საინტერესო ფაქტები ყავის შესახებ <3
ძალიან საინტერესო პოსტი ყავის მოყვარულთათვის. გირჩევთ წაიკითხოთ და გაიგოთ უფრო მეტი თქვენი საყვარელი სასმელის შესახებ.
1) რომის პაპს, კლემენტ VII-ს უყვარდა ყავა, ამიტომ მან ყავის მოხმარება ნებადართული გახადა.
2) კოფეინის ხის ნაყოფი ცოცხლობს 50-დან 70 წლამდე.
3) ყავის მარცვლები თავდაპირველად არის ყვითელი, შემდეგ ნარინჯისფერი და შემდეგ მუქი წითელი, მორწყვიდან 6-8 თვის შემდეგ.
4) ყავის ხე შესაძლოა აყვავილდეს რვაჯერ წელიწადის განმავლობაში – წვიმების ინტენსივობის შესაბამისად.
5) ყვავილობისას, ყავის ხე იფარება 30,000-მდე თეთრი ყვავილით, რომელიც გადაიქცევა ნაყოფად 24-26 საათის შემდეგ.
6) ყავა არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელი, რომელიც წელიწადის განმავლობაში ტრილიონ ნახევარჯერ მოიხმარება.
7) ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს, რომელიც პროცენტულად 70 % – ს უდრის, ბრაზილიის წილი 30 % – ს, ხოლო კოლუმბიის 12 %.
8) მსოფლიოს მაშტაბით 25 მილიონი ადამიანია დაკავებული ყავის ინდუსტრიით.
9) ბრაზილიაში 5 მილიონი ადამიანია ყავის ინდუსტრიით დაკავებული.
10) ყავის 60 %-ს რძესთან და შაქართან ერთად მიირთმევენ, 40 %-ს შავს.
11) კაცები სვამენ ოდნავ მეტ ყავას, ვიდრე ქალები.
12) ბახმა დაწერა კანტატა ყავაზე 1732 წელს.
13) პირველად ევროპელებმა დაამატეს შოკოლადი ყავას, ადრეულ 1600 წელს.
14) სკანდინავიაში დაფიქსირებულია ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ყავის მოხმარება – 12 კგ წელიწადში. (ესენი ეტყობა მე არ მიცნობენ :დ)
15) ყავის რეგულარულ მომხმარებლებს სხვა დანარჩენებთან შედარებით, აქვთ ასთმით დაავადების გაცილებით დაბალი კოეფიციენტი.