საკითხავისასარგებლო

ზოგადად მითოლოგია

მითოლოგია არის მითების და ლეგენდების ერთობლიობა. მითოსური აზროვნება ადამიანის ცნობიერების თავდაპირველი ფორმაა.

თანდათანობით ხდებოდა მათი მოწესრიგება და სისტემატიზაცია. ამ მხრივ სანიმუშოა ძველ ბერძნული მითოლოგია. ღომელიც ევროპულ მითოლოგიას დაედო საფუძვლად.
ღმერთებს ახასიათებთ ადამიანური თვისებები: ჭამენ, სვამენ, ჰყავთ მეუღლე და შვილები, არიან ზოგჯერ შურიანებიც, მტრულებიც, ხარბებიც. მათ ადამიანებისაგან მხოლოდ ორი თვისება განასხვავებთ: ყკვდავება და ზებუნებრივი ძალა.
მითოსური აზროვნება აიგივებს რეალურს და გამოგონილს. ისინი ისევე რეაულრად არსებობენროგორც ადამიანები. ადამიანები და ღმერთები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ.
მითოლოგიის მიხედვით სამყაროში სუფევს მკაცრი წესრიგი და კანონზომიერება. ჩნდება კითხვა _ თუ მრავალი ღმერთი განაგებს სამყაროს მაშინ ვინ უზრუნველყოფს წესრიგს? მის მიზეზია ერთი უზენაესი ძალა რომელსაც ყველა მათშორის ღმერთებიც კი ემორჩილებიან _ ეს არის ბედიწერა. ის წინასწარ განსაზღვრავს ბედს , ხვედრს რომელსაც ვერცერთი ადამიანი თუ ღმერთი ვერ გადაუხვევს, ვერც გაექცევა.
მითოსური აზროვნება რელიგიურ – მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია. ყოველ ეროვნებას თავისი მითოლოგია აქვს, რომელშიც გადმოცემულია მათი სული და ხასიათი, კულტურა და ტრადიციები.
მითოსური აზროვნება საკმაოდ ცივილიზებული და კულტურული ადამიანის ცნობიერებისათვისაც არის დამახასიათებელი. ასეთია ბერძნული და რომაული მითოლოგიის დრო.
მეცნიერულ – ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში მან ძალა დაკარგა მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს მიმზიდველობას როგორც ადამიანის ფანტაზიის მშვენიერი ნაყოფი.

ხშირად ვნახავთ მითოლოგიურ სიუჟეტებს მულტიპლიკაციურ თუ მხატვრულ ფილმებში, კომპიუტერულ თამაშებში, წიგნებში. უამრავი საინტერესო ამბავია მოთხრობილი მითოლოგიაში სიყვარულსა თუ სიძულვილზე, გმირობებზე და შეცდომებზე რაც ადამიანის ნკალოვანებებს მოაქვს. ჩვენც უბრალოდ შევეცადოთ უფრო მეტი საოცარი ლეგენდა გავიგოთ, წარმოსახვა გავიმდიდროთ და ვისიამოვნოთ ამ ამბებსა და მათ გმირებზე ფიქრით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close