ყველაზე ძვირადღირებული ნახატები
გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სიას
1.პოლ სეზანი “ბანქოს მოთამაშეები”
სეზანის მიერ 1891\92 წლებში შექმნილი ტილო ყატარის სამეფო ოჯახმა 2011 წელს პირადი მოლაპარაკებების შემდეგ შეიძინა ჯორჯ ემბირიკოსისგან 250 მილიონ ამერიკულ დოლარად.
2. ჯექსონ პოლოკი No. 5, 1948
ჯექსონ პოლოკის მიერ 1948 წელს დახატული აბსტრაქტული ნამუშევარი უცნობმა კოლექციონერმა სოთბის აუქციონზე შეიძინა დევიდ გეფენისგან 140 მილიონ ამერიკულ დოლარად.
3.ვილიამ დე კუნინგი Woman III
1953 წელს შექმნილი სიურეალისტური პორტრეტი დევიდ გეფენმა ლარი გაგოსიანის შუამდგომლობით 137,5 მილიონ ამერიკულ დოლარად მიყიდა სტივენ კოჰენს.
4.გუსტავ კლიმტი Portrait of Adele Bloch-Bauer I
1907 წელს შესრულებული პორტრეტი მარია ალტმანმა რონალდ ლოდერს და ნოე გელერის კრისტის აუქციონზე 135 ამერიკულ დოლარად მიყიდა.
5.ვინსენტ ვან გოგი Portrait of Dr. Gachet
გენიალური ჰოლანდიელის მიერ 1890 წელს შექმნილი პორტრეტის ზიგფრიდ კრამარსკის კოლექციიდან გამოსყიდვა როი საიტოს კრისტის აუქციონზე 82,5 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.
6.პიერ-ოგიუსტ რენუარი Bal du moulin de la Galette
იმპრესიონისტის შედევრი, რომელის 1876 წელსაა შექმნილი როი საიტომ სოთბის აუქციონზე ბეტსი წიტნისაგან შეიძინა 78,1 მილიონ ამერიკულ დოლარად.
7.პაბლო პიკასო Garçon à la pipe
პიკასოს მიერ 1905 წელს შესრულებული პორტრეტი სავარაუდოდ ბარილა გრუპმა შეიძინა გრინტრი ფონდისაგან სოთბის აუქციონზე 104,2 ამერიკულ დოლარად.
8.პაბლი პიკასო Nude, Green Leaves and Bust
პიკასოს კუბისტური პორტრეტი უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა კრისტის აუქციონზე ფრენსის ლესკერ ბოდისაგან 110,1 მილიონ ამერიკულ დოლარად.
9.ვინსენტ ვან გოგი Portrait of Joseph Roulin
ვან გოგის კიდევ ერთი პორტრეტი, რომელიც მოდერნის მუზეუმს დაახლოებით 58 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.
10.პაბლო პიკასო Dora Maar au Chat
პიკასოს კუბისტური პორტრეტი ბიძინა ივანიშვილს 95,2 ამერიკული დოლარი
დაუჯდა.
11.ვინსენტ ვან გოგი Irises
ვან გოგის პეიზაჟში ალან ბონდის მიერ 53.9 ამერიკული დოლარია გადახდილი.
12.ენდი ვეროლი Eight Elvises
ენდი ვეროლის რვა ელვისი ზუსტად 100 მილიონი დაჯდა.
13.გუსტავ კლიმტი Portrait of Adele Bloch-Bauer II
ადელე ბოხ-ბორის მეორე პორტრეტი თითქმის 88 მილიონი დაჯდა
14.კაზიმირ მალევიჩი Suprematist Composition
კაზიმირ მალევიჩის კუბისტურ კომპოზიციაში უცნობმა კოლექციონერმა 60 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.
15.პონტორმო Portrait of a Halberdier
პონტორმოს მიერ ზეთში შესრულებული პორტრეტი გეტის მუზეუმს 35,2 მილიონი დოლარი დაუჯდა.
16.ქი ბაიაში Eagle Standing on Pine Tree
ეს ფირფიტა ჰუნან ტევეს 65.5 მილიონი დოლარი დაუჯდა.
17.ამადეო მოდილიანი Nude Sitting on a Divan
მოდილიანის პორტრეტი უცნობმა კოლექციონერმა 69 მილიონად შეიძინა სოთბის აუქციონზე.
18.თომას იკინსი The Gross Clinic
იკინსის კლინიკა ფილადელფიის მუზეუმს 68 მილიონი დაუჯდა.
19.ჰანს ჰოლბეინი Darmstadt Madonna
ჰოლბეინის მადონა რეინოლდ ვიურტმა 75 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
20.კლოდ მონე Le Bassin aux Nymphéas
მონეს “წყლის დუმფარები” უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა კრისტის აუქციონზე 80,5 მილიონ ამერიკულ დოლარად. (იმედია არ ნანობს)