საკითხავისასარგებლოსურათები

ზღვის ეშმაკი

9c779589a5bc
ამ თევზის იერით თუ ვისმჯელებთ მართლაც რომ ამართლებს თავის სახელს :)

თევზი საშიში შესახედავია თავისი დიდი პირითა და სლიპინა კანით.ზურგის ფარფლზე გააჩნია 6 სხივისებრი წანაზარდი.ამ 6 წანაზარდიდან 3 თავის არეშია განლაგებული.მუცლის არე მას თეთრი აქ ხოლო ზედაპირი შოკოლადისფერი.ბინადრობს 50-200 მეტრ სიღმეებზე.

a2ef0920f2fd

ძირითადად არსებობს ორი ტიპის ზღვის ეშმაკი: ევროპული და ამერიკული.ევროპული “ზღვის ეშმაკი”-ს ბინადრობის არეალია ბარენცის ზღვიდან დაწყებული შავი ზღვით დამთავრებული,ხოლო ამერიკული კი ნიუ-ფაუნდლენდიდან დაწყებული ბრაზილიამდე.საშუალო სიგრძე 1.5-2 მეტრია ხოლო მასა 200 კილოგრამამდე აღწევს.თავზე თვალების უკანა ნაწილში წანაზარდი ამშვენებს, რაც სიღრმეში ბინადრობისთვის იდეალური პირობაა.

921706e5ddf9

თითქმის მთელ სიცოცხლეს ეს თევზი ფსკერზე ატარებს.სწორედ ასე ნადირობს.გაუნძრევლად წევს,შეფერილობაც და სლიპინა ზედაპირიც ხელს უწყობს დარჩეს შეუმჩნეველი და მასთან მსხვერპლის მიახლოებასთან ერთად აღებს უზარმაზარ პირს და წყალთან ერთად შთანთქავს მას.გადაადგილების საკმაოდ უცნაური სტილი გაჩნია.მუცელზე განლაგებული ფარფლების საშუალებით ფაქტობრივად ფსკერზე დახტის.ქვირითობის პერიოდში ისინი 400-2000 მეტრამდე სიღრმეში ჩადიან.ერთი თევზი დაახლოებით 1.3-3 მილიონამდე ქვირითს ყრის.ქვირითობის პროცესი საინტერესო.დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგანის და 10 მეტრი სიგრძის მასა რომელიც წარმოქმნილია პატარ პატარა ქვირითების ერთობლიობით, გასაოცარ სანახაობას ქმნის.საბოლოოდ მარცვლები ერთმანეთს შორდება და ცალ-ცალკე იწყებენ ტივტივს, 6 დღის შემდეგ კი ისინი თავკომბალებად იქცევიან.

c210c3622baa

ეს ურჩხული ადამიანს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ თუ მას შემთხვევით ფეხს დააბიჯებ, დიდი ალბათობაა, რომ მისი ბასრი კბილებიც იგემო.მეთევზეებს ხშირად დაუჭერიათ 1.8-ზე მეტრი სიგრძის ურჩხული თუმცა კი ყოფილა ისეთი ფაქტებიც რომ ზოგიერთი მათგანისთვის თითიც მოუჭამია.

44b9eb25d4f4

იმის გათვალისწინებით რომ ეს თევზი შავ ზღვაში ბინადრობს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არასდროს აღმოუჩენიათ.ამ თევზის შემზარავი იერის მიუხედავად მას ძალიან გემრიელი ხორცი აქ და ევროპის რესტორნებში დიდი პოპულაროპბითაც სარგებლობს.

მსგავსი ამბები

Back to top button