არქივი

Led Zeppelin …

ea2a11d7b6a1

ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) ინგლისური როკ ჯგუფია, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში.

ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი. ლედ ზეპელინი დიფ ფარფლსა და ბლექ საბათთან ერთად ითვლება მძიმე როკის ერთ-ერთ პიონერად და დიდი წვლილი მიუძღვის მუსიკის ამ ჟანრის განვითარებაში.

1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო, თუმცა ის კვლავ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ ჯგუფად როკ სამყაროში. ეს განაპირობა ჯგუფის კომერციულმა წარმატებამ, მიღწევებმა და მისმა გავლენამ სხვა შემსრულებლებზე. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.

ლედ ზეპელინის ფესვები პირველ რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds. ჯიმი პეიჯი შეუერთდა ამ ჯგუფს 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში, რადგანაც მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ბენდიდან. რამდენიმე ხნის შემდგე პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო-პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.

ჯგუფიდან ბეკის წასვლის შემდეგ, 1966 წელს, The Yardbirds, რომელიც დაღლილი იყო მუდმივი ტურებითა და ჩაწერით, დაშლა დაიწყო. პეიჯს სურდა სუპერჯგუფის შექმნა, სადაც ბეკიც და The Yardbirds-ის კიდევ ორი მუსიკოსი, კიტ მუნი და ჯონ ენუისტლი დაუკრავდნენ. ვოკალისტები დონოვანი, სტივ უინვუდი და სტივ მერიოტი ასევე მოიაზრებოდნენ მომავალი ჯგუფის პოტენციურ მონაწილეებად.

მუსიკალური ნაწყვეტები:
“Immigrant Song” (1970 წ.)

ლედ ზეპელინის სინგლი . ეს სიმღერა შესულია ჯგუფის 1970 წლის ალბომ Led Zeppelin III-ში
“Dazed and Confused”(1969 წ.)

ეს სიმღერა შესულია ჯგუფის 1969 წლის ალბომ Led Zeppelin-ში
“Good Times Bad Times”(1969 წ.)

ლედ ზეპელინის პირველი სინგლი . ეს სიმღერა შესულია ჯგუფის 1969 წლის ალბომ Led Zeppelin-ში
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ჩაწერეს სიმღერა “Beck’s Bolero” (იგი შეტანილია ბეკის 1968 წლის ალბომში Truth. ამ ხმისჩამწერ სესიებზე მუსიკოსებთან მუშაობდა ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯონსი. მისი თქმით, იგი მზად იყო პეიჯთან მომავალ პროექტებში მონაწილეობისათვის.

ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეია დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი.

პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელი უკრავდა დასარტყამებზე. დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის ყდისათვის. ჯონ პოლ ჯონსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი.

ახალი შემადგენლობის პირველი ერთობლივი რეპეტიცია შედგა პი ჯეი პრობის სესიების უკანასკნელ დღეს. პრობი იხსენებდა: “უკანასკნელ დღეს მცირე სტუდიური დრო დარჩა და ვთხოვე მათ დაკვრა, სანამ თავად მოვიფიქრებდი ტექსტს. მაშინ ეს არ იყო ლედ ზეპელინი, მაშინ ეს ჯერ კიდევ New Yardbirds იყო და ეს ჩემი ჯგუფი უნდა ყოფილიყო.”

1968 წელს მათ ამ სახელით მოაწყვეს ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტური. ცნობილია, რომ კიტ მუნსა და ჯონ ენვისტლს სურდათ ერთობლივი სუპერჯგუფი, რომელშიც პეიჯი და ბეკიც დაუკრავდნენ. მისი თქმით, ბეკი და პეიჯი დაეშვებოდნენ, როგორც ტყვიის დირიჟაბლი – სწორედ ასე აღწერდა ენვისტლი ხოლმე ცუდ კონცერტს.

მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით ჯგუფმა ამოაგდო ასო ‘a’ სიტყვიდან Lead (ტყვია), რათა ამერიკელებს არ წარმოეთვათ “leed”.
1968 წლის ნოემბერში კომპანიასთან Atlantic Records გრანტმა მიაღწია 200.000 დოლარის ოდენობის ავანსს – იმ დროს ეს იყო ყველაზე დიდი ავანსი როკ-ჯგუფისათვის. Atlantic Records უფრო ცნობილი იყო, როგორც ლეიბლი, სადაც გამოიცემოდა ბლუზ, სოულ და ჯაზ შემსრულებლების ჩანაწერები, თუმცა 60-იანების ბოლოს კომპანია პროგრესული ბრიტანული ჯგუფებითაც დაინტერესდა. მათ ლედ ზეპელინთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უნახავთ მუსიკოსები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დასტი სპრინგფილდის მიერ გაწეულ რეკომენდაციას.

ჯგუფის პირველი ალბომი ჯერ არ ჩაწერილა, როდესაც 1968 წლის ოქტომბერში შედგა მათი სადებიუტო გამოსვლა სურეის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ჯგუფის ჩრდილო ამერიკული ტური (1968/1969), შემდეგ მათ მიაშურეს დასავლეთ სანაპიროს – ლოს ანჯელესს, სან ფრანცისკოსა და სხვა ქალაქებს.

1ef98a24e6e1

1980 წლის 24 სექტემბერს ლედ ზეპელინის ტექნიკურმა ასისტენტმა რექს კინგმა ბონემი წაიყვანა სტუდიაში ბრეი. იქ ჯგუფი რეპეტიციებს გადიოდა, რადგანაც წინ იყო აშშ ტური, მათი პირველი ამერიკული ტური 1977 წლის შემდეგ. მგზავრობისას ბონემმა კინგს სთხოვა გაჩერება. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვეს ბენჯი ლეფევრმა (რომელიც ლედ ზეპელინის ტურ მენეჯერი იყო) და ჯონ პოლ ჯონსმა. ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა.

სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა. დაღუპვის მთავარი მიზეზი იყო ალკოჰოლიზმი, რომელიც მუსიკოსს ჯგუფის დაარსების დღიდან მოჰყვებოდა. 1980 წლის 10 ოქტომბერს მის სხეულს ჩაუტარდა კრემაცია.

გავრცელდა ჭორები, თითქოს მის მაგივრად ჯგუფს შეუერთდებიან კოუზი პაუელი, კერმინ ეპისი, ბერიმორ ბარლოუ, საიმონ კირკი ან ბევ ბევანი, მაგრამ დარჩენილმა სამმა წევრმა ოფიციალურად განაცხადეს ჯგუფის დაშლაზე. 1980 წლის 4 დეკემბერს მათ გამოსცეს ოფიციალური პრეს რელიზი, სადაც ითქვა, რომ ბონემის გარეშე ჯგუფი არ იარსებებს. “გვსურს ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი საყვარელი მეგობრის დაკარგვამ და ჩვენსა და მენეჯერს შორის არსებულმა უწყვეტმა ჰარმონიამ, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც ეს ადრე იყო.”

985 წლის გაერთიანება [რედაქტირება] 1985 წლის 13 ივლისს პეიჯი, პლანტი და ჯონსი გამოვიდნენ საქველმოქმედო კონცერტზე Live Aid. დასარტყამებზე დროებით უკრავდნენ ტონი ტომპსონი და ფილ კოლინზი. კოლინზმა აგრეთვე დაუკრა პლანტის პირველ ორ სოლო ალბომზე. პეიჯის თქმით, გამოსვლა საკმაოდ ქაოტური იყო.”

როდესაც ეს კონცერტი 2004 წელს გამოიცა 4 DVD დისკის სახით, ჯგუფმა არ დართო მის მწარმოებლებს ლედ ზეპელინის გამოსვლის გაყენებაზე. მათი თქმით, იგი არ ჯდებოდა ჯგუფის სტანდარტებში.
1988 წლის გაერთიანება
ჯგუფის სამი წევრის კიდევ ერთ გაერთიანებას ადგილი ჰქონდა 1988 წლის მაისში. ეს იყო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა კომპანიის Atlantic Records არსებობიდან 40 წელიწადს. ამ კონცერტზე დასარტყამებზე უკრავდა ჯეისონ ბონემი, ჯონ ბონემის შვილი. ჩანაწერი შეფასდა, როგორც სუსტი, მით უმეტეს, რომ ჯიმი პეიჯი საკმაოდ ცუდად უკრავდა იმ დღეს.
1990-იანები
1994 წელს პეიჯმა და პლანტმა ჩაწერეს აკუსტიკური კონცერტი, რომლის სახელიც არის Unledded. მასში გამოყენებული იქნა აღმოსავლური ინსტრუმენტები. ლედ ზეპელინის ინტერპრეტაციების შესრულებით დაინტერესების გამო გამართული იქნა მსოფლიო ტური და ჩაწერილი იქნა ალბომი No Quarter. ბას გიტარაზე აქ უკრავდა ჩარლი ჯონსი, მუსიკოსი, რომელიც აგრეთვე უკრავდა პლანტის საკუთარ ბენდში. ბევრი თვლის, რომ სწორედ აქ დაიწყო კონფლიქტი ჯონ პოლ კონსთან, რომელიც წლების განმავლობაში ნაწყენი იყო პეიჯსა და პლანტზე. როგორც ეტყობა, მას უბრალოდ არ ესიამოვნა, რომ დანარჩენ ორს არ სურდა მასთან თანამშრომლობა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პლანტს ჰკითხეს, თუ სად არის ჯონსი. მან მკვახედ მიუგო პრესას, თითქოს ჯონსი მანქანას აყენებდა ავტოსადგომზე.

1995 წლის გაერთიანება

1995 წლის 12 იანვარს ლედ ზეპელინი შეყვანილი იქნა აშშ როკ ენ როლის დიდების დარბაზში. ისინი წარადგინეს ჯგუფ Aerosmith-ის მუსიკოსებმა, სტივ ტაილერმა და ჯო პერიმ. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ჯეისონ და ზო ბონემები. ჯონ პოლ ჯონსმა ცივად იხუმრა: “მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ჩემი ტელეფონი გაახსენდათ”. მოგვიანებით ჯგუფმა, ტაილერთან და პერისთან, აგრეთვე ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები), ნილ იანგთან და მაიკლ ლისთან ერთად დაუკრა ლედ ზეპელინის რამდენიმე სიმღერა.
1997 წლის 29 აგვისტოს კომპანიამ Atlantic გამოსცა სინგლი “Whole Lotta Love”. ეს იყო ჯგუფის პირველი ოფიციალური სინგლი, რომლის გამოცემაც თავად ლედ ზეპელინის წევრების მხრიდან იყო ნებადართული. ბრიტანეთში მან #21 ადგილს მიაღწია.
1997 წლის 11 ნოემბერს გამოიცა ლედ ზეპელინის ალბომი Led Zeppelin BBC Sessions, რომელშიც შეტანილია ჯგუფის თითქმის ყველა ჩანაწერი, რომელიც კომპანიისათვის BBC გაკეთდა.

1998 წელს პეიჯისა და პლანტის ერთობლივი ალბომი Walking Into Clarksdale გამოიცა. მასში შეტანილმა სიმღერამ “Most High” მიიღო “გრემის” ჯილდო საუკეთესო როკ კომპოზიციის კატეგორიაში. წარმატებას მოჰყვა საკონცერტო ტურიც, რომელიც, წინა ტურისგან განსხვავებით, როკ მუსიკისათვის უფრო ტრადიციულ ინსტრუმენტებს ეფუძნებოდა. მიუხედავად ამისა, შესრულდა ბევრი სიმღერა როგორც ლედ ზეპელინის, ასევე ალბომების “No Quarter” და “Walking Into Clarksdale” მასალიდან.

1999 წლის 29 ნოემბერს RIAA-მ გამოაცხადა, რომ ლედ ზეპელინი მესამე ჯგუფია მუსიკის ისტორიაში, რომლის ალბომებსაც მიენიჭა ბრილიანტის დისკების სტატუსი.
2000-იანები [რედაქტირება] 2002 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პლანტი და ჯონ პოლ ჯონსი შერიგდნენ და გეგმავენ ტურს. მოგვიანებით პლანტმა და პეიჯმა უარყვეს ეს.

2003 წელს გამოიცა ჯგუფის სამმაგი საკონცერტო ალბომი How the West Was Won და ვიდეო კრებული Led Zeppelin DVD. ორივე გამოცემაში შეტანილია უნიკალური მასალა ჯგუფის არქივებიდან. წლის ბოლოს Led Zeppelin DVD უკვე 520.000-ზე მეტი ასლის რაოდენობით იყო გაყიდული. 2004 წლის შობაზე, Planet Rock-ის მსმენელებმა “Stairway To Heaven” დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სიმღერად. მათი ხმების მიხედვით შედგენილ რეიტინგში, რომელშიც ათი სიმღერა იყო შეტანილი, აგრეთვე იყო “Whole Lotta Love” და “Rock and Roll”
2005 წელს ლედ ზეპელინმა მიიღო გრემის სპეციალური ჯილდო, ხოლო გამოცემის Guitar World მკითხველებმა “Stairway to Heaven” დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო როკ სოლოების სიაში.

2006 წლის მაისში ლედ ზეპელინმა და რუსმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა მიიღეს პოლარული მუსიკის სპეციალური პრიზი, რომელიც მათ თავად შვედეთის მეფემ გადასცა. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდა ბონემის ქალიშვილი.

2006 წლის ნოემბერში ლედ ზეპელინი შეყანილი იქნა ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. ტელეგადაცემაში მათზე ისაუბრა რამდენიმე მოყვარულმა, ხოლო ჯიმი პეიჯმა მიიღო პრიზი. ამის შემდეგ ჯგუფმა Wolfmother დაუკრა “Communication Breakdown”, ლედ ზეპელინის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა.

2007 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ლედ ზეპელინი გამოვა აჰმეტ ერტეგუნის, კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის ხსოვნის საღამოზე. აგრეთვე ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში, ლედ ზეპელინი მსოფლიო ტურსაც ჩაატარებს, მაგრამ პლანტმა ყველაფერი უარყო.

2007 წლის 27 ივლისს კომპანიებმა Atlantic/Rhino და Warner Home Video გამოაცხადეს, რომ 2007 წლის ნოემბერში გამოიცემა ლედ ზეპელინის რამდენიმე საინტერესო რელიზი. ასეც მოხდა – პირველი გამოვიდა Mothership, ჯგუფის სიმღერების კრებული. შემდეგი იყო The Song Remains the Same, რომელიც რესტავრირებული სახით გამოიცა. ამასთან, კომპანიებმა კიდევ ერთი DVD დისკის სავარაუდო გამოცემაზე ისაუბრეს.

2007 წლის 3 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mirror გამოაცხადა, რომ მას აქვს ჯგუფის აქამდე ექვსი უცნობი სიმღერის საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით გაშვების უფლება.

2007 წლის 13 ნოემბერს ლედ ზეპელინის ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდა ქსელის iTunes მეშვეობით.

2007 წლის გაერთიანება

2007 წლის 12 სექტემბერს ჯგუფის პრომოუტერმა ჰარვი გოლდსმიტმა გამოაქვეყნა ოფიციალური პრეს რელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლედ ზეპელინის დარჩენილი სამი წევრი, ჯეისონ ბონემთან ერთად გამოვა აჰმეტ ერტეგუნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე. ბილეთები ამ კონცერტზე გათამაშდა სპეციალური ლატარიის მეშვეობით. მთელი შემოსავალი გადაირიცხა აჰმეტის სახელობის ფონდში. ვებ გვერდი, რომელზეც თამაშდებოდა ბილეთები, გადაიტვირთა ერთდროულად მრავალი ათასი მომხმარებლის ვიზიტის გამო და გაითიშა. 20.000 ბილეთზე გამოჩნდა ერთი მილიონი მსურველი. ამასობაში, პეიჯმა გაზარდა ჯგუფის მიმართ ინტერესი და ახსენა, რომ სავსებით შესაძლებელია, ლედ ზეპელინმა დაიწყოს მუშაობა ახალ მასალაზე.ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მოეწყობა მსოფლიო ტური.
2007 წლის 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯიმი პეიჯმა მოიტეხა მარცხენა ხელის შუა თითი და გაერთიანება გადაიდო 10 დეკემბრამდე.[

10 დეკემბერს ჯგუფი გამოვიდა შემდეგი სიმღერებით:
“Good Times Bad Times”
“Ramble On”
“Black Dog”
“In My Time of Dying”
“For Your Life” (live debut)
“Trampled Under Foot”
“Nobody’s Fault but Mine”
“No Quarter”
“Since I’ve Been Loving You”
“Dazed and Confused”
“Stairway to Heaven”
“The Song Remains the Same”
“Misty Mountain Hop”
“Kashmir”
ბისზე:
“Whole Lotta Love”
“Rock and Roll”

შოუ გადაღებული იქნა და, შესაძლებელია, გამოვიდეს DVD დისკის სახით.
მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს, რომ “ის, რაც მათ დღეს აქ მოაწყვეს, კვლავაც გვიჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ ისეთი დონეზე დაკვრა, რომ ლეგენდების სტატუსი შეინარჩუნონ” New Musical Express. “იმედია, მათ უკანასკნელად არ ვხედავთ.”
კონცერტს დაესწრო უამრავი ცნობილი ადამიანი. მათ შორის იყვნენ – დეივ გროლი (Foo Fighters), ჩედ სმიტი (რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი), ბიბისის რადიოწამყვანი კრის მოილსი, აილენ რუბინი (Lostprophets), პოლ მაკკარტნი, ბრაიან მეი, ძმები გალაჰერები, ჯგუფი Arctic Monkeys, ეჯი (U2), ბერნარდ სამნერი, დეივ მასტეინი, პიტერ გებრიელი, მიკ ჯაგერი, ჯულიეტ ლიუისი, დევიდ გილმორი, რიჩარდ ჰემონდი, ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ეშკროფტი (The Verve), მერილინ მენსონი და სხვები.
მიუხედავად იმისა, რომ პლანტმა არ დაადასტურა, რომ მსოფლიო ტური ნამდვილად მოეწყობა, მან აღნიშნა, რომ ერთობლივი კონცერტები დრო და დრო არც ისე ცუდი იქნებოდა.

წელი ალბომი ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომი ბრიტანული რეიტინგები ახია (RIAA)
1969 Led Zeppelin 10 6 8x პლატინა
1969 Led Zeppelin II 1 1 12x პლატინა
1970 Led Zeppelin III 1 1 6x პლატინა
1971 Led Zeppelin IV 2 1 23x პლატინა
1973 Houses of the Holy 1 1 11x პლატინა
1975 Physical Graffiti 1 1 16x პლატინა
1976 Presence 1 1 3x პლატინა
1979 In Through the Out Door 1 1 6x პლატინა

მსგავსი ამბები

Back to top button