ბრძნული გამონათქვამები
გაგრძელებაში ნახავთ ბრძნულ გამონათქვამებს
საკუთარ შეცდომათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს-დემოკრიტე
ადამიანის ერთადერთი მარადიული საკუთრებაა სიბრძნე-ბიანტი
იჩქარე ნელა-იმპერატორი ავგუსტუსი
სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი-აპულეუსი
რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია-უილიამ შექსპირი
სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ბრძენს კი თავი სულელად მიაჩნია-უილიამ შექსპირი
მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას კი არავინ-შილერი
ყოველ უპრინციპო საქმიანობას გაკოტრებამდე მივყავართ-გოეთე
უსარგებლო სიცოცხლე უდროო სიკვდილია-გოეთე
არსებობს ცილისწამებაზე საშინელი იარაღი; ეს ჭეშმარიტებაა-შარლ მორის ტალეირანი
მოქნილ ჭკუას შეუძლია სილამაზის მაგივრობა გასწიოს-სტენდალი
უსაქმურობა მოწყენილობის დედაა-სტენდალი
დრო საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოწაფეებს-ჰექტორ ბერლიოზი
დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება-ბალზაკი
არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა-მარკ ტვენი
ზომიერება ყველაფერშია საჭირო, მათ შორის თავმდაბლობაში-ანატოლ ფრანსი
ვინც მოიხადა ამ სოფლად ვალი, ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი-აკაკი წერეთელი
ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს- ოსკარ უაილდი
სამყარო კი არ გახდა უარესი, არამედ მოვლენათა გამუქება გაუმჯობესდა-გილბერტ ჩესტეტრონი
ორატორმა თემა უნდა ამოწუროს და არა მსმენელთა მოთმინება-ჩერჩილი
ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობდა და სუსტი მეხსიერება-ერნესტ ჰემიგუეი
ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილისას-50-ერნესტ ჰემიგუეი
აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ-ჯონ კენედი
წყარო:”სდასუს” გაზეთი, რომელიც სკოლებში დაგვირიგეს :D :D