გასართობისაკითხავისასარგებლო

ფაქტები ჰარი პოტერზე <3


მოკლედ, უცნაურზე ძალიან ბევრი პოსტი დევს ჰარი პოტერზე და მაინც, როცა ყველა წავიკითხე, რატომღაც არცერთი არ მომეწონა. ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, თითქოს მის ავტორს ჰარი პოტერი წაკითხული არ ქონდა, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ამაზე პოსტი. ასე რომ ჰარი პოტერის ფანებო, იცით რაც უნდა ქნათ


ფრედი და ჯორჯი სინამდვილეში არ არიან წითურები.


ექსპეკტო პატრონუმ ნიშნავს “მე ველოდები მცველს”.


ნევილ ლონგბოტომის ბაყაყი, რომელსაც ერქვა ტრევორი, ესპანურად ნიშნავს ბაყაყს (ტრევორი).


როცა პირველ ფილმში იღებდნენ საკლასო ოთახის სცენას, რუპერტმა (რონმა) დახატა ალან რიკმანის (სევერუს სნეიპის) კარიკატურა. სამწუხაროდ მან ვერ დაუმალა იგი ალანს. :D


ვოლდემორი ფრანგულად ნიშნავს “სიკვდილის ფრენას”.


ჯორჯს არ შეეძლო მოეხმო პატრონუსი მას მერე, რაც ფრედი მოკვდა, იმიტომ რომ ყველა მისი კარგი მოგონება დაკავშირებული იყო ფრედთან.


როულინგმა თქვა, რომ როცა იგი ინტერნეტში განაწილდა კლუბებში, ის მოხვდა ჰაპლეფაპში.


მსახიობი რომელმაც ითამაშა მტირალა მირტლი, იყო 37 წლის. ის იყო ყველაზე დიდი მსახიობი, რომელმაც ჰოგსვორდის მოსწავლე განასახიერა.


ჰარი და ვოლდემორი არიან პევერელების ნათესავები, ანუ იგი ერთმანეთის შორეული ნათესავები გამოდიან.


ღამის რაინდის მძღოლების სახელები, ერნი და სტენლი, არის როულინგის ბაბუების სახელები.


როცა დენიელს დაურეკეს, რომ მას ერგო როლი, ის იყო აბაზანაში. როცა მან ეს გაიგო, ბევრი იტირა, ღამე კი გაეღვიძა და იკითხა, ეს მართალი იყო თუ ესიზმრებოდა.


ჰარი პოტერში 6-მა მსახიობმა ითამაშა ვოლდემორი.


ჯოან როულინგი არის პირველი მილიარდერი, რომელმაც ეს თანხა მიიღო წიგნების წერით.


ტომ ფელტონი იყო ერთადერთი ბავშვი რომელმაც არ იცოდა, რა იყო ჰარი პოტერი.


ჰოგსვორთსის დევიზი იყო “დრაკო დომიენს ნუნქუამ თითილლანდუს”, რაც ლათინურად ნიშნავს “არასოდეს მოუღუტუნო მძინარე დრაკონს”.


სნეიპს ნევილი იმიტომ არ ევასებოდა რომ იგი შეიძლება ყოფილიყო ჰარის ადგილას და ლილი ცოცხალი იქნებოდა.


ჰარი პოტერის ყველაზე ნაკლებად წარმატებულმა ფილმმა მიიღო 90 მილიონით მეტი, ვიდრე “ბინდის” ყველაზე წარმატებულმა ფილმმა.(ეს ეხა რა თქმა უნდა მარა მაინც..)

და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარლები……..


მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ მაგია ყოველთვის არის ჩვენში.


ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არასოდეს გვტოვებენ. შენ ყოველთვის შეგიძლია, ისინი იპოვო აქ (გულში)-სირიუს ბლექი-


რა არის სიცოცხლე პატარა რისკის გარეშე?-სირიუს ბლექ-


ბედნიერება შეიძლება იპოვო სიბნელეში, თუ ერთს მაინც არ დაავიწყდება სინათლის ჩართვა-ალბუს დამბლდორი


ამაზე მე ცოტა ამეტირა, მემგონი ყველა გაიგებთ, მარა მაინც გითარგმნით …
როცა მე ვიქნები 80 წლის და ვიჯდები ჩემს სკამში, მე წავიკითხავ ჰარი პოტერს და ჩემი ოჯახი მეტყვის, ამდენი ხნის მერე? მე კი ვეტყვი: ყოველთვის-ალან რიკმანი-(სევერუს სნეიპი)

დღეისთვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე……..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close