ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

უახლესი გამოგონებები: მანქანა, რომელიც საწვავად წყალს იყენებს

f54187be4a68

ვაგრძელებთ პოსტების სერიას თემაზე: უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს.

ამჯერად, კვლავ იაპონელი მეცნიერების გამოგონებაზე ვისაუბროთ. იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში  პირველ ადგილზე რომ არის, ეს ყველასთვის  ცნობილია. ამ ერს ტექნოლოგიურ სიახლეებში ბადალი არ ჰყავს. ისინი ტექნიკის, ფაქტიურად ყველა სფეროში პიონერები არიან. მათ ამჯერადაც ძალიან გამოჩინეს თავი და შექმნეს უნიკალური სისტემა, რომელიც ავტომობილს უბრალო წყალზე ამუშავებს.

c3d4c225c90b

დიახ, არ გაგიკვირდეთ! იაპონელების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს, თუმცა რაც მთავარია მათი ფანტაზიები კაცობრიობას ყოველთვის ძალიან ადგება და ერთი ნაბიჯით წინ სწევს მას.

Genepax–ის მიერ წამოებული ავტომობილის საწვავს ჩვეულებრივი წყალი წარმოადგენს. ერთი ლიტრი წყალი საათში 80კმ განვითარების საშუალებას აძლევს. როგორც გამომგონებლები აღნიშნავენ, წყლის ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. ხსენებულ ძრავს WES ( Water Energy System )  დაარქვეს.

ოსაკის გამოფენაზე წარდგენილი ავტომობილის  ჯერჯერობით ერთადერთი ორიგინალი ოფიციალურ „შექებას“ ელის, რის შემდგომაც მისი სერიული წარმოება დაიწყება.

46ff42633ad2

e615e03e528d

ასე რომ კაცობრიობა ვითარდება, ის რაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებულია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close