უცნაური

მკვლელი ნივთები IV

ee9d94f4569f

დაწყევლილი პისტოლეტი

სხვა ადრე ნაამბობი ნივთებისაგან განსხვავებით, პისტოლეტი უშუალოდ შექმნილია ადამიანის მოსაკლავად. მაგრამ მიუხედავად ამისა, შემზარავმა ამბავმა, რომელიც მოხდა ქალაქ პორტსმუტში (აშშ, შტატი ოჰაიო) გაანცვიფრა ყველა. 1985 წლის მარტში დილით მეზობლებმა მთელი კელერმანების ოჯახი დახოცილი იპოვეს (ქმარი, ცოლი და და ორი შვილი). ყველა მათგანი მოკლული იყო ერთიდაიგივე 38 კალიბრის პისტოლეტით, რომელიც იქვე ეგდო გვამებთან ახლოს. გამოძიების პირველივე დღეს თავი მოიკლა გამომძიბელმა , რომელსაც ჩააბარეს საქმე გამოსაძიებლად. პრესის განცხადებით მას შემდეგ , რაც იარაღი მოხვდა განყოფილებაში, მასში მოკლული იქნა 20-ზე მეტი ადამიანი. იარაღის შემდგომი ბედი უცნობია. კელერმანების მკვლელი ვერ იპოვეს. რა მოხდა განყოფილებაში, საიდუმლოებით მოცულია. უფრო ზუსტად მიენიჭა გრიფით საიდუმლო კვალიფიკაცია. თუმცა მსხვერპლის დამალვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაღუპულებს ჰყავდათ ახლობლები, რომლებიც საუბრობენ ამის შესახებ. ეს საქმე კი დღემდე ბურუსითაა მოცული.

02c0bf293f80

მკვლელი ტელეფონები

კიდევ ერთი ისტორია, ამჯერად ტელეფონების შესახებ. ტელეფონის აპარატები ხშირად გვაბეზრებენ ხოლმე თავს თავისი ზარებით, ყველაზე უფრო მოუხერხებელ დროს და ხანდახან ისე რომ ჩვენ მზად ვარ “მოვკლათ” იგი, მაგრამ ნეპალში ყველაფერი პირიქით მოხდა. 2006 წლის საახალწლო დღეებში რამდენიმე ადამიანი მოკვდა იმის შედეგად, რომ ტელეფონის ზარის გაგონებისას აიღო ყურმილი. ყურმილის აღებისას მათ დაარტყა 600 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდენმა. ნეპალის სატელეფონო კომპანიამ განაცხადა, რომ რაღაც შემთხვევის გამო სატელეფონო სადენი გადაიხლართა ელექტროსადენთან, მაგრამ ამ ახსნა–განმარტებას ცოტა ვინმემ თუ დაუჯერა და არა უსაფუძვლოდ : მალე ჟურნალისტებისათვის გახდა ცნობილი, რომ ყველა დაღუპული ეკუთვნოდა ერთიდაიგივე მაფიოზურ დაჯგუფებას. საქმეს მიეცა გრიფით საიდუმლო კვალიფიკაცია და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია შემდგომ გამოძიებაზე არ გამოსულა. თუმცა ზოგიერთ გამოცემებში წერდნენ , რომ აქ ყველაფერი ცხადია, ტელეფონებმა უზენაესი ძალების ნებით თავის თავზე აიღეს ელექტრო სკამის ფუნქცია.

შეპყრობილი სურათი -Hands Resist Him (ხელები ეწინააღმდეგება მას)

ადრე მქონდა საუბარი მკვლელი სურათების შესახებ, მინდა გიამბოთ კიდევ ერთ მკვლელი სურათის შესახებ და ამით დავასრულებ სერიას მკვლელი ნივთების შესახებ .

ეს სურათი დაწერილი იქნა კალიფორნიელი მხატვრის ოკლენდიდან -ბილ სტოუნის მიერ . სკანდალი დაიწყო, ერთი გამოფენის შემდეგ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები, სურათის ყურებისას ხდებოდნენ ცუდად, კარგავდნენ გონებას ან იწყებდნენ ტირილს და ა. შ. ბილ სტოუნმა სურათი 1972 წელს გადმოხატა ძველი ფოტოსურათიდან, სადაც ის ხუთი წლისაა და ფოტო იპოვა ჩიკაგოს სახლში სადაც ის იმ დროისთვის ცხოვრობდა.

პირველად სურათი აჩვენეს მის პატრონს ლოს-ანჟელეს ტაიმსის ხელოვნებათმცოდნეს , რომელიც ამის შემდეგ გარდაიცვალა. იქნებ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, ან იქნებაც არა, რთული სათქმელია. შემდეგ სურათი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გარდაიცვალა 1984 წელს). ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო რამ. სურათი მოგვიანებით იპოვეს ნაგავსაყრელზე, ნაგავში ჩაგდებული. ოჯახმა, რომელმაც იპოვა იგი მოიტანა სახლში დაკიდეს კედელზე. პირველივე ღამეს ოთხი წლის ბავშვმა შემოირბინა შეშინებული მშობლების საწოლ ოთახში ყვირილით და უთხრა მშობლებს, რომ სურათზე ჩხუბობდნენ ბავშვები. მეორე ღამით კი ბავშმა თაქვა , რომ ბავშვები სურათზე გასული იყვნენ კარებს გარეთ. მშობლებმა დააყენეს კამერა, ისეთი რომელიც ირთვებოდა მოძრაობის დაფიქსირებისას… კამერა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო.

სურათი გატანილი იქნა eBay -ის ინტერნეტაუქციონზე . მალე eBay-ის ადმინისტრატორების საფოსტო მისამართებზე მოვიდა შემაშფოთებელი წერილები საყვედურებით , რომ სურათის ნახვისას ხდებოდნენ ცუდად, ზოგი კარგავდა გონებას და ზოგს გულის შეტევაც დაემართა. eBay-ზე იდო გაფრთხილება, მაგრამ ხალხი ცნობისმოყვარეა და მაინც ნახულობდა სურათს.

სურათი გაიყიდა 1025 დოლარად. საწყისი ფასი იყო 199 დოლარი. გვერდი ნახული იქნა 30000-ჯერ ძირითადად ინტერესის გამო. ის იყიდა კიმ სმიტმა, რომელიც ცხოვრობდა ჩიკაგოსთან ახლოს პატარა ქალაქში. ის ეძებდა ინტერნეტ სივცეში რაიმეს თავისი ახალგარემონტებული გალერეისათვის . როცა ის გადააწყდა «Hands Resist Him»-ს. მან ჯერ იფიქრა, რომ ის დახატულია ორმოციან წლებში და ის კარგად წავიდოდა ექსპონატის რანგში.

ამით შეიძლება ეს ისტორია დაგვემთავრებინა, მაგრამ ამჯერად წერილებმა იწყეს მოსვლა სმიტის მისამართზე. ბევრი მათგანი . უმრავლესობა ისევე ყვებოდა იმის შესახებ , რომ ცუდად იგრძნეს თავი ნახატის ნახვის შემდეგ, ბევრი წერდა , რომ სურათიდან გამოდიოდა ბოროტი ძალა. ბევრი ითხოვდა დაეწვათ იგი. მას სთავაზობდნენ ედ და ლორეინ უორენების მომსახურებას , ცნობილი როგორც დემონების განმდევნელები ამიტივილის სახლიდან 1979 წელს. ზოგიერთი იხსენებდა გახმაურებულ მკვლელობას კალიფორნიაში, ტყეში მდგარ სახლში. ბავშვების მოჩვენებებს ხშირად ხედავენ ამ სახლში. ექსტრასენსები ამტკიცებდნენ : ” ჩვენ დავინახეთ პატარა ბიჭი, მაისურში და მოკლე შარვლით, ხოლო მისი და ყოველთვის ჩრდილში იყო. ის თითქოს იცავდა მას. მათ ერქვათ ტომი და ლაურა და ისინი ძალიან გავდნენ სურათზე გამოსახულ ბავშვებს.”

ბევრი ვიფიქრე მენახა თუ არა სურათი და დამედო თუ არა . მერე გავბედე ნახვა. მე პირადად ნახვისას მართლაც რაღაც დამემართა და შეუძლოდ ვიგრძენი თავი (არ ვაჭარბებ). ბოლოს გავავწყვიტე დავდო, ვიცი ბევრს ძალიან დააინტერესებს. დავდევი გადმობრუნებულ მდგომარეობაში და ბევრს გირჩევთ არ შეხედოთ მას.

0e83b5cf1259

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button