საკითხავისასარგებლო

იკებანა – დინამიკა უძრაობაში

a5e720499ab3

„…და საერთოდ, სად არის ეს ქვეყანა, იაპონია?
–  პირდაპირ, არსად გადაუხვიო,
სულ პირდაპირ, სამყაროს დასასრულამდე.“

ალესანდრო ბარიკო.  „აბრეშუმი“.

0b10084999ce
არსად გადაუხვია, პირდაპირ იარა და ამომავალი მზის ქვეყანაში ბუდიზმთან ერთად მე-6 საუკუნეში შეიპარა. უცბად გავრცელდა და საზოგადოების კულტურული და სულიერი ცხოვრების განუყრელ ნაწილად, იაპონელების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ეროვნულ რადიციად იქცა. მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იაპონიაში, არსებობს უნიკალური და უძველესი კულტურა – თაიგულის სქმნის ხელოვნება, მას იკებანა ჰქვია.
იკებანა „ცოცხალ ყვავილებს“ (ყვავილები რომლებიც ცოცხლობენ) ნიშნავს. ჩვენი წელთაღრიცხვის 720 წლით დათარიღებულ, უძველეს იაპონურ ხელნაწერში აღნიშნულია, რომ „ყველა მცენარეს შეუძლია ლაპარაკი“, თანაც ჩვენებურ, ადამიანურ ენაზე. მთავარია იცოდე როგორ მოუსმინო. იკებანა ემოციის გამოხატვის ისეთივე ხელოვნებაა, როგორც პოეზია, ფერწერა მუსიკა და კალიგრაფია.
bd505bcb31e8
3947fdaafe24
იზოლირებული ტერიტორიის გეოგრაფიული და კლიმატური თავისებურებების გამო, იაპონელებს ბუნებისა და ყველა ცოცხალი ქმნილების მიმართ თავისებური, ფილოსოფიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ. განსაკუთრებული ბუნებრივი მოვლენები, საუკუნეების განმავლობაში, იაპონელების აზროვნებას და ეროვნულ ხასიათს ქმნიდა. ბუნების სილამაზით მათი აღფრთოვანება ხელოვნების ყველა მიმართულებით გამოიხატა. მხოლოდ იაპონელებს შეუძლიათ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ჰარმონიის პოვნა.
ლეგენდა გვამცნობს, რომ ერთ მშენიერ, უფრო სწორად კი მკაცრ დღეს, ჭექა-ქუხილის შემდეგ, მეხისგან დალეწილი ტოტები, ფოთლები და ყვავილები ბუდისტმა ბერებმა მოაგროვეს, ბუდას ქანდდაკებას ფეხრთით დაუწყვეს და დასძინეს: „იყავ გულმოწყალე, დაგვეხმარე და გააცოცხლე ყველაფერი, რაც მეხმა გაანადგურა.“ უდამ შეისმინა მათი თხოვნა და დღესაც იაპონურ პასპორტზე და ვიზაზე ყვავილია გამოსახული.
დროთა განმავლობაში იკებანა რელიგიური ცხოვრებიდან ყოველდღიურ ცხოვრებას შეუერთდა, დღეს უკვე ინტერიერის დიზაინი მის გარესე წარმოუდგენელია. იკებანს სასუალებით იქმნება უხილავი, მისტიკური კავშირი სახლის შიგნით, სივრცესა და მის გარეთ, ბუნებას შორის. გასათხოვარი იაპონელი გოგონას საუკეთესო მზითვი იკებანას ხელოვნების ცოდნაა.
e94fe937f541
bdb3072baba6
იკებანა ასიმეტრიული ბუკეტია. მის შემადგენლობაში შედის არა მარტო ყვავილები, არამედ ტოტები, ყვავილის ღეროები, ბალახები და ფოთლები. ჭურჭელი, რომელშიც ბუკეტი თავსდება, ასევე გაფორმების ნაწილია. იკებანას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სიცარიელე, ცარიელი სივრცე ბუკეტის სილამაზის აუცილებელი პირობაა. ბუკეტში უნდა გაერთიანდეს სიახლე, დინამიკა, პროპორციულობა და ჰარმონია.
სიახლე შემქმნელის ინდივიდუალიზმის გამხატვაა, ეს შეიძლება იყოს ბუკეტის მოულოდნებლი ფორმა, ან უჩვეულო მასალა რისგანაც ბუკეტია შემდგარი. დინამიკაში იგულისხმება ხაზებსი სილამაზე, სწორი და პირდაპირი რეოები იშვიათად გამოიყებენა. ყოველი ხაზი გამოხატავს რაღაც მოქმედებას, განწყობას. მაგალითად, ფიჭვის მოღუნული ტოტი იაპონელებისთვის ძალის სიმბოლოა. პროპორციულობა ბუკეტის სამი მთავარი ელემენტის (ფოთოლი, ყვავილი და ღერო) შეხამებაა. როგორც ამბობენ ყველაზე რთული ფერთა ჰარმონიაა. ყვავილების ჩვეულებრივი თაიგულებისაგან განსხვავებით, იკებანა თავისებურ, გეომეტრიულ კანონებს ემორცილება, სადაც ფერების შეხამების მკაცრი წესებია დაცული. იკებანას თავისი „რიტმი“ აქვს. დასავლეთის ბუკეტი უამრავი ფერის ერთობლიობით გვიხილავს, იაპონური კი ბუნების ჰარმონიული უბრალოებით.
იკებანა ყველაზე კარგად გამოხატავს იაპონელების სეხედულება სიკვდილსა და სიცოცხლეზე. საუკუნეების განმავლობაში იკებანა სპეციალურ სკოლებში ვითარდებოდა. სწავლის პროცესი ღვთისმსახურების ტოლფასი იყო. ბუკეტის შექმნის მთავარი კანონი შემდეგშია: „ვინც ლაპარაკობს, მან არ იცის, ვინც იცის ის არ ლაპარაკობს.“ სწავლების დროს მასწავლებელი სრულ სიჩუმეს ინარჩუნებს, მოსწავლეები კი ვალდებულნი არიან სრულად მოახდინონ კონცენტრირება ბუკეტის შექმნის პროცესზე, რაც ერთგვარი მედიტაციის პროცესია.
8ebdfba02cff
4124ebc3fa5d
მიუხედავად ფილოსოფიური დამოკიდებულებისა და საუკუნეების მანძილზე დადგენილი კანონებისა, ყველას შეუძლია ამ ხელოვნების სწავლა და იკებანას მასწავლებელი ბოლოს ერთ-ერთ მთავარ წესს გაგაცნობთ: თაიგულის შემქმნელის თვალი და გული კანონიერების მონა არ უნდა იყოს. სცადეთ, ოღონდ არ დაგავიეყდეთ, რომ ბუკეტის სამი მთავარი დეტალი- სამი სიმდოლოა: ცა, მიწა და ადამიანი. მათი განლაგება კი ცხოვრებსი მოძრაობაზე მიგვანიშნებს.
898bcf279826

წყარო: DAVID VELIJANASHVILI’S ARTICLE
YOUTUBE.COM

FLICR.COM

თეგები
Back to top button
Close
Close