საკითხავისურათებიუცნაური

ქალაქი კლდეში

813315fda9ac

ეს უცნაური ქალაქი სეტენილ დე ლა ბოდეგასი მდებარეობს ესპანეთში. სეტენილი განლაგებულია უზარმაზარი კლდის უფსკრულზე. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუკი ქალაქის ახლოს მოხდება მიწისძვრა, ქალაქს წამებში გადაფარავს მის თავზე მდებარე კლდის ათობით ტონა ქვები.

9d6914167bd2

ca5a3b83c000

ქალაქი გაიზარდა გამოქვაბულის ქსელიდან და დაიწყო აქტიურად დასახლება მე-12 საუკუნიდან. რაც უფრო იზრდებოდა მოსახლეობა, შესაბამისად იზრდებოდა ქალაქის ფართობი. გვირაბები ნელ-ნელა გადაიქცა ქუჩებად .

სეტენილ დე ლა ბოდეგასი ძალიან ძველი ქალაქია და მისი ასეთი უცნაური ადგილმდებარეობა არ არის არჩეული შემთხვევით. საქმე იმაშია , რომ კლდე ქალაქს თითქმის მთლიანად აკრავს, რაც ქმნის თავისებურ ბუნებრივ ციხესიმაგრეს.

ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა. რომაელებმა შვიდჯერ უშედეგოდ სცადეს ქალაქის დაპყრობა და მხოლოდ მერვე ცდაზე მიაღწიეს საწადელს. ბრძოლა 15 დღე გრძელდებოდა. რომ შესულიყვნენ ქალაქში, რომაელებმა გამოიყენეს იმდროისათვის ყველაზე უფრო თანამედროვე საბრძოლო იარაღები, მაშინ როცა ქალაქში ძირითადად ცხოვრობდნენ მწყემსები და მიწათმოქმედები.

სხვათაშორის სახელი ქალაქს დაარქვეს რომაელმა დამპყრობლებმა.

თანამედროვე სეტელინ დე ლა ბოდეგასისი მოსახლეობა შეადგენს 3000 ადამიანს.

მთიანი მასივი აგრეთვე წარმოადგენს თავისებურ ბუნებრივ კლიმატკონტროლს ქალაქისათვის. თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ უცნაურ ქალაქში გასეირნებას, სწრაფადვე შეატყობთ, რომ ზაფხულის ყველაზე უფრო ცხელ დღეებში აქ სიგრილეა და ზამთარში კი ქალაქი დაცულია ცივი ქარებისაგან.

6e1e44a8fc00

51b8ef0d5d4f

ყველა ნაგებობა ქალაქში შეღებილია თეთრ ფერში. სწორედ ამის გამო ბევრი ესპანეთში მას თეთრ ქალაქსაც ეძახის. ტურისტები, ვინც მოინახულა ქალაქი, ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი ვიდრე მზის ჩასვლა სეტელინში, როცა მზის ბოლო სხივები მიცურავენ კლდეში გაზრდილი სახლების ფასადებზე.

0382278746eb

e44c74d74a20

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close