არქივი

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები #3

db3a941a4004
ესეც მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მესამე ნაწილი. იმედია მოგეწონებათ…

1. Seychelles

dc68c3d0b00a

10a3813055a9

f57efb09692f

b124a4751483

5230c103a473

კუნძულოვანი სახელმწიფო, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში კ. მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორეულია 1600 კმ-ით.
ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-მდე კუნძული, დასახლებულია მხოლოდ 33.
ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია — მაე(142 კმ²). მასზე მდებარეობს კუნძულების დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი.

2. The Pyramids of Giza, Egypt

7bb1c72a8f79

ce51f993b98a

იხილეთ ვიდეო:

თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო – მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. გიზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება. ის მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, მეოთხე დინასტიის მეორე მმართველმა, რომელიც უფრო ბერძნული სახელით, “ხეოფსითაა” ცნობილი. ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ. 2551-2528 წლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. ეს პირამიდა მამამისის სნოფრუს პირამიდა ეფუძნება, თუმცა მასზე ბევრად დიდია და პირამიდის მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გაზას დიდი პირამიდის აგებამდეც არსებობდა და მას შემდეგაც არაერთი ააგეს, მაგრამ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველს ოთხ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც გიზას დიდი პირამიდა.

3. Azores

cf97eae32ba5

3b9fa7f5a112

efd4f719b4e6

b79e8279b549

28bfb7690abd

ეს არის არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში. პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი. დედაქალაქი – პონტა-დელგადა. ამ არქიპელაგის ცხრა მთავარი კუნძული, სამ ცალკეულ ჯგუფს ქმნის და პორტუგალიის დასავლეთით 1600 კმ-ზეა გადაჭიმული. კუნძულები ვულკანთა ამოფრქვევისა და მიწისძვრათა შედეგად წარმოიქმნა. კლიმატი აქ ნოტიო სუბტროპიკულია და ამიტომ მცენარეები კარგად ხარობს.

4. Positano, Italy

527f47cd4a32

dabaa19ebfe5

3ae2a434130d

da2aa0178310

მდებარეობს იტალიაში. აქ უამრავი სასტუმროებია, აგრეთვე მრავალი გასართობი ადგილი. ქალაქი აშენდა 14 საუკუნეში. ამ ქალაქიდან იშლება ულამაზესი ხედები.

5. Tanah Lot, Bali

933d3cd2ed6b

848a5607f160

30d8dab8a0da

ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუძულ იავასა და ლომბოკს შორის. ბალი ამავე დროს ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციაა მის 33 პროვინციას შორის. დედაქალაქია დენპასარი.
კუნძულს რეკორდული რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, 3 551 000 (2009). მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს ინდონეზიის ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობა — ჰინდუ. მოსახლეობის 93.2% ბალის ინდუიზმის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი — ისლამის. ბალი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია თავის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ.

6. Palawan Island, Philippines

fe9ef45788b6

c6e5aa8b85aa

16c40f782bd3

568abaff7935

უდიდესი კუნძული პალავანის პროვინციაში, ფილიპინები. პალავანი მნიშვნელოვნადაა დაშორებული ფილიპინების სხვა კუნძულებს. ეს ტერიტორია ნაკლებ განვითარებულია, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ძველი ტრდიციებს მისდევს.
პალვანზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 430 000 ადამიანს. კუნძულის უმაღლესი წერტილია მთა მანტალინგაჯანი (2,085 მ). ფართობი შეადგენს 12,189 კმ²-ს და მსოფლიოს კუნძულებს შორის 64-ე ადგილი უკავია ფართობის მიხედვით.

7. Angel Falls, Venezuela

2b3ff2e26889

3fb7b5ca6c8e

847d26ff0e05

ჩანჩქერი ანხელი  ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გადმოედინება აუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.
ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმზ ეინჯელიმ 1936 წელს.

8. Tianzi Mountains, China

44d837ea1c48

888de990e8e2

5f3b010fd039

7c8378abd242

d8bfc4a0126c

2d8c045306c3

ef8afe99b921

მდებარეობს ჩინეთში. ამ ასობით მწვერვალების უმაღლესი წერტილი არის 1262,5 მეტრი ზღვის დონიდან.

9. Uluru, Australia

db3a941a4004

ff91a79066ba

ეროვნული პარკი ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაში, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. იგი მდებაორებს დარვინისგან სამხრეთით, 1431 კმ-ის დაშორებით. პარკი მოიცავს 1398 კვ. კმ-ს.
ამ პარკში მდებარეობს ულამაზესი მთა ულურუ. მისი სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია.

10. Hamilton Pool, Texas, USA

09bce87b7ae5

7e8867f387c4

449900f26585

de3bd360c971

ჰამილტონის აუზი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს აუზი წარმოიქმნა ბუნებრივად, როცა მიწისქვეშა გამოქვაბულის ზედა ნაწილი დაინგრა. დღეს ამ ადგილს უამრავი მნახველი ყავს.

გაგრძელება იქნება…..

მსგავსი ამბები

Back to top button