ძვირფასი ქვა “ტურმალინი”
არსებობს ძვირფასი ქვა სახელად “ტურმალინი”. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ქვა ხშირ შემთხვევაში ბრილიანტზე ძვირად ფასობს.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ტურმალინი_ს ქვა მინერალურ ქვებს შორის ყველაზე გასაოცარი და ძვირფასია. მისი მასიური მოპოვება უახლოეს წარსულში დაიწყო, მანამდე კი მხოლოდ ერთ ადგილას, კერძოდ ბრაზილიის შტატ პარაიბა_ში. ეს ქვა აღმოჩენილი იქნა 1987 წ. ისინი აღმოაჩინეს შემთხვევით სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, როდესაც ხელოსნები ამუშავებდნენ 500 მილიონი წლის წინ წარმოქმნილ პეგმატიტებს.
პარაიბას ტურმალინი:
ასე წარმოიშვა სახელწოდება “პარაიბას ტურმალინი”. ამგვარად დღესდღეობით ეს ქვა ითვლება ყველაზე უძველეს საიუველირო ქვად. გასაოცარია ისიც, რომ ამ ქვის შეფერილობა სხვადასხვაგვარია: იისფერი, სალათისფერი, გარკვეულწილად ზოგი ნეონისებური ელვარებითაც გვანცვიფრებს.
კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ამ ქვას გააჩნია, არის ის რომ ის თავის სიკაშკაშეს არ კარგავს მაშინაც კი, როდესაც სულ მცირე სინათლის სხივი ეცემა. არცერთ ფოტოკამერას არ შეუძლია ასახოს ამ ქვის სიკაშკაშე.
მფლობელები ისე აღაფრთოვანა ამ ქვამ, რომ 1989 წლამდე მთელი მთა ჩამონგრეული იქნა ტურმალინის მოსაპოვებლად. ახალი საბადოების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ამიტომ ძებნა განაგრძეს და იპოვეს კიდეც გვერდით მდებარე შტატში “რიო გრანდე დუ ნორტე”_ში. ტურმალინის მასებში გასვლა მოხდა 1990 წელს არიზონას შტატში გაამრთულ ბაზარზე. გასაოცარია, მაგრამ ნეონისფერი ტურმალინის ფასი თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა 100 $ იდან 2000$ მდე თითო კარატზე. ფასების ასეთი სწრაფი ზრდა არ ახსოვს არცერთ ძვირფას ქვას (1 ჯგუფის ქვებს შორის).
ნეონისფერი შეფერილობა დაჰკრავს ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოპოვებულ საბადოებზე. ამ ტიპის ქვებზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა და ძვირფასი ქვების ექსპერტი “ანტონიო ბერნარდო” ახასიათებს ქვას შემდეგი სიტყვებით: ეს შესანიშნავი ქვის ფერი ერთდროულად წარმოაჩენს ოკეანეების უკიდეგანო სივრცეს და მის თავზე ცისფერ ცას.
Tiffany & Со, ცნობილია იშვიათი ქვებისადმი სიყვარულით და ერთ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ამ ქვის წარმოება საიუველირო საქმიანობაში. მართალია, ამ ქვის დიდი ნატეხები იშვიათად გვხვდება, თუმცა თითოეული ასეთი ნატეხისგან იქმნება შედევრი.
2000 წელს აფრიკაში, ნიგერიაში და მოზამბიკში აღმოჩენილი იქნა ტურმალინი, თუმცა მისი შეფერილობა მომწვანო ფერისა იყო და ამის გამო ვერ უწევს დიდ კონკურენციას ბრაზილიაში აღმოჩენილ “პარაიბას ტურმალინს”.
ვარდისფერი ტურმალინი კარგად ეხამება თეთრ ოქროს და სილამაზით არ ჩამოუვარდება ლალის ქვასაც. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ტურმალინის ქვა რჩება იშვიათ და ყველაზე გასაოცარ ქვად.