არქივი

10 ულამაზესი ტბა მსოფლიოში

e4774c8028ce
პოსტში იხილავთ მსოფლიოს 10 ულამაზეს ტბას. გაგრძელება

1.მალავის ტბა

05875401ee97

მალავის ტბა მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიას შორის. ეს ტბა აფრიკის ყველაზე ღრმა ტბებს შორის მეორე ადგილს იკავებს, მისი სიღრმე 706 მეტრია. მისი ასაკი მინიმუმ 40.000 წელია. ამ ტბაში არის 1000 სახეობის ულამაზესი და ეგზოტიკური თევზი. სამწუხაროდ მათი რაოდენობა თანდათან მცირდება, რადგან თევზაობა გადაჭარბებულია.

2. პეიტოს ტბა

d4d175e3397a

ტბა მდებარეობს კანადაში ბანფის ეროვნულ პარკში. ეს ტბა გარშემორტყმულია ულამაზესი ლანდშაფტით. ტბა იკვებება მყინვარებიდან ნადნობი მდინარეებით. ტბა არის გასაოცარი ფირუზის ფერის.

3. კრატერის ტბა

47c7b1a55d8a

კრატერის ტბა წარმოქმნილია ვულკანში. იგი არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ღრმა ტბა. ტბას გარშემო აკრავს ულამაზესი ლანდშაფტი

 4. კომოს ტბა

a5588b76259d

კომოს ტბა მდებარეობს მილანთან ახლოს მთიან ადგილას. სანაპირო ზოლზე გადაჭიმულია შუასაუკუნოვანი დასახლებები უძველესი ციხესიმაგრეებით. აქ მდებარეობს ყველაზე პრესტიჟული სასტუმროები. იგი წარმოადგენს პოპულარული ტურისტული მნიშვნელობის ადგილს იმიტომ რომ აქ არის ზომიერი ამინდები,ულამაზესი ლანდშაფტი, და ველური ბუნება. მისი ფართობი 146 კმ²-ია და წარმოადგენს იტალიის სიდიდით მესამე ტბას გარდასა და ლაგო-მაჯორეს შემდეგ. 400 მ სიღრმით, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა და მისი ფსკერი ზღვის დონიდან თითქმის 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.

 5. ტაალის ტბა

4abd24c7f7dc

ტაალის ტბა მდებარეობს ფილიპინებში. არამარტო ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მსოფლიოში, აგრეთვე იგი არის ყველაზე საშიში ტბა. რადგან მასთან ახლს მდებარეობს ვულკანი. ეს ტბა ვულკანური წარმოშობისაა. ტაალის ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სწორედ ამიტომ ითვლება იგი საშიშ ტბად. იგი ჩამოყალიბდა 100.000 წლის წინ, როცა მიმდინარეობდა ვულკანის აქტიური ამოფრქვევა. ტურისტებისთვის იქ მისვლა შეზღუდულია, რადგან ვულკანი შეიძლება ნებისმიერ დროს “გაბრაზდეს :)” და მათ საფრთხე დაემუქროთ .

 6. ატიტლანის ტბა

d61cf30004d6

ეს არის ძალიან ლამაზი ვულკანური წარმოშობის ტბა. მისი სიღრმე 600 მეტრია. იგი გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით. ამ ტბის ირგვლივ არის ულამაზესი სოფლები

 7. ტბა გარდა

0276f5c04e1d

იტალიის ერთერთი უდიდესი ტბა. მას აქვს დიდი ტურისტული დანიშნულება.. ტბა გარშემორტყმულია ულამაზესი პლაჟებით და გასაოცარი ხედებით. ტბის სამხრეთით არის პატარა ულამაზესი სიოფლები, სადაც უამრავი ტურისტი ჩადის. ტბაში გვხვდება პატარ-პატარა კუნძულები

8. ანეცის ტბა

d0e9b20edd99

მდებარეობს საფრანგეთში. გარდა იმისა რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა, იგი აგრეთვე მსოფლიოს ყველაზე სუფთა ტბაა. ეს ტბა ცნობილია თავისი მრავალი ტურისტული ცენტრით, ატრაქციონებით და სხვა. აქ მოგზაურობა დაუვიწყარია.

9. პლიტვისის ტბა

bcaa3797e99a

fdb24ab8fbdc

e1748c3c04ea

eb95711fd373

ეს ტბა მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, ეს ერთ-ერთი ადგილია რომელიც დაემატა იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არის ულამაზესი ტბის კასკადები. სულ არის 16 პატარა ტბა, სადაც წარმოიქმნება უამრავი პატარა მდინარე. ამ პატარა ტბებს აქვს საოცარი თვისება – თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ფერი, რომელიც იცვლება ღია ცისფერად

 10. მატესონის ტბა

bda11cdc6722

ტბა მდებარეობს ახალ ზელანდიაში. ტბის ზედაპირი ყოველთვის წყნარია და მისი ანარეკლი ულამაზესია.. ტბას გარშემორტყმული აქვს ხეები.. აქ მართლაც ულამაზესი ლანდშაფტია, აგრეთვე გვხვდება ველური ბუნებაც

მსგავსი ამბები

Back to top button