არქივი

ყველაზე ცნობილი გადახრილი კოშკები

b480f47f661c
თითქმის ყველა ჩვენთანგანს გაუგია გადახრილი პიზის კოშკის შესახებ იტალიაში, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ასეთი გადახრილი კოშკები საკმაოდ ბევრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გთავაზობთ გაეცნოთ მათ შორის ათ ყველაზე ცნობილ კოშკს.

19849d1bf5dcd

 ბოლონიის   ორი  კოშკი,  იტალია.

ქალაქის  ოფიციალური  პირები  უშედეგოდ ცდილობენ   თავიდან  აიცილონ   ორი  კოშკის „Asineli “ და” Garisenda”-ს  დაცემა.  მიუხედავად  იმისა,  რომ    Asineli    ზომებით  უფრო  პატარაა,  ვიდრე  Garisenda,   მისი  გადახრა  გაცილებით  მეტია-3.22 მეტრი.

2c3273a8b41ec

ბიგ-ბენი,  ლონდონი,  დიდი  ბრიტანეთი.

Clock  Tower-საათის  კოშკი,  ცნობილი  როგორც  ბიგ-ბენი  გადახრილია  ჩრდილო დასავლეთით  0,26  გრადუსით,  რომელიც  უდრის     43,5  სმ- ასე  აცხადებენ  ახლახანს შესწავლილი  დოკუმენტები.   უნდა  აღინიშნოს,  რომ  2003   წლიდან  დახრილობა  გაიზარდა  0,9  მილიმეტრამდე.  მიზეზი  კი  გახდა ლონდონის  მეტროს  მიწისქვეშა  სამუშაოები.

3b480f47f661c

პიზის  კოშკი,  იტალია.

პიზის  კოშკის  გადახრა დაიწყო მშენებლობის  დაწყებიდან რამდენიმე  წლის მერე.   ამის  მიზეზი   იყო   კოშკის  მშენებლობა  რბილ  თიხაზე.  1350  წელს  მშენებლობა დასრულდა  და  უკვე  ამ  დროისათვის  კოშკის  დახრილობა   შეადგენდა დაახლოებით 4,5  ფუტს  (  30,5  სმ  ).    1990  წლისათვის   დახრილობა   გაიზარდა   კიდევ  4  მეტრით.  იმისათვის,  რომ  თავიდან  იქნეს  აცილებული  კოშკის  დაცემა,  ქალაქის  მმართველმა  პირებმა  ტყვიის ზოდებზე   მის  გასამაგრებლად  დახარჯეს  დაახლოებით  2  მილიონი  გირვანქა  (გირვანქა ინგ= 453,6 გრამი).

ადრე სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, მაგრამ  მერე  ცხადი  გახდა, რომ  კოშკი  მშენებლობის პროცესში გადაიხარა.

462010d22950b

.  ეკლესია  Oude Kerk,  ნიდერლანდები.

Oude  Kerk,  რომელიც  თარგმანში  ნიშნავს  „  ძველი  ეკლესია“,- ეს  არის  ნიდერლანდების  პროტესტანტული  ეკლესია  ქალაქ  დელფტ-ის   ცენტრში.  სიმაღლე  შეადგენს  75  მეტრს,  ხოლო   დახრილობა-1,98 სმ.

5364ffb549367

კოშკი  ბურანა, იტალია.

ვენეციურ  ბურანის კუნძულზე,  მდებარეობს  კოშკი  ბურანა,  ან კიდევ მას  უწოდებენ   წმინდა მარტინოს ეკლესიას.  ობიექტი  აშენდა  მე -15  საუკუნეში და  აქამდე  არ  დაცემულა  (ჯერჯერობით).  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  ეყრდნობა  და  ესაზღვრება   მეზობელ   მიშენებას.

659c5a2d3501f

კოშკი  Tiger  Hill.

მდებარეობს      ქალაქში-  სუჩჟოი, პროვიცია სზიანსუ-ში.  კოშკი აშენდა  ჩვენი  წელთაღრიცხვით  970-960  წლებში.   კოშკის  სიმაღლე  შეადგენს  47  მეტრს.ლურჯი აგურით ნაგები  შენობა  7  სართულიანია .კოშკის  დახრილობაზე   იმოქმედა  ბუნების ძალებმა.  დღეისათვის  დახრილობა  შეადგენს  2,32  მეტრს.  და  მთელი  შენობა  იწონის  დაახლოებით  7 მილიონ კილოგრამს.

7780b52a489a8

კოშკი  Bedum , ნიდერლადები.

ეს  კოშკი  აგრეთვე  არ  ჩამოუვარდება  პიზის  კოშკს.  თუ  პიზის  კოშკის  სიმაღლეა  55,8  მეტრი და  გადახრილობა  შეადგენს  დაახლოებით  4  მეტრს,  მაშინ  კოშკი Bedium  სიმაღლით  35,7  მეტრი,  გადახრილია   2,61 მეტრით.

890e4a72e4dfc

ნევიანსკის  კოშკი,  რუსეთი.

კოშკის  მშენებლობა ნევიანსკის  ცენტრში  დაფინანსებული  იყო  თვით  პეტრე  დიდის მიერ.    აშენებული  მე-18  საუკუნის   პირველ  ნახევარში,  მისი  დამფუძნებელი  იყო  ანკიფი  დემიდოვი.  კოშკი   სიმაღლეში  აღწევს  57,5 მეტრს.  უკანასკნელმა  აზომვებმა  აჩვენეს,  რომ  კოშკის  დახრილობა შეადგენს  2,20  მეტრს.

9edd50d6af85b

ეკლესია  Frankenhausen-ის  კოშკი,  გერმანია.

კოშკი  მდებარეობს  ქალაქის  გარეუბანში,   დაუცველია  მუდმივი   ქარების  ზემოქმედებისგან.   ინჟინერებმა  აღნიშნეს,  რომ  ყოველ  წელს  კოშკი  იხრება  6 სმ-ით.    შესაბამისად,  დაცემის  მომენტი  შეიძლება  დადგეს  მომდევნო  ათწლეულში.  ადგილობრივმა  ხელისუფლებამ  გადაწყვიტა  გამოყოს  1,5  მილიონი  დოლარი,  იმისათვის  რომ  ეცადონ     კოშკის  სტაბილიზაციას.

104e5c4dd6c1d5

ეკლესია  Suurhusen,  გერმანია.

ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის   აღმოსავლეთ ფრისლანდიის  რეგიონში  მდებარეობს   შუა  საუკუნეების  ნაგებობა -ეკლესია  Suurhusen.   2010  წლამდე ,  გინესის  მსოფლიო რეკორდების წიგნის  მონაცემებით  ეს  ტაძარი ითვლებოდა     ყველაზე  დახრილ  კოშკად  მსოფლიოში.  მოგვიანებით  ეს  რეკორდი  გადაწონა  კოშკმა Capital  Gate  აბუ-დაბიში.  Suurhesen-ის  შპალის  (მწვერვალის)   დაქანება   ცნობილ  პიზის  კოშკზე  1,22  გრადუსით მეტია.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button