საკითხავისასარგებლოსურათები

google-მ გრის პატივი მიაგო

7901887c0963

შეამჩნევდით ალბათ:  დღეს google-მ, ესპანელი მხატვრის და სკულპტორის,  ხუან გრის შემოქმედება მთავარ გვერდზე გაიტანა.

1887 წლის  სწორედ დღევანდელ დღეს, 23 მარტს დაიბადა ესპანელი მხატვარი და სკულპტორი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში თითქმის მთელი სოცოცხლის განმავლობაში. მისი ნამუშევრები მჭიდროდ უკავშირდება ინოვაციური ხელოვნების ჟანრის – კუბიზმის – აღმოცენებას.

4723070bc0f5

გრი დაიბადა მადრიდში, ესპანეთი და სწავლობდა მექანიკურ ხაზვას მადრიდის ხელოვნების სკოლაში (Escuela de Artes y Manufacturas) 1902-1904 წლებში. 1904-05 წლებში ის ხატვას სწავლობს აკადემიურ ფერმწერ ხოსე მარია კარბონეროსთან.

1906 წელს გრი პარიზში გადადის და უმეგობრდება ანრი მატისს, ჟორჟ ბრაქს, ფერნანდ ლეჟერსა და ამედეო მოდილიანის. აქ გრი მისი კიდევ ერთი მეგორბისა და თანამოძმის, პაბლო პიკასოს, ძლიერი გავლენის ქვეშ ექცევა. მისი პიკასოს პორტრეტი (1912) ადრეული კუბიზმის მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პიკასოს ან ჟორჟ ბრაქის მიერ არაა შესრულებული.

 

199dd70fc8ec

პიკასოს პორტრეტი (1912) 
 

1910 წელს სერიუზულად ხატვის დაწყებამდე გრი იუმორისტულ ილუსტრაციებს აკათებდა ჟურნალებისთვის ლე რირ, ლასიეტ-ო-ბერ, ლე-შარივარი, და კრი-დე-პარი. 1912 წლისთვის მან უკვე თვითმყოფადი კუბისტური სტილი განავითარა.

84043d45ce7e

თავდაპირველად გრი კუბიზმის ანალიტიკურ სტილში ხატავს, თუმცა 1913 წლიდან ის სინთეტურ კუბიზმში ინაცვლებს, ამ სტილის მიმდევარი ხდება პაპიერ-კოლე’ს ინტენსიური გამოყენებით. პიკასოსა და ბრაქიგან განსხვავებით, რომელთა კუბისტური ნამუშევრები მონოქრომატული იყო, გრი ხატავდა მკვეთრი ღია ჰარმონიული ფერებით გამომწვევი ახალი კომბინაციებით მისი მეგობარი მატისის მანერით.

1922 წელს მხატვარმა პირველად სერგეი დიაგილევის საბალეტო სცენებისა და კოსტიუმების დიზაინი შექმნა.

გრის უმთავრესი აესთეტიური თეორიები მის 1924-25 წლის ნამუშევრებში გამოიხატა. 1924 წელს ის სიტყვით გამოდის სორბონაში სათაურით “Des possibilités de la peinture” (ფრანგ. ხატვის შესაძლებლობანი), სადაც საკუთარ თეორიებს აჟღერებს. ამავე პერიოდში გრის უმნიშვნელოვანესი გამოფენები მოეწყო პარიზში (სიმონის გალერეა), ბერლინში და დიუსელდორფში (ფლეხტჰაიმის გალერეები, 1923 და 1925).

ffbd87ecc4e8

გრი გარდაიცვალა ბულონ-სურ-სენში (პარიზი) 1927 წლის გაზაფხულზე 40 წლის ასაკში. დარჩა ერთი ვაჟი, ჟორჟი.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი პიკასოს საკუთარ მასწავლებლად მიიჩნევდა, გერტრუდ შტაინის მტკიცებით ”გრი იყო პერსონა, რომელსაც პიკასო სიამოვნებით ამოშლიდა რუქიდან”

2005 წლამდე გრის ერთ-ერთი ფერწერული ტილო $8,4 მილიონ ამ. დოლარად გაიყიდა.

 

 

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button