გასართობისაკითხავისასარგებლო

მოკლე ინფორმაცია PLAYBOY-ის შესახებ

Playboy-ის ისტორია 1953 წელს იწყება. დამფუძნებელი – ჰიუ ჰეფნერი. თავდაპირველად, ჟურნალს Stag Party ეწოდებოდა, რაც „მარტოხელა მამაკაცების წვეულებას“ ნიშნავდა. თუმცა, იმ დროისათვის უკვე არსებობდა ჟურნალი Stag, რომელიც სასამართლოში ჩივილით დაემუქრა ჟურნალის გამომცემლებს, თუ სახელწოდებას არ შეუცვლიდნენ. ჰიუ ჰეფნერმა და მისმა მეუღლე მილიმ ახალი სახელწოდების ძიება დაიწყეს. შესთავაზეს სახელები Top Hat, Gentleman, Sir, Satyr, Pan და Bachelo. თუმცა, საბოლოოდ ჰიუს მეგობრის, ელდონ სელერსომის ვერსიას – Playboy, დათანხმდნენ.

საინტერესოა, რომ Playboy-ის ჟურნალები მხედველობაშეზღუდული ადამიანებისთვისაც გამოდის. 1970 წლიდან ამერიკის ეროვნული ბიბლიოთეკა ჟურნალ Playboy-ის ბრაილის შრიფტით უშვებს. მასში მხოლოდ სტატიებია განთავსებული ჟურნალის ორიგინალიდან, სურათები არ არის.

თავდაპირველად, კაპიტალი სულ რაღაც 8000 დოლარს შეადგენდა, რომელიც ჰეფმანმა დედისა და ძმის დახმარებით მოაგროვა. პირველი ჟურნალი 1953 წელს გამოვიდა და 54 175 ეგზემპლარი გაიყიდა, თითოეული 50 ცენტად. ჟურნალი სულ რაღაც 44 გვერდისაგან შედგებოდა.

კურდღლის ლოგო დიზაინერ Art Paul-ს ეკუთვნის. ცხოველი არჩეული იქნა თავისი Humorous sexual connotation-ობისათვის. ჰეფნერის განცხადებით, კურდღლის დამსახურებით ფოტოები „მხიარული და თამამი“ გამოდის.

პირველ გამოცემას მერლინ მონროს ფოტო ამშვენებდა. ყველაზე ხშირად კი Playboy-ის გარეკანზე პამელა ანდერსონი მოხვდა, კონკრეტულად კი 1989-დან 2001 წლამდე ათჯერ დაიკავა ჟურნალის მთავარ გვერდზე ადგილი.

იაპონიაში, სადაც აკრძალულია შიშველი ფოტოების დაბეჭდვა, Playboy კომპანია Shueisha-ის ლიცენზიით გამოიცემა.

2011 წელს გამართულ ჰიუ ჰეფნერის ღონისძიებაზე, მალარიით 123 სტუმარი დაავადდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ყველაფერი დაბინძურებული ჯაკუზის ბრალი იყო, რომელშიც სტუმრები ბანაობდნენ. ბაქტერია სახელწოდებით ლეგიონელეზი, იგივე ლეგიონერთა სენი, საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და მომნელებელ ორგანოებზე ახდენს გავლენას.

ეს ჩემი პირველი  პოსტია !! ჩემი აზრით არ ვარგა, მაგრამ გპირდებით, შემდეგში იქნება  უკეთესი!!!

წყარო: presa.ge

თეგები

azuka

aZUKa

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close