecbb565

ტესტოსტერონი არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც მამაკაცის სასქესო ჰორმონების ანდროგენების ჯგუფს მიეკუთვნება. ტესტოსტერონი გვხვდება ადამიანებში, სხვა ძუძუმწოვრებში, ჩიტებში, რეპტილიებში და სხვა ხერხემლიანებში. ადამიანში ტესტოსტერონი სინთეზირდება ძირითადად სათესლე ჯირკვლებში, ქალში საკვერცხეებში, თუმცა მცირე რაოდენობით ტესტოსტერონს გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი.

ახლა კი თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ პიროვნებაზე საუბრით.მისი სახელი და გვარია Andrej Pejic.

5c7716b91fe3

5df238bf6fb6

იგი ანდროგენების ნათელი წარმომადგენელია.ვიზუალურად ძალიან ჰგავს მანდილოსანს, თუმცა კი მამრობითი სქესის წარმომადგენელია.ამ თვისების გამო იგი პოპულარულია მოდის სამყაროში და ხშირად გამოდის ჩვენებებზე ქალის ტანსაცმლით.

ახლა კი უბრალოდ მოგიყვებით ანდროგენების შესახებ, თუ საიდან წარმოიშვა ან რა მითები თუ ფაქტებია არსებობს ამის შესახებ.

ბერძნულად ანდროგინეოს “ორსქესიანს” ნიშნავს.”ანდროს” კაცი და “გინეოს” ქალი.მითოლოგიაში ანდროგენები მოიხსენიებიან როგორც მესამე სქესის მქონე ხალხი.მათ ვერც ქალად და ვერც კაცად ვერ მოვიხსენიებთ.

4bf7de11589f

პლატონის “ნადიმში”მოთხრობილია იმის შესაებ რომ ძველად ყველა ადამიანი ანდროგენი იყო.ისინი ღმერთებს არაფერს სთხოვდნენ და ყოველთვის კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი თავით,არც მსხერპლშეწირვას აკეთებდნენ და არც არანაირ რიტუალს არ ატარებდნენ,ამაყობდნენ თავიანთი ძალით და სილამაზით.ეს ყველაფერი კი ღმერთების ძალაუფლებას ასუსტებდა, ამიტომ განრისხებულმა ზევსმა მახვილით ორად გაყო ისინი.გაყოფის შემდეგ თითოეულმა მათაგანმა თავისი ნახევრის ძებნა დაიწყო.ბერძნების მსგავსად ანდროგენები სხვა ქვეყნების მითებშიც არიან მოხსენიებულები და ამ მითებშიც ისინი ღმერთმა გაყო.ეს ყველაფერი მეცნიერებისთვის კვლევის და ვარაუდის დონეზეა, თუმცა კი მრავალი ჰიპოთეზა არსებობს.”ანდროგინიას” ფსიქოლოგები ადამიანის ფსიკიკის განსაკუთრებულ სიღრმისეულ ასპექტად მიიჩნევენ.დღეს-დღეობით ანდროგენების უმრავლესობა ცდილობს გახდეს მხოლოდ მამაკაცი ან მხოლოდ ქალი.ორივეს ერთობლიობა მისთვის სახიფათოა და ზიანის მომტანი, როგორც ფიზიოლოგიურად ასევე ფსიქიკურად.ანდროგენები მრავალი ხალხის იკონოგრაფიაში გხვდებიან.ამათგან ყველაზე გამოსარჩევია ის რომ ბერძნები აფროდიტეს ხშირად წვერებით გამოსახავენ ან მამაკაცის სასსქესო ორგანოთი.ისინი აგრეთვე დიდ პატივს მიაგებენ აფროდიტეს და ჰერმესის შვილს – ჰერმაფროდიტეს, რომელიც ორივე სქესის მატარებელი იყო.
დღესდღეობით ანდროგენები ძირითადად მოდის სამყაროში გვხვდებიან და საკმაოდ კარგი გარეგნობითა და წარმატებული კარიერით გამოირჩევიან,ამის ნათელ მაგალითს ზემოთ მოყვანილი “ანდრეი პეჟიჩია” წარმოადგენს.

მსგავსი ამბები

Back to top button