საკითხავისასარგებლოსურათები

სასტუმრო მიცვალებულებისათვის

1121a51b0a25

თვითონ ეს ფრაზა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ იაპონელებს მოუვიდათ აზრად ასეთი რამ რომ გაეკეთებინათ – სასტუმრო მიცვალებულებისათვის.

იაპონიის ოკოჰამას გარეუბანში არის ასეთი სასტუმრო რომელსაც “ასთელი” ქვია. სიტყვა ასთელი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “უკანასკნელი ოტელი”. ამ სასტუმროს შეუძლია 18 უხეშად რომ ვთქვათ “სტუმრის” მიღება. რა თქმა უნდა, აქ ყავას და გამაგრილებელ სასმელს არავინ მოითხოვს. მაშ რაში გამოიხატება ამ სასტუმროს ფუნქცია? როგორც სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, იქ ყველაფერი კომფორტაბელურადაა მოწყობილი.ასეთ კომფორტში კი კლიენტი 150 დოლარს იხდის ერთი დღის განმავლობაში.

0d586326656e

საქმე იმაში მდგომარეობს რომ კრემატორიუმები იაპონიაში ძალიან გადატვირთულია და ხშირად გარდაცვლილის ნათესავებს კრემატორიუმის ლოდინი უწევთ რამდენიმე დღით ან 1-2 კვირამდე,ხოლო ამ პერიოდის მანძილზე მათ არ სურთ გარდაცვლილი რომ მორგში ამყოფონ.

7792c897e61d

სასტუმროს ადმინისტრაცია ჭირისუფლებს სთავაზობს მიცვალებულის დაბინავებას, სპეციალური ლოცვების წაკითხვას, სურნელოვანი სანთლების დანთებას.სასტუმროს ნომრები ძალიან კომფორტულია და სულაც არაა გასაკვირი თუ ასეთი სახის სასტუმროები და ამ სახის მომსახურება სხვაგანაც გავრცელდეს.გარკვეულწილად ჭირისუფალი მშვიდად იგრძნობს თავს როცა დარწმუნებული იქნება რომ მისი ახლობელი კარგ პირობებში იმყოფება.

cb28b4ae532b

თავდაპირველად როდესაც შექმნეს ასეთი ტიპის სასტუმროები, რომელშიც კაპსულა ოთახები იყო,უარყოფითი ტალღა აგორდა,მაგრამ თანდათანობით მიხვდნენ რომ ასეთი ტიპის დაწესებულებები მხოლოდ ძილისთვის იყო განკუთვნილი.ახლა კი მას სხვა ფუნქცია მოუძებნეს და მიცვალებულებისთვის გამოიყენეს.მითუმეტეს რომ ამ კაპსულა ოთახში კარგად ეტევა სასახლე,ხოლო ზემოთ ხსენებულ სასტუმრო “ასთელ”_ში კი სასახლეები მაცივრის მსგავსად ინარჩუნებენ დაბალ ტემპერატურას როგორც მორგში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close