არქივი

უბრალოდ ფაქტები…

7e38ffd17a85

უბრალოდ ფაქტები

1. ძაღლი იყო პირველი ცხოველი, რომელიც მოაშინაურა ადამიანმა. ეს იყო 12000 წლის წინ.
2. პირველი სავარცხელი ნაპოვნია სკანდინავიაში. სავარაუდოდ ის ძვ.წ. 8000 წელს გააკეთეს.
3. ერთი შეხედვით უსარგებლო ნახევარკუნძულ სინაის დაპყრობას, რომელიც ძირითადად უდაბნოა, 50-ზე მეტი ერი ცდილობდა ბოლო 5000 წლის განმავლობაში.

436b23c84d3c

4. ეგვიპტელი არქიტექტორი იმჰოტეპი (ძვ.წ. 2655-2600) არის უძველესი მეცნიერი, რომელსაც სახელით ვიცნობთ.
5. ნოტების უძველესი ჩანაწერი ნაპოვნია მესოპოტამიაში. ის დაახლოებით 3800 წლისაა.

27fa9878861f

6. ჰამურაბის კანონების მიხედვით ექიმი, რომელსაც პაციენტი უკვდებოდა, სიკვდილით ისჯებოდა.
7. უძველესი ლექსიკონი ეკუთვნით ჩინელებს. ის ძვ.წ. 1109 წელს შეიქმნა.
8. ამერიკის სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ბრძოლაში 20 წუთის განმავლობაში 7000 ამერიკელი დაიღუპა….
9. ამერიკის სამოქალაქო ომის პირველ ბრძოლაში მსხვერპლი არ ყოფილა.

a61f48c523f5

10. პირველად მოთხრობა კონკიას შესახებ გამოჩნდა ჩინურ წიგნში, რომელიც დაიწერა დაახლოებით ჩვ.წ. 850 წელს
11. 1838 წელს ედგარ ალან პომ დაწერა მოთხრობა “არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი”, რომელშიც დაღუპული გემის 3 გადარჩენილი წევრი ჭამს მეოთხეს, რიჩარდ პარკერს. 1884 ეს ამბავი მართლა მოხდა, “საკვების” სახელი კი რიჩარდ პარკერი იყო.
12. თომას უოტსონი იყო ელიზაბეტის ხანის ყველაზე ცნობილი დრამატურგი, მაგრად მისი არც ერთი პიესა არაა დღემდე შემონახული.
13. მსოფლიოში დაბეჭდილია 7 500 000 000 (7.5 მილიარდი) ცალი ბიბლია.
14. აგათა კრისტი არის ინგლისის ყველაზე გაყიდვადი მწერალი. მისი 78 დეტექტივის 2 მილიარდი ასლია გაყიდული.

457f8ef9d5c3

15. ყველა პლანეტის მთვარეს დარქმეული აქვს ბერძნული ღმერთების სახელები, მაგრამ ურანის მთვარეებს დაარქვეს შექსპირის პიესების გმირების სახელები.
16. შექსპირის ყველაზე “ლაქლაქა” გმირი არის ჰამლეტი. მას ერთ პიესაში 1422 ფრაზა აქვს.
17. ტიტანიკი იყო პირველი გემი, რომელზეც საცურაო აუზი იყო.
18. ჩაძირული ტიტანიკი პირველად სამმა რობოტმა, არგომ, ანგუსმა და ალვინმა ნახეს 1985 წლის 1 სექტემბერს.
19. ტიტანიკის ამშენებლებმა თათბირზე მხოლოდ 15 წუთი დაუთმეს სამაშველო ნავების რაოდენობაზე მსჯელობას, ხოლო 2 საათი ვერ მორიგდნენ იმაზე, თუ რომელი ხალიჩა დაეგოთ პირველი კლასის კაიუტებში.

567fe84c7b9e

20. ანა ჯერვისი, ის, ვინც “შემოიღო” დედების დღე, თვითონ არ იყო დედა. მან გადაწყვიტა პატივი მიეგო ყველა დედისთვის, როდესაც მას თვითონ გარდაეცვალა დედა…

მსგავსი ამბები

Back to top button