საკრედიტო ბარათების უჩვეულო დიზაინი
საკრედიტო ბარათი ეს არის არის პლასტიკური ფირფიტა, რომლის მაგნიტურ ლენტზე შეყვანილია მფლობელის, ანუ თქვენი მონაცემები. ბარათი ბანკის მიერ გამოშვებული სახელობით ფულად დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც არამარტო ზღუდავს ქაღალდის ნიშნების (ბანკნოტების), ანუ ნაღდი ფულის მიმოქცევას მოსახლეობაში, არამედ სხვა დადებითი მხარეებიც აქვს – მაგალითად უსაფრთხო მოგზაურობა, ქურდების და ყაჩაღებისაგან დაცვა და კიდევ ბევრი სხვა…
ჩვენს საფულეებში ხშირად ინახება ყველაზე ჩვეულებრივი და მოსაწყენი საკრედიტო ბარათები, რომლებიც მხოლოდ იქ არსებული თანხები გვახარებს და „აღფრთოვანებას“ იწვევენ ჩვენში, მაგრამ არსებობს საკრედიტო ბარათები უჩვეულო დიზაინით;
გთავაზობთ ნახოთ ყველაზე კრეატიული საბანკო ბარათების ნაკრები:
ბარათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ან მომსახურება ბანკის მიერ დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში.
საკრედიტო ბარათები ერთმანეთისგან განსხვავდენიან წლიური საპროცენტო განაკვეთით, დიზაინით, მიზნობრიობით, სტატუსით, საკრედიტო ლიმიტით და მოთხოვნებით მისი მფლობელების მიმართ.
საკრედიტო ბარათებით სარგებლობა რეკომენდირებულია უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით რადგან, როგორც წესი თანხის განაღდების საკომისიო საკრედიტო ბარათებს აქვთ ძალიან მაღალი და მისი მოხმარების ღირებულებას ხშირ შემთხვევებში ზრდის წლიურ 50%-მდე. ასე რომ, იქონიეთ ეს ბარათი !