არქივი

ცათამბრჯენი “ნახევარმთვარე”

2c1d474f8469
ეს გახლავთ დუბაი, უახლოესი მომავლის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ნახევარმთვარის ფორმის ცათამბჯენს, არქიტექტურული თვალსაზრისით ურთულესს და ვიზუალურად შეუდარებელს.

5a9c7a267dc9

კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო დუბაიში ყველაზე ექსცენტრიული და ორიგინალური ცათამბრჯენის შექმნისთვის, ფირმა “Transparence House”_მა ყველა კონკურენტი ჩამოიშორა “ნახევარმთვარის” ფორმის ცათამბჯენის პროექტით. პროექტის კრიტერიუმები გახლდათ ისეთი შენობის შექმნა, რომელიც დუბაის სავიზიტო ბარათად იქცეოდა და ხაზს გაუსვავდა ისლამურ მხარეს. დამეთანხმებით, მართლაც ორიგინალური პროექტი წარმოადგინა ფირმა “Transparence House”_მა და ამ ყველაფერთან ერთად ისიც გაითვალისწინეს რომ ისლამში მთვარე დიდ როლს თამაშობს.

9ad3691c03fa

ეს ცათამბჯენი შერჩეული იქნა პარკ “ზაბეელისთვის” და ყველაფერთან ერთად ამით არაბულ სამყაროს სურს რომ ხაზი გაუსვან მათ განვითარებას.მართლაც რომ დუბაი ერთგვარ ოაზისად იქცა უდაბნოში.

38974e199416

აშენებულ ცათამბჯენში იგეგმება განათავსონ საბავშვო ბილიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები, კაფეები და ტრადიციისამებრ ცათამბჯენის ზედა სართულზე ღია მოედანი.

52dbc9e31647
ბურჯ ალ-არაბ

დღესდღეობით დუბაიში ყველაზე პოპულარულ და მაღალ ნაგებობად სასტუმრო “ბურჯ ალ-არაბი” რჩება, თუმცა კი “ნახევარმთვარის” ცათამბრჯენი გაცილებით მაღალი და ორიგინალური იქნება.

მსგავსი ამბები

Back to top button