უახლესი გამოგონებები: თანამედროვე პრინტერი – ფურცლისა და კატრიჯის გარეშე
ამიერიდან მე მოგიყვებით იმ უახლეს გამოგონებებზე, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს. მოყოლას კი სულ ახლად შექმნილი პრინტერით ვიწყებ, რომელიც არც მელანს და არც ფურცელს საჭიროებს.
PrePeat RP-3100 II, რომელიც იაპონურმა კომპანიამ Sanwa Newtec შექმნა, მომავლის ტექნოლოგიათა რიცხვს სრულიად თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ. ზემოთ ხსენებული პრინტერი არავითარ მელანს, ტონერს და სხვა სახის კარტრიჯს არ საჭიროებს. ასევე მას საოფისე ქაღალდიც არ სჭირდება. მათ მაგივრად ნაწერი სპეციალური პლასტიკის ფირფიტებზე გადადის. როდესაც ხსენებულ ფირფიტას გამოვიყენებთ, მისი ხელახლა მოხმარება სავსებით დასაშვები ხდება.
როდესაც ჩვენ ამ პლასტიკის ფირფიტებს საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ, მისი ხელახალი მოხმარებისათვის ის კვლავ პრინტერში უნდა ჩავუშვათ.
პრინტერი მას განაახლებს და შემდგომ დაბეჭდავს ნებისმიერ სხვა ტექსტს. ყოველ ასეთ ფირფიტას ათასჯერ გამოყენების ფუნქცია გააჩნია. თითოეული ასეთი პლასტიკის ფირფიტა 0.3 იენი ღირს.
როგორც უნივერსიტეტის სამედიცინო სფეროს პროფესორები აცხადებენ, ამ პრინტერს არავითარი დამატებითი გამოსხივება არ ახასიათებს და ამ კრიტერიუმით არ განსხვავდება სხვა ჭავლური თუ ლაზერული პრინტერებისგან.
ხსენებული გამოგონება საკმაოდ შეამცირებს საოფისე ფურცლებში და კარტრიჯებში გაწეულ ხარჯებს.
უკეთესი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ეს ვიდეო ფაილი.
ასე რომ კაცობრიობა ვითარდება, ის რაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებულია.