მსოფლიოს 10 ყველაზე ფოტოგრაფირებადი ქალაქი
მსოფლიოს 10 ყველაზე ფოტოგრაფირებადი ქალაქი.
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ბუდაპეშტი ნამდვილად ხმაურიანი ქალაქია და ეს მისი არქიტექტურის დამსახურებაა, მრავალრიცხოვან ხიდებს უწოდებენ “აღმოსავლეთ პარიზს”. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა წმინდა სტეფანის ბაზილიკა. შეგიძლიათ წვერზე ახვიდეთ და იქიდან დაინახოთ მთლიანი ქალაქი, ან სულ დაბლა ჩახვიდეთ და დატკბეთ ბაზილიკის ინტერიერით, ასევე ღირს დაათვალიეროთ უნგრეთის პარლამენტის შენობა და ახვიდეთ გორაკ ჰელერტზე, საიდანაც მოსჩანს მდინარე დუნაის თვალწარმტაცი ხედი.
ბუენოს-აირესი, არგენტინა
ბუენოს-აირესი ცნობილი იმით, რომ მიიჩნევა ტანგოს სამშობლოთ და სამხრეთ ამერიკაში შოპინგის მხრივ ყველაზე პოპულარული ადგილია. ბუენოს-აირესი ამეების გარდა არის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგრაფირებადი ქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთით ეკვატორიდან. აუცილებლათ უნდა გაისეირნოთ გამზირზე რესპუბლიკა, სადაც მდებარეობს უამრავი ბუტიკი, რესტორანი და შეგიძლიათ ფოტო გადაიღოთ ბუენოს აირესის ობელისკთან, ასევე ღირს მოინახულოთ იაპონური ბაღი, პარკი, რომელიც გთავაზობთ დატკბეთ იაპონური ბაღის სტილით.
ფლორენცია, იტალია
ტოსკანის დედაქალაქი, ფლორენცია – იტალიის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი ზღაპრული საკვებით, ლამაზი არქიტექტურით და ყველაზე ცნობილი ხელოვნების ობიექტებით. ქალაქში შეგიძლიათ მოინახულოთ და დაათვალიეროთ ბევრი ადგილი, მაგრამ არ უნდა გამოტოვოთ დავითის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ხელოვნების აკადემიის მუზეუმში. ასევე აუცილებლად უნდა ნახოთ მიქელანჯელოს ავენიუ, როგორც ნომერი პირველი ღირსშესანიშნაობა. ასევე უნდა გასინჯოთ იტალიური ნაყინი “ჯელატო”.
მონტე-კარლო, მონაკო
რაც არ უნდა ბევრისთვის უცნაურად ჟღერდეს, მონტე-კარლო არამხოლოდ ევროპული კაზინოს დედაქალაქია, არამედ ავტორბოლებისაც. ფრანგული რივიერეს პატარა ზღაპრული ქალაქი ცნობილია თავისი არქიტექტურით და ღირსშესანიშნავი ძეგლებით. უკონკურენტოა რათქმაუნდა სასტუმრო “პარიზი”, რომელშიც შეგიძლიათ მოხსნათ ლუქსი-ნომერი 16000 ამერიკულ დოლარათ. შეგიძლიათ ასევე მოინახულოთ სამეფო სასახლე Prince’s Palace.
ვენეცია, იტალია
ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ვენეციის არხებში ნავით გასეირნება საღამოთი ყველაზე რომანტიულია. ეს არამხოლოდ სასიამოვნოდ დროის გატარებაა, არამედ ქალაქის სავიზიტო ბარათიც. ქალაქის ღირსშესანიშნაობების სიაში შედის ხიდი აკადემია და ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობები.
სტამბული, თურქეთი
ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს სტამბულიც, თურქეთის უდიდესი ქალაქი და ისტორიულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული წერტილი. რადგან სტამბული წარსულში როგორც რომის ასევე ოსმალეთის შემადგენლობაში იყო, ხოლო ეხლა კი ის ცნობილია სწორედ, რომ ამ ორი იმპერიის კულტურით, რადგან აქ ნახავთ როგორც უძველესი რომის კულტურას, ასევე ოსმალურსაც. სტამბული დღეს ყურადღებას იქცევს ძეგლებით, ნაგებობებით, მეჩეთებით, ბაზრებით და ა.შ. წმინდა სოფიას ტაძარი არის ალბათ ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ღირს ასევე მოინახულოთ Kiz Kulesi.
პარიზი, საფრანგეთი
პარიზი ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებში, სურათებში და ფილმებში ნახსენები, ქალაქი ასოცირდება ყველაზე რომანტიულ ქალაქთან მთელს მსოფლიოში. ეიფელის კოშკი, ლუვრი – პარიზის ყველაზე მონახულებადი ადგილებია, მაგრამ არა ყველაზე ფოოტგრაფირებადი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მულენ რუჟი, ცეკვების და სიმღერის ტაძარი, წმინდა კლოტილდეს ბაზილიკა სათავეში უდგას ყველაზე ფოტოგრაფირებადი ღირსშესანიშნაობების სიას, ასევე ღირს მოინახულოთ ინვალიდების სახლი, რომელშიც განთავსებულია შთამბეჭდავი იარაღების კოლექცია.
ბარსელონა, ესპანეთი
ბარსელონა – ქალაქი რომელიც ცნობილია თავისი ზღაპრული სითბოთი და სანაპიროებით – ცნობილი ანტონიო გაუდის და მისი არქიტექტურული შედევრების ქალაქი, მაგალითად – წმინდა მარიას ტაძარი, რომლის რეკონსტრუქციაც 2010 წელს დასრულდა, ან პარკი ჰუელი თავისი დიდებული ბაღით, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ სრულიად უფასოდ.
რომი, იტალია
წმინდა ქალაქი რომი ცნობილია თავისი განუმეორებელი არქიტექტურით, ვატიკანის დიდებული ძეგლებით და წმინდა პეტრეს ბაზილიკით. ღირს ასევე მოინახულოთ პანთეონი, შადრევანი ტრევი, კოლიზეუმი, ესპანური კიბე და უამრავი რამ.
ნიუ-იორკი, აშშ
ყველაზე ფოტოგრაფირებად ქალაქებს შორის პირველი ადგილი უკავია ნიუ-იორკს. ეს არ არის ემფაიერ-სტეიტ ბილდინგი ან თავისუფლების ქანდაკება, რომლებსაც ყველაზე ხშირად უღებენ ფოტოებს. ყველაზე ხშირად ფოტოებს უღებენ სოლომონის მუზეუმს, რომელიც მდებარეობს მდინარე გუგენჰაიმის სანაპიროზე. მისი ექსტერიერი ხდის მას ერთ-ერთ შესამჩნევ ღირსშესანიშნაობას, ხოლო ხელოვნების ნიმუშების კოლექციები ადამიანს აიძულებს შევიდეს მუზეუმში, ასევე სავაჭრო ცათამბრჯენი აიძულებს ადამიანს, რომ სასმახსოვროდ მის წინ ფოტო გადაიღო.