საკითხავისასარგებლოსურათები

ზღვის ვარსკვლავი “აკანტასტერი”

42c03f4e1670
“აკანტასტერი” ერთადერთი შხამიანი ზღვის ვარსკვლავია,ამის გარდა ის არის მავნებელი პარაზიტი რომელიც ანადგურებს მარჯნებს.ერთი დღის მანძილზე შეუძლია 2 კვადრატული მეტრი მარჯნის განადგურება.არადა მხოლოდ ერთ ვარსკვლავს ასეთი ზიანი მოაქვს და რა წარმოიდგინეთ რა იქნება რამდენიმე ასეული ვარსკვლავის შემთხვევაში.

ძირითადად “აკანტასტერი” წითელი ზღვის თბილ წყლებში,ინდოეთისა და წყნარი ოკენაის ტროპიკულ ნაწილში ბინადრობს.ისინი დიდი რაოდენობით არიან დიდ ბარიერულ რიფთან რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.

4f64116cfe83

ზღვის ზღარბის ზღვის შროშანების მსგავსად ეს პარაზიტი დაფარულია ნემსებიანი კანის საფარით.მათ სიმეტრიული სხეული და წყალსისხლძარღვოვანი სისტემა აქვთ.ეს იმას ნიშნავს რომ მათი სხეული ღარებადაა დაყოფილი რომელშიც ზღვის წყალია.”აკანტასტერი” ამ ტიპის ცხოველებისგან განსხვავებით დიდი ზომით გამოირჩევა.

7e4903388c5b

მისი სხეულის დიამეტრი ხშირ შემთხვევაში 50 სანტიმეტრსაც კი აღწევს მაგრამ არიან უფრო დიდებიც.ზღვის ვარსკვლავს 5 კიდური აქ მაგრამ “აკანტასტერი”_ს შეიძლება 12-23 მდე სხივი ქონდეს.რაც უფრო დიდი ასაკისაა ვარსკვლავი მით უფრო მეტი სხივი შეიძლება ამშვენებდეს.ის ასევე გამოირჩევა თავისი შეფერილობით.შეიძლება იყოს სტაფილოსფერი,წითელი,ლურჯი ან მწვანე.

92f7d7bd1541

მისი სხეული ბასრი და შხამიანი ეკლებითაა დაფარული რომლის ადამიანის სხეულში მოხვედრამაც შეიძლება სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს,მხოლოდ მუცლის მხარე აქ დაუცველი.ეკლების სიგრძე 3-5 სანტიმეტრამდეა.მისი გადაადგილების სიჩქარე საათში 10 სანტიმეტრია.

5e2d0294cb06

მათ ძირითად საკვებს მარჯანი წარმოადგენს და წელიწადში 13 კვადრატულ მეტრ მარჯანს ანადგურებს.ეს ციფრი უმნიშვნელოა მაგრამ თუ მათ რაოდენობაზე გავამრავლებთ სურათი მკვეთრად შეიცვლება.

ac11896866ff

საჭმლის გადამუშავება შემდეგნაირად ხდება: იგი ცოცდება მარჯანზე ზედ გადაეფარება და ამ ყველაფრის შემდეგ დაუცველი მხრიდან კერძოდ კი კუჭიდან გამოყოფს მომნელებელ ფერმენტს.ეს ფერმენტი მარჯანში აღწევს და ფაფად აქცევს მას.სწორედ ფაფად ქცეული მარჯანი წარმოადგენს მის საკვებს.

39fb4d0f23ae

“აკანტასტერი”_ის განადგურება არც თუ ისე ადვილია,თუ მას კიდურს მოვაჭრით მის ადგილას ახალი ვარსკვლავი დაიაბდება.მას გააჩნია სწრაფი რეგენარაციის უნარი.

4f9d44515ca9

მსგავსი ამბები

Back to top button