გართობაუცნაური

შაოლინის მონასტერი

be4914a2212b

უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. შაოლინელი ჟამთააღმწერლის გადმოცემით, მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთა შაოშიზე მდებარე მონასტერს ნიშნავს.

d50eb4027981

67fcae8015de

სუნშანის მთებში მდებარე შაოლინი ამჟამად ერთადერთი მონასტერია, თუმცა ადრე ჩინეთში ამავე სახელწოდების 10 მონასტერი არსებობდა. შაოლინი მთის ფერდობზე ისეა აგებული, რომ ყოველი მომდევნო შინა ეზო წინამდებარეზე მაღლაა გაშენებული. მსგავსი ნაგებობა ბუდისტური მონასტრებისთვისაა დამახასიათებელი და განვითარების შემდგომ საფეხურზე ასვლის სიმბოლოა. ერთი შეხედვით შაოლინი ციხე-სიმაგრეს წააგავს, რომლის მიღმაც სავარჯიშო დარბაზები, ბერების სენაკებია განთავსებული. ბერების პატარა საცხოვრებლებში მხოლოდ მაგიდა, სკამი და უხეში ჭილოფია, ანუ ნივთების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ბერებს მხოლოდ ორი სამოსი აქვთ- ყოველდღიური და რიტუალური დანიშნულების, რამოდენიმე ჩუსტი და კრიალოსანი.

აღსანიშნავია, რომ შაოლინი არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე გადამწვარა, ამჟამინდელი სახე კი გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიძინა, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია.

07188c4572ef

ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა მთის ფერხთით გაშენებული მონასტერი დენ-ბუდიზმის მიმდევარმა ინდოელმა ბერმა ბოდჰიდჰარმა, 1511 წლის წინ დააარსა. ლეგენდის თანახმად, ბოდჰიდჰარმი მდიდარი ინდოელი პრინცის შვილი იყო, რომელმაც უზრუნველი ცხოვრება ბუდისტური მოძღვრებისთვის მიატოვა. მთის მწვერვალზე ცნობილი გამოქვაბული მდებარეობს, რომელსაც ბოდჰიდჰარმი მედიტაციისთვის იყენებდა. იქ დღესაც შემორჩენილია მისი წითელი მოსასხამი და ყვითელი ანაფორა.

კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ადგილას ხის მჭრელმა ხუეიკომ მარჯვენა ხელი მოიკვეთა და იგი ბოდჰიდჰარმს წინ დაუდო. ამ ჟესტით მან სურვილი გამოთქვა დიდი მასწავლებლის მოსწავლე გამხდარიყო. მას შემდეგ, ერთგულებისა და თავდადების დასტურად, სხვა ბუდისტებისაგან განსხვავებით, შაოლინელი ბერები თავს ხრიან და მკერდთან მხოლოდ ერთი ხელი მიაქვთ.

bdb23bb381a8

სწორედ ბოდჰიდჰარმას მოსწავლეებმა სექმნეს უშუს ორთაბრძოლის უნიკალური სისტემა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია პოპულარული. დროთა განმავლობაში შაოლინულინური ორთაბრძოლის სისტემა უფრო სრულყოფილი გახდა. , ეციალისტთა აზრით სწორედ ამან დაუდო საფუძველი იაპონურ კარატესა და ჩინურ ტაიკვანდოს.

ორთაბრძოლის ამ სახეობას აღზევების ხანა XX საუკუნის ბოლოს დაუდგა, როდესაც ბრიუს ლისა და ჯეკი ჩანის მონაწილეობით გადაღებული ფილმების გავლენით, ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდობა აღმოსავლური ორთაბრძოლების სახეობებით “დაავადდა”.

მონასტრის ტრადიციები დღესაც გრძელდება: საოლინის მორჩილები დილის 5 საათზე დგებიან და ღამის 11 საათზე იძინებენ. სიფხიზლის 18 საათი ლოცვებით, მედიტაციით, ვარჯიშით, ქადაგებებით არის დატვირთული. 6 საათიანი ვარჯიში მათი დღის რეჟიმის აუცილებელი ატრიბუტია. მონასტერში სადაც დაახლოებით 100 ადამიანი ცხოვრობს მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრების წარმატების საწინდარი სულიერი და ფიზიკური განვითარების ჰარმონიულობაა, ამიტომ კიდევ 6 საათს დზენ-ბუდიზმის დოქტრინების შესწავლას უთმობენ.

cf7e8c2e5020

მშობლებს შვილების მონასტერში შეყვანა 5 წლიდან შეუძლიათ. შვილების მომავალ შაოლინელებად აღზრდაში ისინი 1000 იენამდე იხდიან, რაც 100 დოლარზე ოდნავ მეტია. უფროსებისთვის ეს ბედნიერება გაცილებით ძვირი – 500 დოლარი ჯდება. მორჩილი თითქმის თავისუფალია, მას გასვლა და უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ როგორც კი მორჩილი 25წლის გახდება მან არჩევანი უნდა გააკეთოს: ან მონასტერი უნდა დატოვოს, ან ბერობის აღთქმა უნდა დადოს. მეორეს არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლებას სამუდამოდ უნდა გამოეთხოვოს.

შაოლინის მონასტერი ჩინეთში ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ყოველწლიურად მას მილიონობით ტურისტი სტუმრობს. მაგალითად 1999 წლს მას 1,3 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა, რამაც ადგილობრივ ხაზინას 66 მილიონი დოლარი შემატა. ალბათ მიხვდებით, რომ ეს შემოსავლები მთლიანად სახელმწიფოს ხმარდება, ამიტომ მონასტერს შემოსავლის გაყოფა რომელიმე კერძო ფირმასთან არ სურს. წილში ჩაჯდომის ნებისმიერი მცდელობია აღსაჯვეთად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტურისტულ სააგენტოებს შაოლინში რამე სახის საქმიანობა აკრძალა.

თავის მხრივ, ბერები მათთან მისულ ტურისტებს მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობენ და ერთ დროს საიდუმლო ორთაბრძოლის ილეთებს უჩვენებენ. რამდენიმე წლის წინად კი უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა: მონასტერმა საკუთარი რეალური შოუს დაწყების შესახებ განაცხადა. შოუს “ჩინური კუნგ-ფუს ვარსკვლავი ძიება”ერქვა.

მონასტრის ირგვლივ მოქმედი სკოლების ბაზაზე მსახიობთა სპეციალური დასი შეიქმნა, რომლებიც ჩინეთსა და ქვეყნის გარეთ წარმატებულ გასტროლებს ატარებენ.

რამოდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ იუნესკო შაოლინის მონასტრის კულტურის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

7bd5a3969a85


წყარო: “მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები”

altavista.com

google.com

yandex.ru

youtube.com

Back to top button