გართობა

ძველი თბილისი-ნარიყალა

4fc694db230f

ძველი თბილისი — თბილისის ადმინისტრაციული რაიონი 2007 წლიდან, მოიცავს მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის რაიონებს, ტრადიციულად აღნიშნავს ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

რაიონი მოიცავს მტკვრის ორივე სანაპიროს და ძირითადად წარმოადგენს XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით, რომელთაგან რამდენიმე ნაგებობა V საუკუნით თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო.

5417b8613460

ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით.ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

6831d5009566

ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან.

0c0ea661f1ee

ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.

5a3a0e4e11e4


ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც “შურის ციხე”. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას “ნარინ ქალა” (“მცირე ციხესიმაგრე”) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

წყარო-(ჩემი გაკეთებული რეფერატი)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button