გართობაკულტურა

7 ადამიანი, რომელთაც სრულ იზოლაციას ველურ სამყაროში გაუძლეს

image

დღესდღეობით თითქმის სრული კომფორტი გვაქვს შექმნილი დაუტვირთავი ცხოვრებისათვის (რა თქმა უნდა ერთეული გამონაკლისიც არსებობს), თუმცა მაინც ვწუხთ იმის გამო- თუ წყალი შეწყდა ცოტახანს, ან გაზი გათიშეს; როგორ გვეკადრება გადაჩვეულებს ერთი წინდა ხელით ამოვრეცხოთ, ან ელექტრო მადუღარაში მოვიხარშოთ ყავა, მაშინვე ვკიცხავთ მთავრობას და ვვიშვიშებთ, გვრცხვენოდეს, რადგან სტატია, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ნამდვილად დაგაფიქრებთ თქვენს ყოველ უკმაყოფილო წამზე. განა რომელიმე თქვენთაგანი შეძლებს გაუძლოს სრულ იზოლაციას ველურ სამყაროში თუნდაც ნახევარი დღე? ვფიქრობ არა და ამავდროულად წარმოგიდგენთ ასეთი 7 ადამიანის ცოცხალ მაგალითს, რომელთაც გაუსაძლის პირობებში არაერთი 24 საათი გადაიტანეს და სხვათაშორის ბანალური წარმატებით.

წარმოგიდგენთ 7 იღბლიან ადამიანს, რომელთაც გაუძლეს სრულ ველურ იზოლაციას:

1. Roger Chapman და Roger Mallison 76 საათის მანძილზე 480 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდნენ.

ეს შთამბეჭდავი შემთხვევა 1973 წლის 29 აგვისტოს მოხდა, როდესაც ისინი დაეშვნენ ღია ოკეანეში, 480 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული ხომალდის გამოსაკვლევად, თუმცა გაიჭედნენ და 76 საათიანი ტყვეობის შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა მაშველობა გაუწიეს.

image
image

 

2. Poon Lim-ი 133 დღე შუა ზღვაში ტივით იმყოფებოდა.

25 წლის გემის ბორტ-გამცილებელი, ვინმე – პოლ ლიმი 1942 წლის ნოემბერში ემსახურებოდა სავაჭრო საქმიანობით ბრიტანეთს, სწორედ ერთ-ერთი შემთხვევის დროს გემი ჩაეძირა ავტოკატასროფის შედეგად და შუა ზღვაში მოუწია 2 საათით ყოფნა, შემდეგ კი გემიდან გადარჩენილი ტივი, რამოდენიმე ბოცა წყალი და კრეკერი იპოვა. ერთი თვით რომ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე, დღეში 2 ცალ კრეკერს ჭამდა და 6 ყლუპ წყალს სვამდა მხოლოდ, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც თვითნაკეთი სატყუარათი, თუმცა თევზაობას მალევე შეეშვა, რათა ზვიგენთა ყურადღება არ მიებყრო. ასე გასტანა 133 დღე და შემდეგ კი მიუახლოვდა რა ამაზონის დაბლობს, შენიშნა გემები, სადაც დახმარება გაუწიეს და უახლოეს საავადმყოფოში მოათავსეს.

image

3. Наташа Косорукова 36 დღის განმავლობაში ტაიგაში იმყოფებოდა. იგი მეტისმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ჩამორჩა ტურისტულ ბანაკს და მხოლოდ 36 დღის შემდეგ მიაგნეს მის კვალს, თავი კი ზურგჩანთაში არსებული ორცხობილით და მინერალით გაიტანა.

4. Лариса Савицкая ტყეში იმყოფებოდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა 5220 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა განიცადა.

1981 წლის 24 აგვისტოს ლარისა მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე Ан-24, რომელიც შეეჯახა ბომბდამშენ Tu- 116-ს და ზღვის დონიდან 5220 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა. თვითმფრინავი შეჯახების შედეგად გაიხლიჩა ორ ნაწილად, ლარისა იმყოფებოდა თვითმფრინავის კუდის მხარეს და ვარდნას სასწაულებრივად გადაურჩა. 4 დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი იმყოფებოდა, ხოლო გონს კი უკვე საავადმყოფოში მოეგო.

image
image

 

5. Джордж Ду Присн-მა ვისკონსის მღვიმეში 13 დღე დააყოვნა.

ჯორჯ დუ პრისნი ყოველთვის იყო მოწადინებული ვისკონსის მღვიმე დაებყრო, სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს 1983 წელს იგი მღვიმის სიღრმის მდინარის სწრაფი დინების მორევში აღმოჩნდა და 4 დღიანი სამაშველო ძიების შემდგომ მის კვალს ვერსად მიაგნეს. თუმცა მთავარი მონდომება ყოფილა და ასეთ რთულ შემთხვევასაც შეუძლია დაუსხლტეს ადამიანის სული. ჯორჯს გააჩნდა “ფანარი”, სასმელი წყალი და დასაკეცი დანა. დანის მეშვეობით ჩიჩქნა კედელი, რასაც 8 დღე მოანდომა, შემდეგ თავისი ფორთოხლისფერი სვიტერი წვრილ და გრძელ ნაწილად დაჭრა, გაყო გამოხვრეტილი კლდიდან და დაიწყო ქნევა. ბედად შეამჩნია იქვე მცხოვრებმა მოსახლეობამ და დახმარება გაუწიეს.

image

6. Georg Hayntsl-ი 10 დღე აფეთქებული მაღაროს ნანგრევებში.

1998 წლის ივლისში, დაასრულა რა ცვლა ქვანახშირის მაღაროში, იმ დღეს არ ეწერა იქიდან გასვლა. ჩამოიშალა მაღაროს ზედაპირი და მეწყერმა დაბლოკა გასასვლელი 63 მეტრის სიღრმეზე. მაშველები კაშხალის დემონტაჟის შედეგად დაიღუპნენ, რადგან ჩამოწვა ახალი მეწყერი. 10 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მის კვალს მიაგნეს, ამ ხნის მანძილზე კი Georg-ი იმყოფებოდა სრულ სიბნელეში საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე.

image

7. ურუგვაის რაგბის გუნდი 72 დღე დათოვლილ ანდების მთებში.

ჩარტერული რეისი ნომერი 571 არის რეალური ამბავი, რომელზეც არაერთი წიგნი დაიწერა და ფილმი გადაიღეს. თვითმფრინავმა განიცადა ვარდნა 3, 5 ათასი მეტრ სიმაღლიდან პირდაპირ დათოვლილ ანდების მთებზე.დახოცილთა რიცხვი უამრავი იყო, ზოგიერთმა ცოცხლად გადარჩენილმა კი გამყინვარებას ვერ გაუძლო. ცოცხლად დარჩენილმა, ურუგვაის რაგბის 16-მა გუნდელმა კი დახოცილთა ორგანოების ჭამით გაიტანა თავი 72 დღე, შემდეგ კი მაშველთა გუნდმა მიაგნო მათ კვალს.

image

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button