საკითხავისასარგებლოსურათები

მსოფლიოს TOP 9 ყველაზე საშიში პროფესია

1ef901f70f60

თუ თქვენ ფეხი-ფეხზე გადადებული ზიხართ ოფისში და მაინც წუწუნებთ, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს პოსტი!

1. თინუსის დაჭერა ღია ზღვაში.
მამაკაცები და ქალბატონები გაყინულ წყალში თინუსის დაჭერისას თურმე საკუთარ სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. დღევანდელი მონაცემებით ეს პროფესია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლითაა გამორჩეული.

c1af0d5143de

2. სანაპირო დაცვა და სამაშველო სამსახური.
ისინი გამორჩეულად ძლიერები და მამაცები არიან, მათი ყოველდღიურობა თავისთავად მოიცავს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის თამაშს. მათთვის ჩვეულებრივი ამბავია საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინონ სხვისი!

d0d95ded0a6f

3. ნავთობის ჭაბურღილების მბურღავები.
ჭაბურღილების ბურღვა ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის ერთ-ერთი უმძიმესი და ყველაზე სახიფათო სამუშაოა მსოფლიოში. რისკი გარდაუვალია: მათ შეხება საშიშ მასალებთან უწევთ, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რომ მბურღავები პრაქტიკულად მოწყვეტილნი არიან ცივილიზაციას და სანაპიროდან ასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან, მივხვდებით რომ ყველას როდი შეუძლია ასეთ პირობებში შრომა.

216c2a5677c8

4. გამნაღმელი.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ასაფეთქებელთან ქმედებას მოიცავს, საშიშია. რისკი გარდაუვალია. განაღმვითი სამუშაოებისას 1996 წლიდან 2002 წლამდე მსოფლიოში დაიღუპა სულ მცირე 500 ადამიანი.

b3bc4eed08a6

5. ელექტრომონტაჟიორი, რომლებიც მუშაობენ ჰაერში.
რამდენ წარმომადგენელს იცნობთ ამ პროფესიისას? ეს არის ძალიან მაღალი სპეციალიზირებული სფერო მსოფლიოში, რადგან იგი მოითხოვს განსაკუთრებულ მომზადებას. ჟღერს გიჟურად და დაუჯერებლად, მაგრამ სამუშაოების უმეტესობა მაღალი ძაბვის ხაზებზე კეთდება შიშველი ხელებით.

b5bdfa441cf0

6. ცათამბრჯენების ფანჯრების მწმენდავები.
როგორ ფიქრობთ ფანჯრების წმენდა ყველას შეუძლია? მაგრამ არა. ცათამბრჯენების ფანჯრების მწმენდავები გადიან სპეციალურ მომზადებას, რადგან ეს არის უკიდურესად საშიში სფერო.

ac2259e5efea

7. მეხანძრე.
შეერკინო ალმოდებულ შენობებს, რათა გადაარჩინო ადამიანები – ეს კეთილშობილური საქმეა. მეხანძრეები ყოველდღიურად ხვდებიან საშიშ სიტუაციებში. ისინი გადიან ინტენსიურ მომზადებას, სწავლობენ საგანგებო სიტუაციებში გამკლავებას და გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევას, მეხანძრის სამუშაო არაპროგნოზირებადია, დაზიანების რისკი და გარდაცვალება ძალიან მაღალია.

05c2e3612277

8. მეშახტე.
ნახშირის მოპოვება – ერთ-ერთი ყველაზე პოტენციურად სახიფათო პასუხისმგებლობაა. საშუალოდ 50-დან 60-მდე მაღაროელი იღუპება ყოველწლიურად მუშაობისას. თუმცა მაღაროელთა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩამონგრევა და აფეთქება, ნახშირის მოპოვებისას მათ ექმნებათ სხვა საფრთხეებიც მაგალითად როგორიცაა გაზი ან მეთანი.

a6c8a21f105f

9. ტყისმჭრელი.
ტყისმჭრელის სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროფესია ამერიკაში. ისინი მუშაობენ მაღალ ხარისხის ტექნიკით, მაგრამ ზოგჯერ ტექნიკასაც შეუძლია საფრთხის მოტანა, რასაც ამტკიცებს 2008 წლის სტატისტიკა – 116 ადამიანის გარდაცვალება წელიწადში.

583c92b336a4

მსგავსი ამბები

Back to top button