არქივი

რუსმა ასტოლოგებმა და შამანებმა მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღი დაასახელეს

4dc4c660c26d
ცნობილი რუსი ასტროლოგები, შამანები და პარაფსიქოლოგები შეეცადნენ 2011 წლის გაზაფხული – ზაფხულის პროგნოზი გაეკეთებინათ. თუმცა ისინი ამით “მოკლე პერიოდით არ შემოიფარგლნენ და მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღიც კი დაასახელეს.

“ამჟამინდელი ფინანსური კრიზისი, სხვა არაფერია, თუ არა მინიშნება. ნამდვილი ფინანსური კრიზისი წინ გველოდება”, _ განაცხადა ეკოლოგ-ასტროლოგმა ალექსეი კოლოვმა.

რუსეთში ყველაზე ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2011 წელი რუსეთისთვის ცუდი არ იქნება.

“მე ახლა ბევრი მადანაშაულებს, რომ რუსეთისთვის კარგი წელი ვიწინასწარმეტყველე. რა კარგი წელია როცა იაპონია ინგრევა? მაგრან იაპონია ხომ რუსეთი არ არის! მსოფლიოში იქნება ომები, მაგრამ არა ჩვენთან. ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება ზაფხულის გამოკლებით.”, – განაცხადა ასროლოგმა.

მისი თქმით, რუსეთში ზაფხული _ ივნისი და ივლისი მძიმე იქნება.

“ივნის-ივლისში მოსალოდნელია მთვარის 3 დაბნელება. სულ მთლიანად კი წლის ბოლომდე 6 დაბნელება. ასეთი მძიმე წელი ბოლოს 20 წლის წინ იყო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა”. დაბნელებები ბევრ სისაძაგლეს ჩაიდენენ”, _ აღნიშნა პაველ გლობამ და დასძინა, _ “ბოლო დაბნელებისას, რომელიც 10 დეკემბერს მოხდება, შეიარაღებული კონფლიქტი დაფარავს ბალკანეთს. ხოლო ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე ტერორისტები ნაღმს ჩადებენ”.

გლობას აზრით, 2010 წელი 1939 წლის “ტოლფასია”, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

“შესაშინებელი სიზუსტით ცნობილი გახდა მესამე მსოფლიო ომის დაწყების დრო _ 2014 წლის 24 მარტი ზუსტად ოლიმპიადის ან მაქსიმუმ მისი დამთავრებიდან 5 დღის შემდეგ”, _ აღნიშნა ასტროლოგმა, თუმცა სად დაიწყება “მესამე მსოფლიო” მას არ დაუკონკრეტებია.

მან აღნიშნა, რომ აფრიკული რევოლუცია თანდათანობით უახლოვდება რუსეთს და უახლოეს წლებში მთელ შუა აზიას მოიცავს, “ამაში დამნაშავე კი შავი მთვარეა. .მაშინ, როცა ის შეერთდა მზესთან ლიბიის დაბომბვა დაიწყო, ხოლო როცა შავი მთვარე შეუერთდა ურანს იაპონიის მიწისძვრა მოხდა”

“უახლოეს მომავალში რევოლუციური რყევების წინ დგანან სირია და იემენი. ირანის ლიდერებს ყველაზე ბოლოს, 3 წლის მერე შეეხებიან. მხოლოდ ალჟირს გაუმართლა -რომელიც ამ დავიდარაბიდან მცირე სისხლით გამოვა”, _ აცხადებს გლობა და დასძენს, _ “მე ვნახე ქვეყნის ამ რეგიონის ყველა ლიდერის ჰოროსკოპი. ალჟირის პრეზიდენტი ერთადერთია, რომელიც აბსოლუტურად ქარიზმის გარეშეა, ის დაიბადა იმ დღეს, როცა მიხეილ გორბაჩოვი _ 1937 წლის 2 მარტს და წავა ძალიან მშვიდად. მისცემენ იახტას, ვილას. არავითარი რევოლუცია ალჟირში არ იქნება”.

გლობამ პროგნიზი გააკეთა კადაფის ბედთან დაკავშირებითაც.

“რაც შეეხება კადაფის ბედს, საქმე იმაშია, რომ ზუსტად არავინ იცის მისი ნამდვილი დაბადების თარიღი. სავარაუდოდ, ეს ან 1937 ან 1940 წელია. ხოლო თუ ის მართლა 7 ივნისს დაიბადა, მაშინ მისავე დაბადების დღეს გარდაიცვლება _ ზუსტად მთვარის დაბნელების დროს. მაგრამ მე არ მჯერა რომ ის ტყუპია, რადგან ტიპიური მერწყულივით იქცევა. ახლახან გაზეთებში დაწერეს, რომ ის ფრანგი მფრინავის შვილია და გამოაქვეყნეს მფრინავის ფოტო. მე ვნახე და ეს მართლა ერთი სახეა.”, – განაცხადა გლობამ.

არც პარაფსიქოლოგი ლარისა ვაისა წინასწარმეტყველებს კარგს.

“გაზაფხული იქნება მძიმე, ზაფხული ცხელი, დაიბადებიან ექვსთითა ბავშვები და ცხოველები. უმაღლესი მხედართმთავარი ეძებს მემკვიდრეს და მისი სახელი “კ”-ზე იწყება”, – აცხადებს პარაფსიქოლოგი, რომელიც ირწმუნება, რომ შინაგანი ხმა არასოდეს ატყუებს.

ლარისა ვაისამ 1996 წელს “მომავალ უკრაინაში” “ნაწნავიანი ქალი” დაინახა. იგი ახლაც “ხედავს” ქალს, რომელიც მართავს რუსეთს და მომავალი პრეზიდენტის ზურგს უკან დგას _ “ეს ქალი სრულიადაც არ არის პრეზიდენტის ცოლი (სვეტლანა მედვედევა რედ.), ის სპორტსმენი და პედაგოგია”.

“ნუთუ ალინა კაბაევა?” პარაფსიქოლოგმა არაფერი დააკონკრეტა და რუსეთიდან მსოფლიო პროგნოზზე გადავიდა _ “იაპონიას კიდევ ბევრჯერ შეაზანზარებს და საერთოდ პლანეტაზე ამ წელს ბევრი ადამიანი დაიღუპება”.

შამანმა ანდრეი დონდუკოვმა განაცხადა, რომ “2009 წელს დადგა სიკვდილის ღმერთის იამარადჯის მმართველობა _ “ყველას მოგვეკითხება ჩადენილი ცოდვებისთვის. განსაკუთრებული სიკვდილის ჭიშკრის დღედ 5 ნოემბერი დასახელდა”.

შამანმა ყველას გასაოცრად დაადასტურა ლარისა ვაისას სიტყვები – “აღმოჩნდა, რომ ჩვენ მამაკაცებმა დავკარგეთ ჩვენი მთავარი ძალა და ვცხოვრობთ ცრუპატრიარქატის ეპოქაში, რომელიც მალე დასრულდება და კვლავ მატრიარქატი დაბრუნდება”.

მოკლედ, როგორი იქნება 2011 და შემდგომი წლები ეს კვლავ განსჯის საგნად რჩება.

წყარო: interes.ge

მსგავსი ამბები

Back to top button