კარაკურტი (შავი ქვრივი) ნაწილი 2
ვაგრძელებ პოსტის წერას კარაკურტის შესახებივნისში ან ივლისში კარაკურტი თავის ცხოვრების გზას იწყებს-ჯერ, როგორც წესია, პარკში შეხვეული კვერცხის სახით. პარკი საკმაოდ დიდია 7-15 მმ. მისი ორი კედლის-ფაშარისა დამკვრივის უკან 50-600 კვერცხია. თბილ ამინდში 5-7 დღის შემდეგ კვერცხის გარსიდან უკვე უმწეოდ მოფართხალე ციცქნა ობობები მოძვრებიან. კიდევ რამდენიმე დღე და კანს იცვლიან. ჩვენ უკვე ვიცით, როგორი შესახედაობისანი არიან ისნი ახლა. ხალებიანი სამოსიც შეიძინეს, სააბლაბუდე ჯირკვლებიც და შხამიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ჩახუტებულნი წყნარად სხედან პარკში და მათ ირგვლივ არსებული ბუნება სულაც არ აინტერესებთ. ასე ერთად, ძმურად არიან შეყუჟული მზრუნველი დედის მიერ ნაქსოვ აკვანში მომდევნო გაზაფხულამდე.
გაზაფხელზე კი, მზე რომ დააცხუნებს, ზამთრის გარინდებიდან გამოერკვევიან და ენერგიულად აფუთფუთდებიან მსხლისებურ აბრეშუმის პაკეტში. ახლა კოლექტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ როგორმე გარეთ გამოძვრნენ: მზე და გაშლილი ველ-მინდვრები თავისკენ უხმობს მათ. მაგრამ ამისათვის ჯერ გზა უნდა გაიკვლიონ საპლრობილის მკვრივ, პერგამენტისებურ კედლებში, ასე ჯიუტად რომ ეფარებიან ჰორიზონტს.
პაწიები რიგრიგობით უშვებენ პირიდან რაღაც ხსნარის წვეთს, პარკის კედელს ჟღენთენ, მერე კი დასველებულ ადგილს საქმიანად ფხეკენ ქელიცერების ფრჩხილებით. ხვრელი ფართოვდება და მასში მოჩანს, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს ტყვეობაში მყოფი ძმები და თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას კვეთენ კედელში.
მოძვრება პირველი, თვალები უბრწყინავს და ფეხებს უმწეოდ ასავსავებს ჰაერში, მაგრამ როგორც კი საყრდენ წერტილს იპოვის, მაშინვე ზევით, სინათლისაკენ მიეშურება.