არქივი

ანხელი – ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში

fd1fca245c0a

ამ ჩანჩქერზე იდო პოსტი, მაგრამ ძალიან მშრალი ინფორმაცია იყო!

შეიძლება ეს ჩანჩქერი ისეთი თვალწარმტაცი არაა, როგორც ტიგუასუ ან ვიქტორია, მაგრამ იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალია – ჩანჩქერიდან ჩამოვარდნილმა წყლის ნაკადმა უნდა იფრინოს თითქმის ერთი კილომეტრი, რათა ჩამოვიდეს მიწამდე. ჩანჩქერი ანხელი 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნიაგარას ჩანჩქერი.

ჩანჩქერი ანხელი (Angel falls) ან სალტო ანხელი (salto angel) – მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, რომლის თავისუფალი ვარდნის სიმაღლე 978 მეტრია. ჩანჩქერი მდებარეობს ვენესუელის ტროპიკულ ტყეებში, კანაიმას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ჩანჩქერი ჩამოდის მთიდან, რომელსაც ქვია აუიანტეპუი, რომლის სახელი წარმომდგარია ვენესუელური სიტყვიდან ტეპუი და ქართულად ნიშნავს “ეშმაკის მთა”.

424f46e55ff2

წყლის დაცემის სიმაღლე იმდენად მაღალია, რომ სანამ წყალი მიწამდე ჩამოვა იქცევა უმცირეს ნაწილაკებად და წარმოქმნის ღრუბელს. ღრუბლის დანახვა შესაძლებელია რამდენიმე კილომეტრიდან.

82857f547723

ჩანჩქერიდან ჩამოსული წყლის ნაკადი ჩადის მდინარე კერეპში. ჩანჩქერამდე მიღწევა ადვილი არ არის, რადგან იგი იმყოფება გაუვალ ტროპიკულ ტყეში და არ არის ნასთან მისასვლელი არანაირი გზა. იქ მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო თრანსპორტით ან მდინარით. ტურები ჩანჩქერზე იმართება კომპლექტურად, და მოიცავს საჰაერო რეისს კარაკასიდან ან სიუდად ბოლივარი კანაიმუში, საიდანაც მიდიან მდინარის გავლით.

c4cb9c977189

ჩანჩქერი ანხელი ჩამოდის სალი კლდიდან “ტეპუი”, ეს სახელი მთას აბორიგენებმა შეარქვეს. სალი კლდე სახელწოდებით აუიან ტეპუი (ეშმაკის მთა) – ერთერთია იმ ასობით ერთმანეთის მსგავსი მთებიდან გვიანის მთიანეთში, ვენესუელის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. ეს მთვლემარე გიგანტები ხასიათდებიან დიდი სიმაღლით, ცამდე აწვდილი, რომელსაც აქვს გლუვი ზედაპირი და მთიდან თითქოს მაგიდებია გამოწეული. ტეპუის ასევე ეძახიან მაგიდებიან მთას, ეს მთები წარმოიშვა მილიარდობით წლის წინ.

26c9c1a98cf9

ვენესუელის აბორიგენებ გადმოცემით ახსოვთ სალტო ანხელი უხსოვარი დროიდან. ჩანჩქერი პირველად აღმოაჩინა ესპანელმა მკვლევარმა ერნესტო სანჩეს ლა კრუსმა 1910 წელს. მიუხედავად ამ აღმოჩენისა ჩანჩქერი არ იყო პოპულარული, სანამ ოფიციალურად არ აღმოაჩინა მარიკელმა ოქროს მაძიებელმა ჯეიმს კროუფორდ ენჯელმა, სწორედ მისი გვარის საპატივსაცემოდ დაერქვა სახელი ჩანჩქერს(Angel). ენჯელი დაიბადა სპრინგფილდში, მისურის შტატში 1899 წელს.

c209abfd98e5

1935 წელს ჯეიმს ენჯელი დაეშვა ტეპუიზე ოქროს მოსაპოვებლად, მისი მონოპლანი “ფლამინგო” დაეშვა მთის კიდესთან არსებულ ჭაობში და ენჯელმა შენიშნა საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანჩქერი, ენჯელს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან მას მოუწია 11 მილი გაევლო ფეხით გაუვალ ჯუნგლებში, მისი მონოპლანი კი დარჩა მთაზე მიჯაჭვული. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩანჩქერის შესახებ, ყველამ გაიცნო იგი სახელით “ანხელი”.

ac8b8b5fe7c8

ენჯელის თვითმფრინავი ჯუნგლებში იმყოფებოდა 33 წლის განმავლობაში, სანამ მას ამოიტანდნენ ჭაობიდან ვერტმფრენით. ამჟამად თვითმფრინავი იმყოფება ავიაციის მუზეუმში, მარაკაიში.

d84c189575e0

ჩანჩქერის ოფიციალური სიმაღლე დადგენილი იქნა 1949 წელს, ეროვნულ გეოგრაფიული საზოგადოების მიერ ჩატარებული ექსპედიციის დროს. ანხელი ვენესუელისთვის ტურისტების მიზიდვის ერთერთი ძირითადი წყაროა.

b0e33c1f531a

2009 წლის 20 დეკემბერს ყოველკვირეული შოუს დროს, ვენესუელი პრეზიდენტმა უგო ჩავესმა შეუცვალა სახელი ანხელს და დაარქვა კერეპაკუპაი-მერუ, სწორედ ასე ეძახიან პრეზიდენტს ადგილობრივები. თავიდან აპირებდნენ ჩანჩქერისთვის დაერქმიათ ჩერუმ-მერუ, მაგრამ ჩავესის ერთერთმა ქალიშვილმა თქვა, რომ ეს სახელი უკვე ერქვა ვენესუელის ყველაზე პატარა ჩანჩქერს. სახელის ცვლილება ვენესუელის პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ ჩანჩქერი იყო ვენესუელის ეროვნული საკუთრება და იგი დიდი ხნით უფრო ადრე ეკუთვნოდა ვენესუელას, სანამ მას აღმოაჩენდა ენჯელი. თუმცა, ეს ცვლილება იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიო რუკებზე შეეცვლება სახელი ჩანჩქერს.

41967d8c2bc7

09ea260c7cd4

მსგავსი ამბები

Back to top button