ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

პლანეტა პოლუსებს იცვლის

feedf3ab420b

კანადის სამეფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დედამიწიდან ორმოცი სინათლის წლის მანძილზე არის პლანეტა, რომელსაც განსაცვიფრებელი თვისება აქვს: მისი პოლუსები პერიოდულად იცვლებიან – სამხრეთ პოლუსი ხდება ჩრდილოეთი და პირიქით. პოლუსები იცვლებიან მილიონ წელიწადში ერთხელ. მოცემულ პროცესს იმეორებს კიდევ ოთხი პლანეტა, რომლებიც შედიან ორმაგი, ბინარული ვარსკვლავების შემადგენლობაში.

კვლევების ხელმძღვანელმა ნათან კაიბმა განაცხადა, რომ ბინარული სისტემა კიბოს თანავარსკვლავედში მდებარეობს და შედგება ორი ვარსკვლავისა და ხუთი პლანეტისაგან. ვარსკვლავებს შორის მანძილი 1.1-ჯერ აღემატება დედამიწასა და მზეს შორის მანძილს. მიუხედავად ამისა, მეორე ვარსკვლავი მძლავრ გავლენას ახდენს პლანეტებზე.

2bf05bcdf5f4

კაიბმა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერულმა კომპიუტერული მოდელირების საშუალებით 55 CANCRI – სისტემის სხეულების მოძრაობის 450-ზე ვარიანტი დაამუშავეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავისი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვისას ყველაზე შორეული პლანეტაა 55 CANCRI D რომელიც ოთხჯერ უფრო დიდია იუპიტერზე , ყოველ მილიონ წელიწადში ერთხელ “თავდაყირა დგება”. ამავე დროს, ის “ყირამალაში” ითრევს დანარჩენ ოთხ პლანეტასაც, რომელთაც შედარებით ნაკლები მასა აქვთ. მათი ორბიტები, რაც საოცარია, პრაქტიკულად არ იცვლებიან.

64067f21067c

“მიუხედავად ამისა, მოცემული პლანეტარული სისტემა ძალიან ორგანიზებულად გამოიყურება”, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა. ვინაიდან სწავლულები, ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობენ ბინარულ ვარსკვლავებს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებული, ამ სისტემას ასტრონომები კარგად იცნობენ, მაგრამ პლანეტების ბრუნვის ღერძის ანომალიური ცვლილებების შესახებ ახლა გახდა ცნობილი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close