არქივი

უახლესი გამოგონებები: CANON-ის მულტიფუნქციური მაუსი

b36b7ef0d843

მოგესალმებით მეგობრებო! კვლავინდებურად ვაგრძელებთ პოსტების სერიას თემაზე:
უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს.

მაშ ასე დავიწყოთ: დღეს მე ტექნიკის მიღწევას CANON-ის მულტიფუნქციურ პროდუქტს გაგაცნობთ. როგორც იცით CANON იაპონური საინჟინრო კომპანიაა. ეს “მონსტრი” მსოფლიოში ციფრული ტექნიკის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია  . 1937 წელს დაარსების დღიდან Canon-მა დაიკავა მყარე პოზიციები ფოტო, ვიდეო და IT სფეროებში. კომპანიის შტაბ-ბინა  ქალაქ ტოკიოში მდებარეობს.

fbcf47d85608

სიახლე მსოფლიო ბაზარზე წარადგინეს როგორც თხევად კრისტალური ეკრანით და კალკულატორით აღჭურვილი „ელეგანტური და თანამედროვე პროდუქტი, რომელიც თითქმის იდეალურად აფართოებს ნოუთბუქის სტანდარტულ  ფუნქციებს და ბიზნესის სფეროში დაკავებულების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.“
ახალ აქსესუარს Canon X Mark I Mouse Lite and X Mark I Keypad   დაარქვეს.

1a25e41841c2

მართლაცდა იაპონურმა ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მორიგი ძალზე საინტერესო სიახლე წარმოადგინა. ეს ახალი პროდუქცია ელიტარული სერიის, X Mark-ის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ფაქტიურად X Mark I Mouse Lite  წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტას ნოუთბუქის იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ აკმაყოფილებთ მისი სტანდარტული შესაძლებლობები, კერძოდ, ციფრული კლავიატურის ბლოკები.  ეს გამოგონება არსებითად ლაზერული სენსორებით აღჭურვილ უკაბელო მაუსს წარმოადგენს, რომელსაც აქვს კავშირი კომპიუტერთან Bluetooth 2.0-ის არხზე. გარდა ამისა, X Mark I Mouse Lite 10 ბლოკიანი კალკულატორიც გააჩნია, რომლის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. ტექნიკის ამ მიღწევას სტანდარტული მაუსის მსგავსი ღილაკები და გადახვევის ბორბალი გააჩნია, რის ქვემოთაც განლაგებულია სწორედ ზემოთ ხსენებული კალკულატორის ღილაკები 10 მწკრივად.
c7ed87f58e42

რაც შეეხება X Mark I Keypad-ს ეს მოწყობილობა სტანდარტული კლავიატურის ჰიბრიდს და 10 მწკრივიან კალკულატორს წარმოადგენს. ინტერაქციული უკაბელო Bluetooth 2.0-ის არხით. მას მზის ენერგიის მხარდაჭერაც აქვს და ის  სტანდარტულ AAA აკუმულატორებზე მუშაობს.

დღეს ეს სიახლე ხელმისაწვდომია როგორც  შავ, ისე თეთრ და წითელ ფერებში. სპეც. შეკვეთის საშუალებით კი შეგიძლიათ სხვა ფერებიც ამოირჩიოთ. X Mark I Keypad ასევე ინტერაქტიულია Windows PC-თან და Mac-თანაც, რაც მის უპირატესობებს უფრო ნათლად გამოკვეთს.
032c5197a9b4
X Mark I Mouse Lite  $59,99 ღირს , X Mark I Keypad-იც იმავე ფასით გავიდა ბაზარზე. ახლა უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებულია როგორ მიიღებენ ისინი ტექნიკის ამ მიღწევას.

ასე რომ კაცობრიობა ვითარდება, ის რისი შექმნაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებული კონცეფციაა.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის ვიდეო, იუთუბის ბაზიდან, მეტი თვალსაჩინოებისთვის.

 

მსგავსი ამბები

Back to top button