გართობა

კინოფილმები (ნაწილი პირველი)

center

ამ სტატიაში მე მოგიყვებით კინოფილმების ისტორიას

კინოფილმების შექმნის პირველ მცდელობას მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ჰქონდა ადგილი. პრინციპი მარტივი იყო: სწრაფი თანმიმდევრობით ხდებოდა სცენის ფოტოების გადაღება, რაც მოძრავი გამოსახულების ილუზიას ქმნიდა. პრინციპის სიმარტივის მიუხედევად, ასეთი ტექნოლოგიის განვითარებას გარკვეული დრო დასჭირდა. ზოგიერთ ადრეულ კინოკამერას სურათების სწრაფი თანმიმდევრობით გადასაღებად უამრავი ლინზა და ობტიურატორი (მოწყობილობა კინოააპარატში სინათლის ნაკადის შესაწყვეტად კადრების ცვლის დროს) ჰქონდა. საბოლოოდ მიღებული ანაბეჭდი სპეციალურ აპარატში იდებოდა მოძრაობის ილუზიის წარმოსაქმნელად. ზოგჯერ სურათის გადასაღებად და დასათვალიერებლად ერთი და იგივე აპარატი გამოიყენებოდა.

კინემატოგრაფიის სფეროში პიონერებს წარმოადგენდნენ ლუი ლე პრინსი, უილიამ ფრის-გრინი, თომას ალვა ედისონი და ძმები ლუმიერები. 1894 წელს ნიუ-იორკში გამართული ფილმების პირველი კომპერციულ პრეზენტაციაზე ადამიანებმა ფული გადაიხადეს იმისათვის, რომ გამოსახულებისთვის სპეციალური აპარატის – კინეტოსკოპის საშუალებით ეცქირათ. 1895 წლის მარტში პირველად გაიმართა კინოკადრების სახალხო პრეზენტაცია, რომელიც პარიზში დიდ ეკრანზე იყო პროექტირებული და ინდუსტრიული საზოგადოებისთვის სისტემის დემონსტრაციას წარმოადგენდა. ორი თვის შემდეგ, კომერციული სატელევიზიო პრეზენტაციების გამართვა დაიწყო ნიუ-იორკში, როდესაც კომპანია “ლამდამ” კრივის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საზეიმოდ გახსნა. საბოლოოდ, 1896 წელს, ნიუ-ორლეანში პირველი კინოთეატრი გაიხსნა. ამ დროს ფილმების გადასაღებად და საჩვენებლად, ძირითადად, დღეისთვის არსებული ტექნიკა გამოიყენებოდა, თუმცა კინოფილმს გახმოვანება არ ახლდა. მაყურებელს ფილმის შინაარსზე თვალის მიდევნება ეკრანზე დაწერილი სპეციალური ტიტრების საშუალებით შეეძლო. დრამატულ დადგმებში ყოველი სცენისთვის პიანისტი შესაფერის მუსიკალურ ნომერს ასრულებდა. 1900 წელს პარიზის გამოფენისათვის საუბარი, მუსიკა და სხვა სახის ბგერების გაჟღერება ფილმთან ერთად სინქრონულად მიმდინარეობდა. ბგერები წინასწარ გრამოფონზე იყო ჩაწერილი, მაგრამ ოპერატორებს აღჭურვილობის გამო მუდმივად კორექტირება უხდებოდათ იმისათვის, რომ ბგერა სურათებს საჭირო თანმიმდევრობით დამთხვეოდა. 1906 წელს ფრანგმა ეჟენ ლაუსტმა ფილმისათვის ხმის ჩამწერ სისტემაზე პატენტი გასცა. მისი ტექნიკა მთელი ფილმის განმავლობაში ბგერებსა და გამოსახულების სინქრონიზაციას უზრუნველყოფდა. თუმცა, გაუხმოვანებელი ფილმების შექმნა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

1927 წელს გამოშვებული ფილმი “ჯაზის მომღერალი” ელ ჯოლსონის მონაწილეობით, საუბარსა და სიმღერას მხოლოდ მცირე თანმიმდევრობით მოიცავს. ამ ფილმის შემქნმნელი გახლდათ კომპანია “Warner Brothers”
ფილმის პოსტერი:
center

კინომატოგრაფიაში პირველი კომერციულად წარმატებული ფერადი ფილმი 1906 წელს ბრაიტონში მცხოვრებმა ჯორჯ სიმტმა წარმოადგინა. მის ტექნოლოგიურ მეთოდს “კინემაკოლორი”ეწოდებოდა. პირველი კომერციული პრეზენტაცია 1909 წელს ლონდონში გაიმართა.

თანამედროვე ტექნიკა კინოს სფეროში
პროფესიული კინო, როგორც წესი, წამში 24 კადრს მოიცავს და ეს საკმარისია უწყვეტი მოძრაობის ილუზიის შესაქმნელად. არაპროფესიული ფილმები ხშირად იღება ციფრული პორტატიული კამერით, რომელიც ჩაწერას ციფრული ფორმით, კინოფირზე, მინი-DVD -ზე ან ფლეშ-მეხსიერებაზე ახდენს. ციფრული აპარატებით გადაღებული კადრები უამრავი პროფესიული ფილმისათვის გამოიყენება, თუმცა კინომატოგრაფიის უდიდესი ნაწილი ისევ ცელულოიდის კინოფირებზე იღებს, რომელთა სტანდარტული სიგანე 35 მილიმეტრს შეადგენს.

სატელევიზიო კომპანიების მიერ მოხმარებული ფილმების სტანდარტია 16 მილიმეტრი. განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩევა ფართო ეკრანიანი 65-მილიმეტრიანი ფილმები. ჩვეულებრივ ფილმის გადაღება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი და ძნელი საქმე უკვე სამონტაჟო ოტახში კეთდება. მონტაჟის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფილმის კადრები იშვიათად არის გადაღებული იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას ფილმის სიუჟეტი გულისხმობს. ფულისა და დროის დაზოგვის მიზნით, ერთსა და იმავე ადგილას გადასაღები კადრები, როგორც წესი, სხვა ადგილას გადასვლამდე სრულდება. ზოგიერთი კადრის გადაღება რამდენჯერმე ხდება, სანამ ფილმის რეჟისორის მოსაწონი შედეგი არ მიიღწევა. კადრების უმეტესობის გადაღება ერთი და იმავე კმაერით მიმდინარეობს. ამას ემატება გვერდითა კუთხიდან გადაღებული იგივე სცენები. ზოგიერთი სცენის გამეორება საკმაოდ ძნელია, ან საერთოდ შეუძლებელია. ასეთი შემთხვევებისათვის, დამატებით, მეორე კამერა გამოიყენება. სხვადასხვა კადრების ერთად თავმოყრას, სწორი თანამიმდევრობით დალაგებას, სპეციალური ეფექტებისა და მუსიკალური ფონის დადებას, კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება. ფილმის ხმოვანი კომპონენტების ფონოგრამები ერთ საერთო ფირზე იწერება და მიიღება ეგრეთ წოდებული სამუშაო ეგზემპლარი, რომელიც ორ ფირზეა მოთავსებული. ერთზე გამოსახულებაა, მეორეზე კი – ფონოგრამა.

სტატია შედგენილია ჩემს მიერ!
PS:მეორე ნაწილზე მუშაობას მალევე დავიწყებ…

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button