გართობაუცნაური

ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ არსებობდნენ

e0df7d1f56f0

გაგიგიათ ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ: მდიდრები, ჰქონდათ მაღალი სტატუსი თუ წოდება, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩენილები, იყვნენ ჯანმრთელები მაგრამ არც არასდროს არ არსებულან?!

ბეტი კროკერი
b01cc25fdff3

ის აშშ-ს კულტურულ სურათ-ხატს წარმოადგენს. მას ჰქონდა საკუთარი რადიო გადაცემა. 1945 წელს იგი მთელ შეერთებულ შტატების მეორე ყველაზე პოპულარულ ქალად დაასახელეს, ზუსტად ელეონორა რუზველტის მერე. 80 წლის მანძილზე შეინარჩუნა ასაკი და გარეგნობა, იმის გამო კი არა, რომ თან ექიმსაც წარმოადგენდა და იცოდა გაახალგაზრდავების რეცეპტი, არამედ იმის გამო , რომ რეალური პიროვნება არ იყო. ბეტი შექმნეს, როგორც კორპორაციული გამომხმაურებელი, სახლის პიროვნებების პერსონალურ კითხვებს პასუხს სცემდა  დიდი ხნის განმავლობაში  . ამ დროში არც კი დაუსვამთ შეკითხვა: თუ სად ცხოვრობდა, რა ჯგუფის სისხლი ჰქონდა და ა.შ. ბეტის პერსონას იყენებდნენ საწარმოო ტრეიდმარკად. მისი გვარი კომპანიის მფლობელის საპატივსაცემოდ შეარჩიეს. ხოლო სახელი, “ბეტა” და “გერტრუდი” მეგობრულად ჟღერდა.

 უილიამ თელლ

557b58036d0b

ლეგენდის თანახმად, თელლი წარმოშობით შვეიცარიის ქალაქ ურიდან, ცნობილია როგორც: ძლიერი კაცი, კლდეზე მცოცავი, ექსპერტი არბალეტის სროლაში. მის ეპოქაში, ავსტრიის იმპერატორმა ჰაბსბურგიმ ურის დამორჩილება  გადაწყვიტა. ავსტრიის დაბა ალტდორფის ახლადდანიშნულმა მმართველმა ალბერტ გესსლერმა სოფლის ცენტრალურ მოედანზე სვეტი აღმართა, მასზე ქუდი დადო და ბრძანა ყველა გამვლელი დაიჩოქებოდა სანამ ქუდს ჩაუვლიდა. 1307 წლის 18 ნოემბერს , უილიამ თელლიმ თავისი ვაჟით ქუდს ჩაუარა, საჯაროდ უარი თქვა დაჩოქებაზე, რისთვისაც დააპატიმრეს.  გესსლერი დაინტრიგდა  თელლის სახელგანთქმულობით არბალეტის სროლაში.  მისი ანგარიშგაუწევლობისადმი პატივისცემის მიუხედავად, გესსლერმა მაინც ბოროტი სასჯელი მოუფიქრა:  თელი და მისი ვაჟი სიკვდილით უნდა დაესაჯათ მაგრამ სიცოცხლის გამოსყიდვა მხოლოდ თელს შეეძლო, შვილის თავზე დადებულ ვაშლისთვის არბალეტი უნდა მოეხვედრა. თელმა ვაშლი ერთ სროლაში გახლიჩა. ამისდა მიუხედავად გესსლერმა შეამჩნია თელლიმ ვაზნიდან ორი ცალი არბალეტის სასროლი ბოლტი ამოიღო (არბალეტის ისრებს ეწოდება) და არა ერთი. თელლის განთავისუფლებამდებამდე გესლერმა თელლს ჰკითხა თუ მასე რატომ გააკეთა. პასუხი მიიღო: თუ თავის ვაჟს მოახვედრებდა მეორე გესსლერისთვის იყო გამიზნული. გესსლერი გამწარდა. თელლი გესსლერის გემზე გადაიყვანეს, დუნგეონში წასასვლელად. თელლს დარჩენილი შენარჩუნებული სიცოცხლე იქ უნდა გაეტარებინა. ატყდა შტორმი. გემზე მყოფ ჯარისკაცებს შეეშინდათ, თელლმა ამით ისარგებლა და გაქცევა მოახერხა. კლდის ნაპირზე გადახტა და იმ ნაპირს ახლა თელის კლდე ჰქვია. თელლი კუსსნაჰთის ქალაქში გაიქცა. როცა გესსლერი გამოჩნდა კუსსნაჰთის ქვაში ჭრილ გზაზე მეორე ისრით თელიმ იგი მოკლა. ახლა ამ გზას Hohle Gasse ჰქვია. თელლი თავისუფლების სიმბოლოდ ითვლება. აგრეთვე ტირანიის წინააღმდეგ აჯანყების სიმბოლოდ ან  როგორც ძლიერი ევროპული მითების: რობინ ჰუდის, მეფე არტურის მსგავსად,  ბევრისთვის იმედის მომცემია , რომლებსაც აქვთ ტენდენცია არ წაიკითხონ: ისტორიის წიგნები ან მსგავს არბალეტის მსროლელ ადამიანებზე მოთხრობები.

ოთთო თითცლინგი

8391178b5e28

მისი გვარის პრეფიქსიც მოწმობს, რომ ლიფის გამომგონებელი უდავოდ ოთთო თითცლინგი უნდა ყოფილიყო, რომელზეც ნათქვამია, რომ ეს ტანსაცმლის ნაწილი 1921 წელს ხორციან მეზობლისთვის გამოიგონა. პიროვნება, რომელმაც ლიფის იდეა მოიპარა უთუოდ მისი სახელია ფილიპ დე ბრასსიერ. და თუკი არსებობდა ამბავი,რომელშიც მარცვალი სიმართლე არ იყო, ნამდვილად ეს ამბავია: ისტორიკოსების, მრეწლების და სხვათათვის გამაბრიყვებელი, იმის მიუხედავად, რომ ეს კაცი ფანტასტიკური მოთხრობა “განქორწინება: ამბავი ოთთო თითცლინგის აღზევებისა”   (Bust-Up: The Uplifting Tale of Otto Titzling) მთავარი გმირია, აგრეთვე ფაქტი, რომ ლიფი ძველ საბერძნეთიდან იღებს სათავეს.

ფრანკლინ დიქსონი
c597868e674e
ბევრ არსებულ მწერლებს ჰქონდათ ფსევდონიმი. მაგალითად: ვაჟა-ფშაველას, ტერენტი გრანელს და სხვ. მაგრამ დიქსონმა “Hardy Boys” წიგნში ასობით მისტიკური ნოველა ამოსუნთქვის გარეშე დაწერა. სუნთქვის გარეშე, რადგან ეს დიქსონი არ არსებობდა… არც რომელიმე მწერლის ფსევდონიმი ყოფილა. არამედ, ის უამრავ უცნობი ავტორის ალტერ ეგოს წარმოადგენდა, რომლებმაც ერთი ცოდნით, ერთი ხელფასით შექმნეს ახალგაზრდა ზრდასრულთათვის ნოველები. როდესაც დადგება ჯერი თავიანთი მწერლობის კარიერის გამჟღავნებისა არანაირი საბუთი არ ექნებათ და ვერც მაგით დაიტრაბახებენ.

დონალდ კაუფნანი
e0df7d1f56f0
ის ცნობილ სცენარისტის, ჩარლი კაუფმანის ძმა იყო. მისი ცხოვრება და სიკვდილი ნიკოლას ქეიჯმა ფილმ “ადაპტაცია”-ში განასახიერა. ის ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტაციურ სცენარისთვის ჩარლი კაუფმანთან ერთად. დონალდ კაუფმანმა, ფანტასტიკურმა პერსონაჟმა პირველად მიიღო აკადემიური ჯილდო. რა თქმა უნდა ვერ მიიღებდა ოსკარს, რადგან ის მოკლეს და არც არსებულა…

davitiu

ვარ ფიზიკოსი

მსგავსი ამბები

Back to top button