არ გადაყაროთ ძველი საათები…
ადამიანების უმეტესობა საათს იყენებს დროის გასაგებად, მაგრამ არა დიმიტრი ხრისტენკო, 40 წლის კოლექციონერი, რომელიც დაიბადა უკრაინაში და 14 წლის უკან გადავიდა ამერიკაში. ის იყენებს ოქროს და ვერცხლის საათებს, რათა შექმნას მოტოციკლების რთული მოდელები. დიმიტრიმ გაატარა დიდი დრო, რათა ამ საქმიანობისთვის საჭირო ნივთები მოეძებნა. ერთი მოტოციკლის გაკეთებას დაახლოებით 50 საათი ჭირდება და მისი ღირებულება 475$–ზე მეტია. “მარტივი მოდელების გაკეთებასაც დაახლოებით 30 საათი სჭირდება” თქვა დიმიტრიმ. “მე ვაკეთებ მათ უკვე რამოდენიმე წელია და უკვე გაკეთებული მაქვს 40 მოდელი, მაგრამ არ მაქვს არანაირი სურვილი ამის შეწყვეტის.”
ეს არის ბრაზილიელი ჟოზე გერალდოს პატარა მოდელები (Jose Geraldo Reis Pfau), მის მეგობარს აქვს მაღაზია სადაც არის ასეთი აქცია ახალის შეძენისას მოიტანეთ ძველი პირველადი შენატანისათვის.
ერთ დღეს მეგობართან სტუმრობისას მან ნახა უვარგისი ლამაზი საათების და მას თავში მოუვიდა რომ მათგან გაეკეთებია მინიატურული ნივთები. მის კოლექციაში 250-მდე მოტოციკლეტების მინიატურული მოდელია. ამ მომენტისათვის ისინი არ იყიდება და ჟოზე იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მოაწყობს აუქციონს.