კულტურა

უახლესი გამოგონებები: ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან რეალობაში – Telesar V

222572edf073

მოგესალმებით მეგობრებო! კვლავინდებურად ვაგრძელებთ პოსტების სერიას თემაზე:
უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს. დღეს მე მომავლის ტექნოლოგიას გაგაცნობთ.

პრეამბულის მაგივრად

ფილმები რობოტ-სუროგატებზე და ავატარ-ადამიანებზე დაგვაფიქრებს ხოლმე იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას უახლოეს მომავალში და შეცვლის თუ არა საზოგადოებას რობოტების გამოჩენა.

მართლაც როგორ იმოქმედებს ჰიბრიდები ადამიანთა რეალურ ცხოვრებაზე?

და მანამ სანამ სხვები კვლავ ტვინს იჭყლეტენ ამაზე ფიქრში, ერთნი უკვე აქტიურად და რაც მთავარია დიდი წარმატებებით მუშაობენ რობოტ-ავატარების პროდუქცირებისათვის. და ვინ იქნებიან ისინი, თუ არა იაპონელი მეცნიერები…

cf2bdd378446

ისტორია

  • კვლევები მიმდინარეობს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორის სუსუმუ ტაჩის მითითებებით.

მისი ხელმძღვანელობით, სულ ახლახანს შექმნა ძალიან საინტერესო რობოტი, უნივერსალური პროგრამული უზრუნველყოფით. რობოტს Telesar Vეწოდა. ის იმეორებს ოპერატორის ყველა მოძრაობას და ქმედებას. ეს რობოტი რეალობაში განხორციელებული პირველი პროექტია, რომელმაც რეალობაში გადმოიტანა ჰოლივუდის ყველა ის ფანტაზია, რაც “ ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიამ” კინო-სურათში “სუროგატები” განახორციელა.

Telesar V-ის მომხმარებელი, რობოტის სამართავად სპეციალურ აღჭურვილობას იყენებს, რომლის საშუალებით ის არამარტო მექანიკურად მართავს ჰუმანოიდს,არამედ შეიგრძნობს მასთან ერთად, ხედავს და ესმის კიდეც.

d7d3590e2f4c

“როგორც კი სრულად შეეგუება მომხმარებელი ამ გაჯეტს და ჩაერთვება რობოტის მართვაში, ის ხედავს არა თავის ხელებს, არამედ რობოტისას, ხედავს იმ გარემოს, რა გარემოში რობოტი იმყოფება, მოკლედ შეიგრძნობს როგორც ჰუმანოიდი , ასე რომ მე მსოფლიოს ვუყურებ ისე თუ როგორ შეიძლება გამოიყენო მსოფლიო მაქსიმალურად. ჩვენ, იაპონელი პროფესორები არაფრისგან მაქსიმუმს ვიღებ” – ამბობს მკვლევარი შო კამურო.

მუშაობის პრინციპი

სუსუმუ ტაჩი კეიოს უნივერსიტეტის ინჟინერიის და ვირტუალური რეალობის,უმაღლესი სკოლის პროფესორია.მის თქმით სისტემა, დაკავშირებულია მუზარადთან, რომელიც მომხმარებელს ახურავს.ასევე მას აცვია ჟილეტი და უკეთია ხელთათმანები, რომლის საშუალებით რობოტთან იგზავნება დეტალურ ინტრუქცია, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ იმეორებს ოპერატორის (ადამიანის) ყველა მოძრაობას, რასაც კი ეგზავნება მას. ამავე დროს სენსორები, რომელიც ჩადგმულია თვით რობოტში, გადასცემს იმ ინფორმაციებს, ნაკადების სახით, რასაც ჰუმანოიდი გარემოსგან იღებს. თხელი, სინთეზური ხელთათმანები, რომლითაც ოპერატორი აღიჭურვა, იღებს ინფორმაციებს, ავატარისგან და მომხმარებელს უზიარებს, ეს უკანასკნელი კი სწორედ ამის საშუალებით შეიგრძნობს გარემო პირობებს (სიცივეს, სიხისტეს,სითბოს და ა.შ.).

  • რობოტის “თვალები” რათქმაუნდა კამერებია. ისინი იწერენ გარემოს გამოსახულებას და მას უგზავნისან პატარ ეკრანებზე, რომელიც მომხმარებლის (ოპერატორის) მუზარადშია 
    ჩამონტაჟებული.ასე რომ ადამიანი “ხედავს” რობოტის თვალებით, რათქმაუნდა 3D-ში.
  • Telesar V-ის მიკროფონები კი იჭერენ ხმოვან სიგნალებს და ამასაც ოპერატორს უგზავნიან.

e96b27d43c20
ცხადია Telesar V ჯერ კიდევ შორსაა “ავატარისგან”, ჯეიმს კამერონის ყველასთვის ცნობილი ბლოკბასტერსიგან. თუმცა ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და პროდუქტი რომელიც ახლა შეიქმნა წარმოადგენს ბაზისს იმ საოცარი პროექტებისა, რომლის შექმნასაც უახლეს მომავალში ვარაუდობენ.

მაშ ასე, დღეს ჩვენ Telesar V განვიხილეთ, რობოტი-ჰუმანოიდი რომელიც ძალიან საჭიროა ისეთ სიტუაციებში და ადგილებზე, სადაც მუშაობა ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა და ხშირად ფატალური შემთხვევით სრულდება (მაგალითად: ატომური სადგურები ფუკუშიმაზე). გარდა ამისა Telesar V ძალზე სასარგებლოა მოწყობილობების შორ მანძილებზე დაკავშირებისთვის.

ასე რომ კაცობრიობა ვითარდება, ის რისი შექმნაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებული კონცეფციაა.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის ვიდეო, იუთუბის ბაზიდან, მეტი თვალსაჩინოებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button