ახალი ამბებიგამოგონებარეკორდები

რობოტ-გეპარდმა Boston Dynamics მოსიარულე რობოტებისთვის სიჩქარის რეკორდი დაამყარა

ერთი წლის წინათ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია რობოტიზებული «ომის ძაღლების» შესახებ, რომლებზეც აშშ-ს თავდაცვის პერსპექტიული ნამუშევრების სამეცნიერო-კვლევითი სააგენტოს (DARPA) დაკვეთით მუშაობენ. საზოგადოების წინაშე წარსდგა მხატვრის მიერ დანახული საყვარელი რობოტი-გეპარდი (Cheetah) და «ტერმინატორების ნეანდერტალელი» Atlas. და თუ «ატლასის» სივრცეში გადაადგილების შესაძლებლობა არანაირ სიურპრიზს არ შეიცავს და ანალოგიის საფუძველზე ადამიანს შეიძლება შევადაროთ, რობოტ-გეპარდის «გასეირნებაზე» დაკვირვება არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ, და ავღნიშნავთ, რომ Cheetah-ის პროტოტიპმა, რომელიც ჯერჯერობით (მადლობა ღმერთს!) მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიაში «დასეირნობს», მოსიარულე რობოტებს შორის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა, და წინა მაჩვენებელს, რომელიც 1989 წლიდან შენარჩუნებული იყო (30 კმ/სთ 2-ის წინააღმდეგ) გაუსწრო. კატისებრთა ოჯახის რობოტიზებული წარმომადგენლის დეველოპერია ასეთ საქმეებში გამოცდილი კომპანია Boston Dynamics, რომელიც პირველ რიგში საკუთარი Big Dog და Alpha Dog-აა ცნობილი.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ პროტოტიპის შექმნის ძირითადი მიზანია «ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების მოძრაობის საფუძვლების გამოყენებით რობოტიზებული მანქანების გადაადგილების სიჩქარის სრულყოფა». ამას გარდა, პროგრამის Maximum Mobility and Manipulation (M3) ფარგლებში DARPA იკვლევს «მობილური რობოტიზებული სისტემების ექსპლუატაციისას მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საინჟინრო უპირატესობების შექმნისა და დემონსტრირების შესაძლებლობასაც».

Cheetah-ის პირველი ტესტი ლაბორატორიის გარეთ მიმდინარე წლისთვისაა დაგეგმილი. ნაჩვენებ ნიმუშს გარე ჰიდრავლიკური ნასოსი კვებავს და სპეციალური მოწყობილობა აკავეს სარბენი ბილიკის ცენტრში.

წყარო. aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button