არქივი

უახლესი გამოგონებები: ულტრათანამედროვე ავტომობილი

c4cce97e2662

მოგესალმებით მეგობრებო! კვლავინდებურად ვაგრძელებთ პოსტების სერიას თემაზე:
უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს.

 

მაშ ასე, დავიწყოთ: დღეს მე გიამბობთ ავტომობილზე, რომლის კონცეფცია უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ “General Motors”-მა შეიმუშავა. ამ გიგანტმა კომპანიამ World Expo Shangai-ზე EN-V – Electric-Networked Vehicle-ის, ორადგილიანი ავტომობილის დემონსტრირება მოახდინა.

ავტომობილის დიზაინერებმა მიაგნეს იდეალურ გადაწყვეტილებას იმათთვის ვინც დაიღალა მუდმივი ქუჩებში საცობებით, დაიღალა პარკირებისთვის მუდმივად ადგილების ძებნით. გარდა ამისა მათ მიერ წარმოდგენილი ავტომობილი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც წარმატებული პროექტია. Electric-Networked Vehicle-ს აქვს საშუალება 360 გრადუსით უბრუნოს.
a85370211f72

EN-V-ს,   ტექნიკის ამ სუპერთანამედროვე მიღწევას მხოლოდ თითო ბორბალი გააჩნია ორივე მხარეს და  აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს სხვა ავტომობილებს, რომლებიც მას გზაზე შეხვდება. ამ სუპერთანამედროვე ავტომობილის კორპუსი სპეცპლასტიკისგან არის დამზადებული, ხოლო კარი, რომელიც რაც უნდა გასაოცარი იყოს სულ ერთადერთი აქვს, პოლიკარბონატის მასალისაა. ავტომობილის მოძრაობას ულტრალაზერული მართვის საჭე უზრუნველყოფს. აღსანიშნავია რომ EN-V-ს ჯერჯერობით  25 მილი/სთ (დაახლ.40კმ/სთ) სიჩქარის განვითარების საშუალება აქვს. ეს ავტომობილი ენერგიას იონოლითური ტიპის ხელოვნური კვების წყაროების მეშვეობით იღებს და იგი ერთ ჯერზე სულ 25 მილის (დაახლ. 40 კილომეტრის) დაფარვისთვის ყოფნის. სამწუხაროდ ახალ ავტოს არ გააჩნია საავარიო ბალიშები, ამორტიზაცია და სხვა დამცავი საშუალებები. ტექნიკის მიღწევაში ვერ თავსდება ორზე მეტი ადამიანი. გამომგონებელთა აზრით, ავტომობილი მათ არ საჭიროებს, რადგან მანქანა საამისოდ ძალიან ჭკვიანია. ავტომობილს შეუძლია იმოძრაოს მძღოლის დახმარების გარეშეც და აიცდინოს  სხვადასხვა დაბრკოლება ( მაგ. ავტომობილები, ფეხით მოსიარულეები ).

როგორ მიიღებს სიახლეს მსოფლიო ბაზარი? ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ  EN-V-ს შექმნის იდეა, როგორც ულტრა მსუბუქი და სავარაუდოდ ულტრა იაფი ავტომობილის შექმნისა თავისთავად ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ფუტურისტულია. ეს კონცეფცია ჯერ მხოლოდ საწყისია იმ პროექტებისა, რომელიც მართლაც შეცვლის მსოფლიოს.

ასე რომ კაცობრიობა ვითარდება, ის რისი შექმნაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებული კონცეფციაა.

dd074c957f00

დაბოლოს, როგორც ყოველთვის ვიდეო. მეტი თვალსაჩინოებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button