არქივი

ნაფიცმსაჯული….

57486bd2cfa7

უცნაური გადავათვალიერე და ნაფიც მსაჯულებზე ვერაფერი ვნახე, ამ პოსტში თქვენ გაიგებთ მათზე ბევრ ისეთ რამეს რაც აქადე არ იცოდით. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი ნაფიც მსაჯულების შესახებ, დებატებისთვის მჭირდება და თქვენი აზრი მაინტერესებს!!!

სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაკვალიფიცირებულ დანაშაულს, რომელიც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, თბილისის მასშტაბით ნაფიცმსაჯულები განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღება სწორედ მათი ვერდიქტის საფუძველზე მოხდება.ასევე განსასჯელ პირს უფლება ექნება უარი თქვას ნაფიცმსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში თანხმობა პროკურორმა უნდა გასცეს.რაც შეეხება განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებულ პროცედურას, ნაფიცმსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანა ერთხმად ხდება, თუ ეს ვერ მოხერხდა, ნაფიცმსაჯულებს უფლება აქვთ სათათბირო ოთახში დამატებით ორჯერ გამართონ თათბირი, თუმცა თუ ვერდიქტზე მაინც ვერ შეთანხმდებიან, საქმეს კვლავ სხვა ნაფიცმსაჯულთა შემადგენლობა განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ განაჩენს ვერც ნაფიცმსაჯულთა ახალი შემადგენლობა გამოიტანს, განსასჯელის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დგება.2012-2014 წლებში ნაფიცმსაჯულების მონაწილეობით აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებული დანაშაული უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით განიხილება.
აქ კი თქვენ უფრო დაწვრილებით გაეცნობით თუ რა არის ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი და რა მოთხოვნები ეკისრებათ მათ!!!
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები მუხლი 27. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო
მსაჯულისგან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე
ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე
ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები –
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.

მუხლი 28. ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური
გარანტიები

1.ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად
მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა
დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური,
სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საჯარო მოსამსახურეს და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ
ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში
მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
3.სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი
მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ
ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების აკომოდაციით
დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის
მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი
მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან.

მუხლი 29. მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულისადმი

პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო
პროცესში, თუ:
ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია
ამომრჩეველთა ერთიან სიაში;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს
განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი;
დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც
ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

მუხლი 30. შეუთავსებლობა

პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც
მსაჯულად, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების
რომელიმე საფუძველი ან/და:
ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;
ბ) იგი გამომძიებელია;
გ) იგი პოლიციელია;
დ) იგი ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ე) იგი სასულიერო პირია;
ვ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ზ) იგი ბრალდებულია;
თ) იგი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;
ი) მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად
უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი
გამოცდილების საფუძველზე;
კ) იგი ფსიქოლოგია;
ლ) იგი ფსიქიატრია;
მ) იგი იურისტია.

მუხლი 31. უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის
შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს
მნიშვნელოვან ზიანს;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს
გარეთ;
ე) 70 წელს გადაცილებულია

კარი VI
წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
თავი XXII
წინასასამართლო სხდომა

მუხლი 221. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა

1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე
ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, თავის
მიერვე განსაზღვრული ბიჯის გამოყენებით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის
კანდიდატთა სიას 50 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს
მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი ადგილის
მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში
მითითებულ ვადაში. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების
საფუძველზე.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია
ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა
შერჩევის ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ
მსაჯულების შერჩევის პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის
განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის
უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი
სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით
წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში ანბანური თანამიმდევრობით მიეთითება
პირის გვარი, სახელი და მისამართი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე
ეგზავნებათ უწყება, სადაც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, ადგილი და
გამოცხადების სავალდებულოობა.
6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსით
განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს
სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.

მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა

1. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც
სხდომის მდივანი აცხადებს მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები
კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და
მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.
3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის
მიზანს;გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს
გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული
იქნება საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა
მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.

მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება

1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების
შესახებ შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალდების
მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე.
2. მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს
მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს
საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და
წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.
3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ
შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისთვის დასმასაც
აპირებენ.
4. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები
გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი
ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი
ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც
შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად
განხილვაში.
5. მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა
ხელყოფდეს მის პირად, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის.
მსაჯულობის კანდიდატს შეიძლება მოეთხოვოს აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ
მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ აღნიშნული ინფორმაციის
გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს,
მსაჯულობის კანდიდატი ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ სხდომის
თავმჯდომარეს.
6. დაუსაბუთებელი აცილება არ შეიძლება იმგვარად იყოს
გამოყენებული, რომ მოხდეს მსაჯულობის კანდიდატთა დისკრიმინაცია რასის,
კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური
შეხედულებების, რაიმე გაერთიანების წევრობის, ეთნიკური, კულტურული და
სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,
ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის
საფუძველზე.
7. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს
შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც
მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში.
თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან
თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებისადმი.
8. აცილებისა და თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს მოსამართლე
განიხილავს საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილებულმა
მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
9. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა
რაოდენობა სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე გადადებს სხდომას არა უმეტეს 10
დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არა უმეტეს 30
კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით
დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.
10. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო
თავისუფლების აღკვეთას, მხარეს 12 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების
უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია განაცხადოს 6
დაუსაბუთებელი აცილება.
11. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, თითოეულ მათგანს დამატებით 3
კანდიდატის დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ეძლევა. იგივე
უფლება ეძლევა ბრალდების მხარეს. თუ რომელიმე ბრალდებული სრულად არ
გამოიყენებს აცილების განცხადების საკუთარ კვოტას, მისი გამოყენების უფლება
ენიჭება იმავე საქმეში სხვა ბრალდებულს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე
სარგებლობს იმდენივე დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით,
რამდენითაც ისარგებლა ყველა ბრალდებულმა საერთო ჯამში.

მუხლი 224. კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად

1. აცილების შემდეგ დარჩენილი პირველი თოთხმეტი მსაჯულობის
კანდიდატი შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მათგან პირველ თორმეტ
კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო დანარჩენი
ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული.
საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს
გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას და სასამართლოს
თათბირს. სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი,
გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის
თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს
შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.

თავი XXIII
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლო თანახმაა, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობის გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე,
შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან
სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე
როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს
ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს
განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს
მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
3. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის
უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი
კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით,
საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში.

მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოსადმი

1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის
თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს
გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ
შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და
საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები
ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე
უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს
მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ
მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში
გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და
კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის
წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა
მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს
ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ
საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა
კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:
ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;
გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი
ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის
თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს
გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;
ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და
გამოიყენონ ჩანაწერები;
ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს
გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს
მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს
გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა
გამოყენებით;
ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;
თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე
გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება
გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის
წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან
გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.
5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის
იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.
6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც
მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან
დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობით
განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით
ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს
წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები. ამ
შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი
ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 232. ნაფიცი მსაჯულის შეცვლა სათადარიგო მსაჯულით

1. თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ნაფიც
მსაჯულს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, გამოვლინდა მისი აცილების
საფუძველი, ნაფიცმა მსაჯულმა დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები, სხდომის
თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულს ათავისუფლებს მისი მოვალეობის შესრულებისაგან
და მის ნაცვლად ნაფიც მსაჯულად ნიშნავს მსაჯულთა სიაში მომდევნო
სათადარიგო მსაჯულს.
2. თუ ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა ნაფიც მსაჯულთა ამ კოდექსით
განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, სხდომის თავმჯდომარე იწყებს
მსაჯულთა ხელახალ შერჩევას და საქმის განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით
იწყება თავიდან.

მუხლი 233. უფროსი მსაჯული

1. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან
წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს.
2. უფროსი მსაჯული თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით
მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს
შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე
აცხადებს მას.
3. უფროსი მსაჯულის გათავისუფლების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ირჩევს ახალ
უფროს მსაჯულს.

მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება

1. უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს.
ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: „ვფიცავ, პატიოსნად და
მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო
ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის
საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“.
2. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით
ყოველი მსაჯული ამბობს: „ვადასტურებ!“.
3. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.
4. ფიცის დადების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
5. ნაფიცი მსაჯული ფიცს ფეხზე ამდგარი დებს.
6. ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს
განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი

1. ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:
ა) სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
ბ) წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი
მტკიცებულებების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის
თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ, მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების
შესახებ, მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი
განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.
2. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას
ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში
გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც
ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.

მუხლი 236. ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის
კანდიდატთა) მოვალეობანი

1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის
გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის
თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება
სხდომის ფარგლებს გარეთ;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის
საიდუმლოების დარღვევა;
ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის
შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან
დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
თათბირს.
3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული
ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს, რომ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა
მოვალეობის შესრულებისაგან.

მუხლი 237. ნაფიცი მსაჯულების სავალდებულო ინფორმირება საპროცესო
შეთანხმების არსებობის თაობაზე

სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს აწვდის ინფორმაციას
განსახილველ საქმესთან არსებითი კავშირის მქონე საკითხებზე საპროცესო
შეთანხმების არსებობის თაობაზე.

მუხლი 238. ბრალდებულის ნასამართლობა

ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ეცნობოთ
ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ (თუ ეს არ არის წარდგენილი
ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ან/და გამიზნული არ არის
ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად), აგრეთვე ნებისმიერი სხვა
მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი არა აქვს ბრალის დამტკიცებასთან.

3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი
ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილება

მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი

1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი
მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და
სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო
ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის
თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული
თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის
თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი
ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი
ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი
თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით
დამოკიდებულებას საკითხისადმი. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი
შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ
აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან,
უგულებელყოფს მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს, ითვალისწინებს იმ
მტკიცებულებას, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოში, გამოხატავს აშკარა
მიკერძოებას ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში
მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული და მის მიერ
დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაითხოვოს იგი. მოსამართლე ასევე
უფლებამოსილია ამავე საფუძვლით დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული
შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის
სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის
მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო
შედეგებს.

მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება

თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში
ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის,
ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის
თავმჯდომარეს ერთჯერადად წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების
თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ
კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს
გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

წყარო: ახალი კონსტიტუცია და სულ,სულ ცოტა მე!!!

მსგავსი ამბები

Back to top button